(Reach Up for The) Sunrise — ინგლისური როკ-ჯგუფ Duran Duran-ის პირველი სინგლი ალბომიდან Astronaut. გამოვიდა 2004 წლის 27 სექტემბერს. სინგლში, გარდა სიმღერის ძირითადი ვერსიისა, შეტანილია b-გვერდი „Know It All“.
სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეო რამდენიმე ვერსიის სახით გამოვიდა. ყოველ მათგანში ძირითადი პერსონაჟი ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.