სუმბატ დავითის ძე
სუმბატ დავითის ძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების სახელი | სუმბატ დავითის ძე ბაგრატიონი |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | ქართველი ისტორიკოსი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სუმბატ დავითის ძე (ბაგრატიონი), XI საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი ისტორიკოსი. ავტორია ისტორიული ქრონიკისა "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა ჩუენ ქართუელთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანი რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა".
ბიოგრაფიული ცნობები სუმბატ დავითის ძის შესახებ არ მოგვეპოვება. როგორც ე. თაყაიშვილმა გაარკვია, ის უნდა იყოს ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. სუმბატ დავითის ძის ნაშრომი ადამიდან იწყება და მთავრდება 1030/1031 ამბებით. ავტორის მიზანი იყო ეჩვენებინა ბაგრატიონთა წარმომავლობა, მათი საქართველოში მოსვლა, გამეფება და მეფეთა ისტორია.
ნაშრომის დასაწყისი ნაწილი ემყარება ბიბლიას. სუმბატ დავითის ძეს ბაგრატიონები ებრაელთა მეფისა და წინასწარმეტყველის დავითის შთამომავლებად გამოყავს. მისი აზრით, ისინი პალესტინიდან საქართველოში VI საუკუნეში მოვიდნენ და ერთი მათგანი გუარამი – ქართლის ერისმთავარი გახდა. ნაშრომის ის ნაწილი, რომელშიც მოთხრობილია ამბები ამ გუარამიდან აშოტ I-მდე, ემყარება "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ცნობებს. აშოტ I-იდან ბაგრატ III-მდე პერიოდის შესახებ სუმბატ დავითის ძეს ხელთ ჰქონის ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულო მატიანეები. ეს ნაწილი შეიცავს უხვ და სარწმუნო ქრონოლოგიურ ცნობებს. ბაგრატ III-ის მეფობის ბოლო წლებიდან სუმბატ დავითის ძე აღწერს თავის თანადროულ მოვლენებს.
სუმბატ დავითის ძე ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების მომხრეა. მისი ქრონიკა ძვირფასი ისტორიული წყაროა განსაკუთრებით VIII-XI საუკუნის I ნახევრის საქართველოს ისტორიისათვის.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 604.