შინაარსზე გადასვლა

შეკვეთილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
შეკვეთილი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გასართობი პარკი შეკვეთილში
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] გურიის მხარე
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნატანები
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მმართველი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე 2
კლიმატის ტიპი სუბტროპიკული
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა 175[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 88,0 %
რუსები 9,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

შეკვეთილისოფელი და ზღვისპირა კურორტი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემში (სოფლები: ქვემო ნატანები, ზემო ნატანები, შეკვეთილი).

გეოგრაფია

შეკვეთილი მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, ზღვის დონიდან 2 მ.-ზე. ოზურგეთიდან 21 კმ. ქვემო ნატანებიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ., შეკვეთილს აღმოსავლეთიდან საზღვრავს საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2, სამხრეთიდან — მდინარე ჩოლოქი, ხოლო ჩრდილოეთით ურეკიდან გამოჰყოფს მდინარე სეფა. ზამთარი რბილია და უთოვლო, ზაფხული თბილი და ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,6 °C, ნალექების წლიური რაოდენობა 2096 მმ., ჰაერის საშუალო ტენიანობა 78 %, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 20 000 საათი.

ისტორია

შეკვეთილი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო XVIII საუკუნის განმავლობაში. 1723 წლიდან შევკეთილის ციხეში ოსმალეთის იმპერიის გარნიზონი იდგა. შეკვეთილი დატანილია იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკაზე. 1788-92 წლებში სიმონ III გურიელმა „ერმენის მებაჟეობის უფლება“, რომელშიც შეკვეთილიც შედიოდა, ნაკაშიძეებს გადასცა.

ფაილი:წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე.jpg
წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე

1812 წლიდან, ბუქარესტის ზავის მიხედვით, შეკვეთილი ფაქტობრივად რუსეთის იმპერიის გამგებლობაში მოექცა.[2] შეკვეთილის შემდეგ იწყებოდა ოსმალეთის იმპერიის საზღვარი. 1813 წელს საქართველოს მთავარმმართებელ ნიკოლაი რტიშჩევის რჩევით მამია V გურიელმა ააგო წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე, რომლის მშენებლობა 1815 წელს დასრულდა. ციხე მდებარეობდა მდინარეების, ნატანებისა და ჩოლოქის ზღვაში შესართავთან. ამ დროს ციხე მეთევზეობის და სიმინდით ვაჭრობის ერთ-ერთ კერას წარმოადგენდა, ასევე შეკვეთილიდან ხდებოდა გურიაში მოჭრილი ხე-ტყის გატანა. 1820 წელს რუსეთის ჯარმა დატოვა შეკვეთილისა და ანაკლიის ციხეები. 1828 წლის 15 ოქტომბერს შეკვეთილთან გაიმართა ბრძოლა, რომელიც იყო რუსეთ-ოსმალეთის ომის ნაწილი. გენერალმა კარლ ჰესემ, რომელიც გურიიდან გაქცეულ სოფიო გურიელს მისდევდა, დაამარცხა ოსმალები, მაგრამ გამარჯვების მიუხედავად, ვერ გაბედა ჩოლოქის გადაკვეთა და კამპანია აღარ განაგრძო. აგვისტოში გიგო ბოლქვაძემ გამოიჩინა გმირობა ოსმალო მზვერავების წინააღმდეგ და დაიმსახურა პორუჩიკის წოდება. მოგვიანებით კი ჰესსეს და მაიორ პატკოვსკის დაქვემდებარებაში არსებულმა გურულების 1500 კაციანმა რაზმმა გამოიჩინა თავი და დაამარცხა ტრაპიზონის შენასკინ კაია ოღლის ლაშქარი. 1833 წელს დიუბუა დე მონპერეს ცნობით შეკვეთილში იდგა 5-6 ზარბაზანი და იყო ხის ერთი კოშკი. მისივე ცნობით შეკვეთილში შედიოდნენ ოსმალური გემები ბათუმიდან და ტრაპიზონიდან ბზის ხეების წასაღებად. შეკვეთილი მნიშვნელოვანი ბრძოლების ადგილს წარმოადგენდა 1841 წელს გურიის აჯანყების დროს. აჯანყებულებმა 10 აგვისტოს აიღეს ციხე და 13 სექტემბრამდე, აჯანყების დასრულებამდე ეკავათ ის.

1853 წლის დასაწყისში გახშირდა ყაჩაღების თავდასხმები შეკვეთილზე, ამიტომ მთავრობამ გაამაგრებინა ციხესიმაგრე და მის დასაცავად გამოყო შავი ზღვის მე-12 სახაზო ბატალიონის ორი შენაერთი 255 ადამიანის შემადგენლობით და 2 ზარბაზნით. ყირიმის ომის დროს 1853 წლის 15 ოქტომბერს წმინდა ნიკოლოზის სიმაგრეს თავს დაესხა თურქთა რეგულარული ჯარი და სახალხო ლაშქარი ჰასან-ბეგ თავდგირიძის მეთაურობით, სულ 5 ათასი კაცი. მათ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსი ეგერები და გურულთა სახალხო ლაშქარი, სულ 500 კაცი, აქედან 345 გურული. გურულებს მამა-შვილი გიორგი და ესე გურიელები მეთაურობდნენ. 7 საათი მიდიოდა ბრძოლა, სასიკვდილოდ დაჭრილმა გიორგი გურიელმა სარდლობა 16 წლის შვილ ესეს გადაულოცა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს და გმირულად დაიღუპნენ გიგინეიშვილი და წითლიძე, ზაქარია ანდრონიკაშვილი. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს ლევან, დავით, დიმიტრი, მალაქია გურიელებმა. შეკვეთილის ციხეში რუსეთის ჯარი ჩადგა.

1877 წელს ამერიკიდან ჩამოსული იყო იერემია კურტინი, მისი სიტყვებით: „... ნიკოლაევსკამდე, ანუ ნიკოლაევსკის სიმაგრემდე, როგორც აქაური გაზეთები უწოდებენ, არ ვიცი კი რა საბუთითა, იმიტომ რომ ნიკოლაევსკში არავითარი სიმაგრე არ არის, იგი ერთი რაღაც პატარა უბედური სოფელია და სხვა არაფერი“[3].

1860-1870 წლიებში შეკვეთილში მოქმედებდა საბაჟო პუნქტი, სიმაგრეს ჰყავდა ცალკე ბოქაული. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით დაკნინდა 1878 წლის შემდეგ, რუსეთის იმპერიის მიერ ბათუმის მიერთების გამო. 1890-იან წლებში შეკვეთილს იყენებდნენ სარეკრეაციო და სამკურნალო დანიშნულებით ზღვაზე საბანაოდ.[4] 1918 წლიდან სოფელში დასახლდნენ ძველმართლმადიდებლები.[5] შეკვეთილის ციხე დაანგრიეს 1920-იან წლებში და მისი ქვებით ააშენეს ფაბრიკა ქვემო ნატანებში.

კურორტი

შეკვეთილი ერთ-ერთია გურიის საზღვაო კურორტებიდან. 1949 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქობულეთიდან ფოთამდე გურიის საზღვაო ზოლში საკურორტო ზოლის მოწყობის შესახებ, 50 კმ სიგრძის მანძილზე გაშენდა ბიჭვინთის ფიჭვის კორომი. მოქმედებს რამდენიმე სასტუმრო, გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი "Black Sea Arena", „მუსიკოსთა პარკი“ და „მინიატურების პარკი“.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა. მკურნალობის სახეობებია ჰაერის, მზისა და ქვიშის აბაზანები. სამკურნალო თვისებები: გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები, მეორადი ანემია, რაქიტი, პერიფერიული ნერვული სისტემისა და სახსრების დაავადებები.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 66
2014 ესკიზის შექმნის შეცდომა: 175 95 80

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ გვ. 478, 678, 876 — „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1973 წ.
  3. გაზ. „ივერია“, №14, 2 ივნისი, 1877
  4. გაზეთი „ივერია“ N219 1894 წ.
  5. „რელიგიები საქართველოში“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 175-177, ISBN 978-9941-0-0902-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted