შინაარსზე გადასვლა

ჰეინიკენის თასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროპის ჩემპიონთა თასი
ფაილი:Rugby current event.svg მიმდინარე ტურნირი: 2018-2019
სპორტის სახეობა რაგბი
პირველად ჩატარდა 1995
მონაწილეთა რაოდენობა 20
მონაწილე ქვეყნები ესკიზის შექმნის შეცდომა: ირლანდია
ესკიზის შექმნის შეცდომა:  იტალია
ესკიზის შექმნის შეცდომა:  შოტლანდია
დროშა: უელსი უელსი )
დროშა: ინგლისი ინგლისი
ესკიზის შექმნის შეცდომა:  საფრანგეთი

ჰეინიკენის თასი (ევროპის რაგბის ჩემპიოთა თასი) — რაგბის ერთ-ერთი საერთაშორისო საკლუბო ტურნირი, რომელსაც ატარებს ევროპის რაგბის კავშირი და მასში მონაწილეობენ გუნდები ექვსი ერის ქვეყნებიდან: ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია და საფრანგეთი. რუმინეთს მხოლოდ პირველ ჩემპიონატში ჰყავდა წარმომადგენელი. გუნდებს, რომლებიც ვერ მოხვდებიან ჰეინიკენის თასზე, შესაძლებლობა აქვთ ითამაშონ შედარებით დაბალი დონის ჩელენჯის თასზე. ჰეინეკენის თასი არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული ტურნირი, რომელსაც 1995 წლიდან აფინანსებს ჰოლანდიური ლუდსახარში კომპანია ჰეინეკენი. თასზე მონაწილეობს 24 გუნდი, რომელიც 6 ჯგუფშია გადანაწილებული. ტურნირი მიმდინარეობს ოქტომბრიდანმაისამდე.

ყველაზე მეტჯერ, თასის მფლობელები გახდნენ ფრანგული ტულუზა და ირლანდიური ლენსტერი, რომლებმაც ამ პრესტიჟული გათამაშების მოგება 4-ჯერ მოახერხეს.

2010-11 წლების სეზონში, ტურნირში გაიმარჯვა ლენსტერმა, რომელმაც ფინალში დაამარცხა ნორთჰემპტონსაინთსი, ანგარიშით 33:22. პირველი ტაიმი დამთავრდა 6-22, ხოლო 27 წუთში ლენსტერმა შეძლო 27 ქულის მოგროვება და თამაშის მოგება. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჯონათან სექსტონი რომელმაც 28 ქულა მოუტანა თავის გუნდს, მათშორის 2 ლელო.

მოქმედი მფლობელი არის ლონდონის სარასენსი რომელმაც 2019 წლინს ფინალში ლენსტერი დაამარცხა. ამ გამარჯვებით ლონდონელები მესამედ დაეუფლნენ ევროპის ჩემპიონთა თასს.

ისტორია

ჰეინიკენის თასი

1995–1999

ჰეინიკენის თასი დაფუძნდა 1995 წელს. პირველ სეზონში ასპარეზონდა 12 გუნდი რომელიც წარმოადგენდა 5 ქვეყანას: ირლანდია, საფრანგეთი, უელსი, იტალია და რუმინეთი. ეს გუნდები გადანაწილდნენ 4 პულში. ფორმატის თანახმად პულის აგმარჯვებულები პირადპირ გადიოდნენ 1/2-ფინალში. ინგლისურმა და შოტლანდიურმა კლუბებმა არ მიიღეს მონაწილეობა საინაუგურაციო სეზონში[1].

პირველი ისტორიული მატჩი გაიმართა რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში, 1995 წლის 31 ოქტომბერს, ადგილობრივმა ფარულ კონსტანტმა უმასპინძლა ფრანგულ ტულუზს. ამ მატჩს მხოლოდ 3 ათასი ადამიანი დაესწრო და დასრულდა ფრანგების დამაჯერებელი გამარჯვებით 10-54. ფრანგულმა ტულუზმა იტალიურ ტრევიზოსაც მოუგო 18-9, ნახევარფინალში და ფინალში კი უელსური გუნდები, სვენსა და კარდიფი დაამარცხა და გახდა პირველი გუნდი ვინც ჰეინიკენის თასს დაეუფლა.[2]

ინგლისური და შოტლანდიური კლუბები მომდევნო სეზონშივე ჩაერთვნენ გათამაშებაში. ამავე წელს შეიქმნა რანგით მეორე, ევროპის ჩელენჯ თასი, სადაც ისეთი გუნდები ხვდებოდნენ ვინც ჰეინიკენის თასზე მოხვედრას ვერ ახერხებდნენ. თავად ჰეინიკენის თასი კი 20 გუნდამდე გაიზარდა. მხოლდო ორმა გუნდმა, ლესტერმა და ბრივმა შეძლო პულების უდანაკარგოდ გავლა, საბოლოოდ კი მათ ნახევარფინალში წინა წლის ფინალისტები ტულუზი და კარდიფი ერგოთ. მათ ამ ეტაპზეც შეძლეს გამარჯვება და 1997 წლის 25 იანვარს კარდიფში, ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. 41 664 მაყურებელის წინაში ბრივმმა გაიმარჯცა ანგარიშთ 28-9. ამ მატჩს დაახლოებით 35 მილიონმა ადამიანმა უყურა 86 სხვადასხვა ქვეყანაში[3].

1997-98 წწ. სეზონზე შეიმოღეს ორ მატჩიანი - "სახლში და გასვლაზე" სისტემა პულურ ეტაპზე. ამ სეზონზე ბრივი კვლავ გავიდა ფინალში, მაგრამ ინგლისურ ბასთან წააგო. ამ სეზონის შედეგ ინგლისურმა კლუბება კვლავ დატოვეს ჩემპიონატი, რადგან არ ეთანხმებოდნენ ტურნირის ფორმატს[4].

1999–2004

1999-00 სეზონზე ინგლისური გუნდები დაბრუნდნენ ჰეინიკენის თასსზე. ამ სეზონზე მოხდა პირვლეად რომ ნახევარფინალში გავიდა 4 ქვეყნის კლუბი: ტულუზა (საფრანგეთი), ნორთჰემფთონი (ინგლისი), მანსტერი (ირლანდია) და ჰლანეჰლი (უელსი)[5].

2001-02 წწ. სეზონზე ინგლისური ლესტერ თაიგერსი გახდა პირველი გუნდი, რომლმაც შეძლო ჰეინიკენის თასის მეორე აღმართვა[6].

2002 წლიდან ჩელენჯ თასის მომგები გუნდი ავტომატურად ხვდებოდა ჰეინიკენის თასზე. 2003 წელს ტულუზი გახდა მეორე გუნდი, თაიგერსის შემდეგ რომელიც გახდა თასის ორგზის მფლობელი.

2003-04 წწ. უელსში, ირლანდიის მსგავსად იქმნება რეგიონალური კლუბები, რომელთაც განაგრძეს კელტთა ლიგაში ასპარეზობა. მიუხედავად ამისა ვერცერთი უელსური გუნდი ვერ მოხვდა მეოთხედფინალში. ჰეინიკენის თასის გამარჯვებული კი გახდა ლონდონის ვასპსი (პირველად) რომელმაც ფინალში ფრანგული ტულუზი დაამარცხა.

ფაილი:Wasps HEC Final 2007.JPG
ლონდონის ვასპსი 2007 წ. მოიგო ჰეინიკენის თასი

2005-2014

ჩემპიონთა თასი 2014-2018

ჰეინიკენის ჩემპიონთა თასი 2018-2020

გამარჯვებულები

კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვების წელი ფინალისტობის წელი
ესკიზის შექმნის შეცდომა: ტულუზა 5 2 1995–96, 2002–03, 2004–05, 2009–10, 2020-2021 2003–04, 2007–08
ირლანდიის დროშა ლენსტერი 4 2 2008–09, 2010–11, 2011–12, 2017–18 2018-2019, 2021-2022
ინგლისის დროშა სარკინოზები 3 1 2015–16, 2016–17, 2018-2019 2013–14
ესკიზის შექმნის შეცდომა: ტულონი 3 0 2012–13, 2013–14, 2014–15
ინგლისის დროშა ლესტერ ტაიგერსი 2 3 2000–01, 2001–02 1996–97, 2006–07, 2008–09
ესკიზის შექმნის შეცდომა: მანსტერი 2 2 2005–06, 2007–08 1999–00, 2001–02
ინგლისის დროშა უოსპსი 2 0 2003–04, 2006–07
ესკიზის შექმნის შეცდომა: ბრივ კორეზი 1 1 1996–97 1997–98
ინგლისის დროშა ნორთჰემპტონ სეინტსი 1 1 1999–00 2010–11
ირლანდიის დროშა ოლსტერი 1 1 1998–99 2011–12
ესკიზის შექმნის შეცდომა: ლა როშალი 1 1 2021-2022 2020-2021
ინგლისის დროშა ბათი 1 0 1997–98
ესკიზის შექმნის შეცდომა: კლერმონ ოვერნი 0 3 2012–13, 2014–15, 2016–17
ესკიზის შექმნის შეცდომა: ბიარიც ოლიმპიკი 0 2 2005–06, 2009–10
ესკიზის შექმნის შეცდომა: სტად ფრანსე 0 2 2000–01, 2004–05
ესკიზის შექმნის შეცდომა: რასინგ 92 0 2 2015–16, 2017–18
უელსის დროშა კარდიფი 0 1 1995–96
საფრანგეთის დროშა კოლომიე 0 1 1998–99
საფრანგეთის დროშა პერპინიანი 0 1 2002–03

ევროპის წლის საუკეთესო მორაგბე

ევროპის წლის საუკეთესო მორაგბის წოდება გადაეცემა ჩემპიონთა თასზი გამორჩეულ მოთამაშეს. ეს ჯილდო გაიცემა 2010 წლიდან. პირველად ჯილდო გადაეცა რონან ოგარას, განვლილი 15 წლის ჯამური შედეგისათვის, ხოლო მომდევნო წლებში მხოლოდ მიმდინარე სეზონის შედეგებს ითვალისწინებდნენ[7].

(გამუქებულია მოქმედი მორაგბეები)

რესურსები ინტერნეტში

  • ERC Rugby ჰეინეკენის თასისა და ევროპის ჩელენჯის თასის ოფიციალური საიტი
  • Heineken Cup 2010 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჰეინეკენის თასი 2010-ის საიტი
  • International Rugby Board რაგბის საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური საიტი

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted