შინაარსზე გადასვლა

შოთა გოგოხია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი შოთა დორიმენდონის ძე გოგოხია (დ. 26 სექტემბერი, 1920, სოფ. ფახულანი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ოქტომბერი, 2009, თბილისი) — ქართველი გერონტოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი, საზოგადო მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი.

ბიოგრაფია

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1950–1973 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის მინისტრი. 1973–1974 წლებში აფხაზეთის ჯანმრთელობის სამინისტროს უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა და მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა. ლოს-ანჟელესის (აშშ) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ნატურალური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი. 2004 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი (დევნილობაში).[1]

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ბიბლიოგრაფია

  • როგორ ავიცდინოთ თავიდან ნაადრევი სიბერე, თბ., 2003;
  • როგორია დღეგრძელთა ცხოვრების წესი, თბ., 2005;
  • Курорты Абхазии, Сух., 1961;
  • Здравоოхранение в Абхазии, Сух., 1966.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted