ტიტანობოა
ტიტანობოა (ნიშნავს „გიგანტურ ბოას“[1]) — ნამარხი გველების გვარი, რომლებიც ცხოვრობდნენ 60-58 მლნ. წლის წინ, პალეოცენურ პერიოდში[2]. ერთადერთი ცნობილი სახეობაა Titanoboa cerrejonensis, რომელიც დღემდე აღმოჩენილ ყველაზე დიდ გველს წარმოადგენს[2]. მისი ნაშთიდან გამომდინარე შესაძლოა დავასკვნათ, რომ სიგრძეში გველი 13 მეტრს აღწევდა, სისქეში 1 მეტრს, წონით კი მიახლოებით 1,25 ტონა იყო. 2009 წელს, ქვანახშირის საბადოებში, კერეიონში, კოლუმბია[1][2] აღმოჩენილი იქნა T. cerrejonensis-ის 28 დამოუკიდებელი ნაშთი. ამ აღმოჩენამდე ცოტაოდენი ნაშთი აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკის უძველეს ტროპიკულ გარემოში[3].
გველი მეცნიერთა გუნდმა, ჯონათან ბლოჩისა და კარლოს ჯარამილოს ხელმძღვანელობით, ექსპედიციის დროს აღმოაჩინა. ბლოჩი ფლორიდის უნივერსიტეტის პალეონტოლოგია, კარლოს ჯარამილო კი სმიტსონიური ტროპიკულ გამოკვლევათა ინსტიტუტის პალეობოტანიკოსი[4].
ვინაიდან გველები ცივსისხლიანები არიან, მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტროპიკები-ამ გველის საცხოვრებელი-გაცილებით ცხელი ადგილი ყოფილა, ვიდრე ამას გამოკვლევები ადასტურებენ. ტემპერატურას აქ, საშუალოდ, 32 °C უნდა მიეღწია[5].
ზომის შედარება
კოლუმბიაში აღმოჩენილ 28 გველიდან 8 განსაკუთრებით დიდი ზომით გამოირჩეოდა: მათი წონა - 1100 კილოგრამს აღწევდა, სიგრძე კი 12-15 მეტრს. დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე დიდი გველი ბადისებრი პითონია, სიგრძით 9 მეტრამდე, მწვანე ანაკონდა კი 7,5 მეტრს აღწევს.[6].
იხილეთ აგრეთვე
- Leptotyphlops carlae ანუ ბარბადოსის ვიწროპირიანი გველი - მსოფლიოში ყველაზე პატარა გველი.
- ბადისებრი პითონი - სავარაუდოდ ყველაზე გრძელი გველი მსოფლიოში.
- მწვანე ანაკონდა - მსოფლიოს ყველაზე მასიური გველი.
პრეკამბრ. | კამბრ. | ორდოვიც. | სილ. | დევონ. | კარბონული | პერმ. | ტრიას. | იურული | ცარცული | პალეოგ. | ნეო. | IV |
◄ | 570 | 500 | 440 | 410 | 360 | 285 | 251 | 199,6 | 145,5 | 65,5 | 23,03 | 2 |
◄ მლნ. წლის წინ |
---|
|
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 2009-02-05
- ↑ 2.0 2.1 2.2 კუოკი, რობერტა. (4 თებერვალი 2009) მეცნიერებმა აღმოაჩინეს მსოფლიოს უდიდესი გველი. Nature. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი 2009.
- ↑ მაუჟ II, ტომას ჰ.. (4 თებერვალი 2009) 43 ფუტი სიგრძის სუპერგრძელი გველი ტიტანობოა კოლუმბიიდან. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი 2009.
- ↑ 2,500 პაუნდი და 43 ფუტი, პრეისტორიული გველის რეკორდული ზომები. Science Daily (4 თებერვალი, 2009). ციტირების თარიღი: 4 თებერვალი 2009.
- ↑ ჯოისი, კრისტოფერ. (5 თებერვალი 2009) ერთ დროს 1 ტონიანი გველი დასრიალებდა ტროპიკებში. NPR. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2009.
- ↑ CTV: უძველესი გარგანტუელი გველები საუზმეზე ნიანგებს მიირთმევდნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-06. ციტირების თარიღი: 2009-02-06.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted