ჩოჩხათი
სოფელი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩოჩხათი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] | გურიის მხარე | ||||
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | ||||
თემი | ჩოჩხათი | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ადრეული სახელები | ჩირგვეთი, წითელუბანი | ||||
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ცენტრის სიმაღლე | 130 მ | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 580[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჩოჩხათი (ყოფილი ჩირგვეთი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ჩოჩხათი, გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ხორეთი, ჯიხანჯირი). მდებარეობს გურიის ქედის მთისწინეთში, მდინარე შუთის ხეობაში, ზღვის დონიდან 130 მ., ლანჩხუთიდან 27 კმ, სუფსიდან 7 კმ. სუფსა-გულიანის საავტომობილო გზაზე. სოფელში არის ბიბლიოთეკა[2]
ისტორია
ჩოჩხათი წარმოადგენდა სამოურავოს გურიის სამთავროში. ჩოჩხათის მოურავები იყვნენ ნაკაშიძეები. 1772 წელს იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი.[3] ჩოჩხათი იყო გიორგი V გურიელის ძის, დავითის საბატონიშვილო, მაგრამ დავითმა ეს მხარე დაკარგა 1820 წელს იმერეთის აჯანყებაში მონაწილეობის გამო. ჩოჩხათის მოურავად კი მაიორი გიორგი ნაკაშიძე დაინიშნა, თუმცა ეს სამოურავო მალევე გაუქმდა.[4] რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ჩოჩხათის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა სოფლებს ჩოჩხათს, არჩეულს, ღრმაღელეს, გრიგოლეთს, მალთაყვას, სადგურ სუფსას.
1921 წელს ჩოჩხათი შედიოდა სუფსის რაიონში. საბჭოთა პერიოდში, 1951 წლამდე, ეწოდებოდა წითელუბანი. განვითარებული იყო მეჩაიეობა და მესიმინდეობა. მოქმედებდა საავადმყოფო.
ეტიმოლოგია
მეგრულად „ჩოჩხ“ ნიშნაცს ცაცხვს, შესაბამისად ჩოჩხათი აღნიშნავდა ცაცხვებით გაშენებულ ადგილს. მიუხედავად ამისა, სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ხალხური ლეგენდა. თქმულების თანახმად, სოფელში ყველაზე მაღალ მთაზე იყო ეკლესია, რომელშიც ესვენა ძვირფასი ქვებით და ოქროთი შემკული ღვთისმშობლის ხატი. ეკლესია ოსმალებს დაუნგრევიათ. მოსახლეობამ ხატი სხვა ეკლესიაში დამალა. შემდგომი ლაშქრობის დროს ეს ეკლესიაც დაუნგრევია მტერს. ხატი ამჯერადაც გადამალეს და XIX საუკუნის შუა წლებამდე იყო თურმე ღვედის ეკლესიაში. ღვედის ეკლესია სიძველის გამო დაინგრა, ხატი კი დაიკარგა. ხატსა და სოფელს მჩოჩავი ხატი უწოდეს. სოფლის სახელწოდებამ ცვლილება განიცადა: მჩოჩავი ხატი - ჩოჩხატი - ჩოჩხათი.
ღირსშესანიშნაობები
ჩოჩხათში სამი ციხის ნაშთია: ნასტეფნარი, გორგაშაული და კიბულაი.
ნასტეფნარი მაღალი გორაკია, რომელიც სოფელს აღმოსავლეთის მხრიდან გადასცქერის. მისი მწვერვალიდან კარგად მოჩანს კოლხეთის დაბლობი. ნასტეფნარის გორაკზე აღმოჩენილია ვერცხლის მონეტების განძი. ის შედგება 334 თურქული ვერცხლის მონეტისაგან - ახჩისგან, რომლებიც XVI საუკუნეს განეკუთვნება. განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.
ნასტეფნარის აღმოსავლეთით მდებარეობს გორგოშაულის ციხის ნაშთები. კიბულაის ციხის ნაშთები უფრო დიდია და შთამბეჭდავი. იგი შორიდანაც კარგად მოჩანს. ცენტრალურ ნაწილში სიმაგრის წყლის რეზერვუარია შემორჩენილი. არქეოლოგიური დაზვერვებისას სამივე გორაკზე აღმოჩნდა ჩამოქცეული კედლის და დუღაბის გროვები, წითელკეციანი დიდი და მცირე კერამიკული ჭურჭლის სხვადასხვა სახით შემკული ფრაგმენტები.
ჩოჩხათში არის ხელოვნური გამოქვაბული. იგი გარედან ძნელად შესამჩნევია მცენარეთა საფარის გამო. სიღრმეში იდგა მრგვალი ტრაპეზი, რაც ბერებისთვის საკურთხეველს წარმოადგენდა. იქ აღმოჩენილი ქვითკირის ნამტვრევები ადასტურებენ, რომ გამოქვაბული ორი ნაწილისგან – სამლოცველოსა და მლოცველთა მოსაცდელისგან შედგებოდა. ლეგენდის თანახმად გამოქვაბულს ჰქონია ხის მოჩუქურთმებული შესასვლელი კარი, რომელიც ვიღაცას ჩამოუხსნია და სახლში წაუღია. ამის შემდეგ ქურდს თურმე სიზმრები არ ასვენებდა, ამიტომ კარი უკან დაუბრუნებია.[5]
საჯარო სკოლა
ჩოჩხათში დაწყებითი სკოლა გაიხსნა 1879 წელს. სკოლაში 1879—1885 წლებში ასწავლიდა ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი. 1925 წელს ჩოჩხათის სკოლა გადაკეთდა 7-კლასიან სკოლად. 1938 წლიდან ის საშუალო სკოლა გახდა.
მოსახლეობა
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1883[6] | 2405 | ||
1893[7] | 3509 | ||
1902[8] | 3863 | 1992 | 1871 |
1908[9] | 890 | ||
2002 | 709 | ||
2014 | 580 |
ცნობილი ადამიანები
სოფელში დაიბადნენ:
- გიორგი გურიელი — რუსეთის არმიის გენერალი
- ვასიფ მეჰმედ-ფაშა — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე
- გიორგი მურვანიძე — საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, ოზურგეთის ქალაქის თავი
- სოლომონ თავაძე — მწერალი
- ვახტანგ ბლაგიძე — ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 150.
სქოლიო
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ბიბლიოთეკის დღე ჩოჩხათში, გაზეთი „ლანჩხუთი +", 5.2.2012, N46, გვ.
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1962. — გვ. 311-317.
- ↑ სოსელია ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 170.
- ↑ გრძელიძე გ. „საველე ეთნოგრაფიული დღიური“ — თბილისი, 2012
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|