5 ნოემბერი
იერსახე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
5 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 309-ე დღე (ნაკიან წლებში – 310-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 56 დღე.
დღის მოვლენები
- ძვ. წ. 333 : ალექსანდრე მაკედონელის ბრძოლა დარიოს III-ის წინააღმდეგ ისოსთან.
- 1757 : შვიდწლიანი ომი - ფრიდრიხ დიდი ამარცხებს საფრანგეთისა და საღვთო რომის იმპერიის გაერთიანებულ არმიას როსბახის ბრძოლაში.
- 1813 : რუსეთი და სპარსეთი ხელს აწერენ გულისტანის საზავო ხელშეკრულებას, რითაც სრულდება რუსეთ-სპარსეთის 1804-13 წლების ომი.
- 1838 : ცენტრალური ამერიკის შეერთებული შტატები დაიშალა ფედერაციიდან ნიკარაგუას გამოსვლის გამო.
- 1854 : ინკერმანის ბრძოლა ყირიმის ომში.
- 1895 : ჯორჯ სელდანზე გაიცა პირველი აშშ-ის პატენტი ავტომობილზე.
- 1911 : 29 სექტემბერს ოსმალეთზე ომის გამოცხადების შემდეგ იტალია იპყრობს ტრიპოლისა და კირენეიკას.
- 1913 : დიდი ბრიტანეთი კვიპროსის ანექსიას ახდენს და საფრანგეთთან ერთად ოსმალეთს ომს უცხადებს.
- 1916 : პოლონეთის სამეფო გამოცხადდა გერმანიის და ავსტრო-უნგრეთის იმპერატორების მიერ მოწერილი 5 ნოემბრის აქტით.
- 1935 : ძმები პარკერები უშვებენ სამაგიდო თამაშს მონოპოლია.
- 1945 : კოლუმბია გაეროს წევრი ხდება.
- 1979 : აიათოლა ხომეინიმ აშშ დიდ სატანად შერაცხა.
- 1994 : 45 წლის ჯორჯ ფორმანი ხდება ყველაზე ასაკოვანი მძიმე წონის კრივის ჩემპიონი მაიკლ მურზე ნოკაუტით გამარჯვებით.
- 1996 : აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ბილ კლინტონი ამარცხებს რესპუბლიკელ ბობ დოულს და მეორე ვადით რჩება პოსტზე.
- 1996 : რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს გულის ოპერაციას უკეთებენ, მის მოვალეობას ვიქტორ ჩერნომირდინი ასრულებს.
- 2004 : რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიოტოს პროტოკოლს აწერს ხელს, რითაც სრულდება საკმარისი პირობები მსოფლიო ნახშირბადის ორჟანგის გამონაბოლქვის ქვოტების ასამოქმედებლად.
- 2006 : ამერიკელი მწერალი ჯონათან ლიტელი საფრანგეთის ლიტერატურული ჯილდოს - გონკურის პრემიის ლაურეატი გახდა.
- 2006 : ერაყში სადამ ჰუსეინს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.
- 2008 : ბარაკ ობამა დემოკრატიული პარტიიდან პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა ამერიკის ისტორიაში.
- 2009 : ფინეთი და შვედეთი ამტკიცებენ წინააღმდეგობრივი ნორდ სტრიმის მშენებლობას, რომელმაც ბუნებრივი აირის სადენი უნდა გაიყვანოს ვიბორგიდან, რუსეთი, გრეიფსვალდში, გერმანია, მათი ეკონომიკური ზონების გავლით.
- 2010 : ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან მერაპის ამოფრქვევის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა.
- 2023 : საქართველოს ტერიტორიიდან ჩრდილოეთის ციალი გამოჩნდა. [1]
ამ დღეს დაბადებულნი
- 1271: ყაზან-ყაენი — ირანის ილხანთა ანუ ჰულაგუიანთა დინასტიის მეშვიდე მბრძანებელი (გ. 1304)
- 1854: პოლ საბატიე — ფრანგი ქიმიკოსი (გ. 1941)
- 1938: ჯო დასენი — ამერიკული წარმოშობის ფრანგი მომღერალი და მუსიკოსი
- 1948: პიტერ ჰემილი — ინგლისელი მუსიკოსი
- 1952: ოლეგ ბლოხინი — უკრაინელი ფეხბურთელი.
- 1959: ბრაიან ადამსი — კანადელი როკ-მუსიკოსი
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1846 : თეიმურაზ ბატონიშვილი — ქართველი მწერალი და მეცნიერი
- 1887 : ყიფიანი, დიმიტრი — ქართველი საზოგადო მოღვაწე
- 1933 : კატაიამა სენ — იაპონიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე.
- 1985 : ჩიქობავა, არნოლდ — ქართველი ენათმეცნიერი (დ.1898)
დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- იაკობი ძმა უფლისა
- წმინდა ეგნატე
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები:
სქოლიო
- ↑ რა არის ჩრდილოეთის ციალი 1tv.ge
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted