ტყის კატა
იერსახე
ტყის კატა (ლათ. Felis silvestris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 58-75 სმ, მასა 6კგ, ზოგჯერ 10 კგ-მდე. სხეული მურა ნაცრისფერია, კუდის ბოლო — შავი, გვერდებსა და კუდზე განივი მუქი ზოლები გასდევს. ტყის კატა გავრცელებულია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, შუა და ცენტრალურ აზიასა და აფრიკაში. ბინადრობს მთისა და ვაკის ტყეებში, კარგად დაცოცავს ხეებზე. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ზოგჯერ თავს ესხმის ირმისა და შვლის ნუკრს. მაკეობა 63 დღეღამემდე გრძელდება. შობს 3-4 კნუტს. ტყის კატის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ტყის კატა (ლათ. Felis silvestris caucasicus).
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 91.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: