შინაარსზე გადასვლა

ჯაგრცხილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაგრცხილა
ჯაგრცხილა
ჯაგრცხილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  რცხილა
სახეობა:  ჯაგრცხილა
ლათინური სახელი
Carpinus orientalis Mill., 1768
სინონიმები
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???
გავრცელება

ჯაგრცხილა (ლათ. Carpinus orientalis) — ფოთოლმცვენი ბუჩქი ან ხე არყისებრთა ოჯახისა. სიმაღლე იშვიათად 10 მეტრს აღწევს. ღეროები გლუვი რუხი ქერქით აქვს დაფარული, ხშირად დაბრეცილია.[1] ნორჩი ტოტები შებუსულია. ფოთოლი მოკლეყუნწიანი. ფირფიტა პატარა ზომის, მოგრძოკვერცხისებური, კიდეებზე ორმაგხერხკბილა. მდედრობითი ყვავილების საბურველი მთლიანია, ფოთლისებური, არათანაბარგვერდიანი, კვერცხის ფორმის, ბლაგვი. კაკალი წაწვეტებულია, კვერცხის ფორმის. ყვავის აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს ივნის-ივლისში.[2]

გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში ჯაგრცხილა იზრდება ყველა რაიონში, დაბლობიდან მოკიდებული ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე, შერეული ან ქვეტყის სახით. მატწილად მუხნარსა და მუხნარ-რცხილნარში.[1]

ქმნის დამოუკიდებელ ფიტოცენოზსაც (ჯაგრცხილნარი). ჯაგრცხილა სითბოს მოყვარული და გვალვაგამძლეა, ცოცხლობს 150 (იშვიათად 200) წლამდე. მრავლდება თესლით და ამონაყრით, გაჩეხვისას იძლევა ხშირ ძირკვის ამონაყარს. ჯაგრცხილას იყენებენ მშრალი ფერდობების გასამწვანებლად.[1]

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 ქვაჩაკიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 524.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 86.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted