ჭანისწყალი
ჭანისწყალი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჭანისწყალი | |
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მარჯვენა შენაკადები | ინწრა |
მარცხენა შენაკადები | აბანოსღელე |
სათავე |
ეგრისის ქედი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სათავის სიმაღლე | 1960 მ |
შესართავი |
ხობისწყალი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სიგრძე | 63 კმ |
აუზის ფართობი | 315 კმ² |
მდინარის სისტემა | ხობისწყალი → შავი ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 14,5 მ³/წმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
[[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|ჭანისწყალი]] ვიკისაწყობში |
ჭანისწყალი (მეგრ. წენწყარი) — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ხობისწყალის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1960 მ სიმაღლეზე.[1] ჭანისწყლის სათავეს წარმოადგენს მდინარე წენწყარი.[2] სიგრძე 63 კმ, აუზის ფართობი 315 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში.
მარჯვენა შენაკადებიდან აღსანიშნავია მდინარე ინწრა, ხოლო მარცხენა შენაკადებიდან — მდინარე აბანოსღელე. ამ უკანასკნელის ხეობაში მდებარეობს სულფატურ-ქლორიდული ნატრიუმ-კალციუმიანი სამკურნალო მინერალური წყალი სქური.[3] ჭანისწყალის ნაპირებზე გაშენებულია მრავალი დასახლებული პუნქტი, მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი წალენჯიხა. ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სკურის ციხე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 14,5 მ³/წმ.[1]
გალერეა
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 აფხაზავა, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 382.
- ↑ წენწყარი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ უშვერიძე, გ., ჩიჩუა ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 624.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|