„Notorious“ — ინგლისური როკ-ჯგუფ Duran Duran-ის სიმღერა, რომელიც შეტანილია 1986 წელს გამოსულ ამავე სახელწოდების ალბომში. იგი სინგლის სახით 1986 წლის 20 ოქტომბერს გამოვიდა. ბრიტანეთში სიმღერა ჩარტის #7 პოზიციამდე მივიდა, ხოლო აშშ-ის Billboard Hot 100-ში #2 იყო.