ცხვირფართო მაიმუნები
იერსახე
ცხვირფართო მაიმუნები, ახალი სამყაროს მაიმუნები, ან ამერიკული მაიმუნები (ლათ. Platyrrhini) — ძუძუმწოვრების ქვერიგი პრიმატების რიგისა. უმრავლესობას ნესტოთაშორისი ძგიდე განიერი აქვს. მათი სხეულის სიგრძეა 13-75 სმ, კუდის სიგრძე 19-70 სმ-ს აღწევს. ლოყისუკანა პარკები და საჯდომი კორძები არა აქვთ. ცხვირფართო მაიმუნების ბეწვი რბილი და ხშირია. ცნობილია ხუთი ოჯახი: მოთამაშე მაიმუნისებრნი, ღამის მაიმუნები, ობობასებრი მაიმუნები, საკისებრნი და კაპუცინისებრნი (70-მდე სახეობა). გავრცელებულნი არიან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ ტყეებში. მეხეური ცხოველები არიან.
ოჯახები
- ბრჭყალებიანი მაიმუნები (Callitrichidae)
- კაპუცინისებრნი (Cebidae)
- ღამის მაიმუნები (Aotidae)
- საკისებრნი (Pitheciidae)
- ობობასებრი მაიმუნები (Atelidae)
ლიტერატურა
- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 252.