ჰამადა-ელ-ჰამრა
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e7/Erosionsfl%C3%A4che_in_der_Hammadah_al_Hamra.jpg/270px-Erosionsfl%C3%A4che_in_der_Hammadah_al_Hamra.jpg)
ჰამადა-ელ-ჰამრა (არაბ. الحمادة الحمراء) — უდაბნო ჩრდილოეთ-დასავლეთ ლიბიაში, ტრიპოლიტანიაში. მდებარეობს საჰარის ჩრდილოეთ ნაწილში. წარმოადგენს ამაღლებულ ქვიან უდაბნო პლატოს. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 700 კილომეტრზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 200 კილომეტრზე. სიმაღლე 450-500 მ. აგებულია კირქვებით. ციცაბოდ ეშვება ჩრდილოეთისაკენ და სამხრეთისაკენ. ბრტყელი მდინარეთაშორისი დანაწევრებულია ხეობებითა და მშრალი ხეობებით — უადებით. გაბატონებულია მცენარეულობას მოკლებული უდაბნო ლანდშაფტი. მშრალი ხეობების გასწვრივ აქა-იქ გვხვდება მარცვლოვანნი, მათ შორის ბუჩქნარები და აკაცია. ნაპოვნია მრავალი მეტეორიტის ნაგლეჯი. არის ნავთობის საბადო.