ქურციკი
ქურციკი | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||||
Gazella subgutturosa (Güldenstädt, 1780) | |||||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||||
შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს <templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებულიძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||||||||||||
ქურციკი, ჯეირანი (ლათ. Gazella subgutturosa) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 95-115 სმ, მასა 33 კგ აღწევს. ძირითადად ბალახეულით იკვებება.
გავრცელება
ქურციკი გვხვდება ირანში, სომხეთში, ავღანეთში, პაკისტანში, მონღოლეთში, ჩინეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში. საქართველოში იშვიათად შემოდის აზერბაიჯანიდან და ერთეულების სახით გვხვდება შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში. XIX საუკუნის II ნახევარში ქურციკი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში: სამგორის, გარდაბნის, შირაქისა და ელდარის ველებსა და ნახევრად უდაბნოს ზონაში. განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა ქურციკის გავრცელების ადგილები XX საუკუნის 20-40-იან წლებში, ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით ფართოდ ათვისების გამო.
ადგილსამყოფელი
გავრცელებულია მცირე აზიის, ამიერკავკასიის, შუა აზიის, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში. საქართველოში ქურციკის ადგილისამყოფელს წარმოადგენს ღია ველები უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოს ავშნიანი მლაშე ნიადაგებით.
გამრავლება
დედალი ქურციკი გამრავლებაში მონაწილეობს 18-19 თვის ასაკიდან, მამალი — 2.5 წლიდან. ქერშილობა ნოემბრის მეორე ნახევრიდან ეწყებათ და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება. მაკეობა 5-5,5 თვეს გრძელდება. აპრილ-მაისში შობს 1-2, იშვიათად 3 თიკანს. პოლიგამური ცხოველია.
კონკურენტები და მტრები
ქურციკის რაოდენობის შემცირებას განაპირობებს ის, რომ მის ადგილსამყოფელზე ცხვრის ფარები ძოვენ. ბუნებრივი მტრებია: მგელი, ტურა და მელა. გარკვეულ ზიანს აყენებს მეცხვარე და მაწანწალა ძაღლები, მოზარდი ქურციკისათვის ზიანი არწივებსაც მოაქვთ.
დასაცავად მიღებული ზომები
XX საუკუნის ბოლოს საქართველოში ქურციკი გადაშენდა. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[1] ქურციკზე ნადირობა აკრძალულია.
2013 წლიდან, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოში მიმდინარეობს ქურციკის აღდგენის პროექტი. 2019 წლის მონაცემებით, ქურციკის 70-ზე მეტი ინდივიდი იყო შემოყვანილი აზერბაიჯანიდან და გაშვებული საქართველოში, ამ ცხოველის ისტორიული გავრცელების არეალში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე.[2] სამინისტროს მიერ 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ქურციკების რაოდენობა 150-მდე აღწევს.[3]
ლიტერატურა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- გიორგაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 577.
- ჯანაშვილი ა., საქართველოს ცხოვეთა სამყარო, ტ. III: ხერხემლიანები, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1963.
- თარგი:რუსული წიგნი
- როდონაია თ., საქართველოს სანადირე-სარეწაო ძუძუმწოვართა ჰელმინთები, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1972.
სქოლიო
- ↑ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2020.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted