Illegal Alien — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სიმღერა და სინგლი 1983 წლის ალბომიდან Genesis. ბრიტანეთის ჩარტში იგი 46-ე ადგილამდე ავიდა.[1]
სიმღერაში მოთხრობილია არალეგალური უცხოელების ისტორია, რომლებიც ყველა მეთოდს იყენებენ ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად დასარჩენად. მუსიკალურ ვიდეოში მოთხრობილია იგივე ამბავი, საკმაოდ გროტესკული და ექსცენტრიული სცენებით.