Are You Experienced
Are You Experienced | |||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:AreyouexpUK.jpg ბრიტანული გამოცემის გარეკანი | |||||||||||||||||||||||||||
studio — | |||||||||||||||||||||||||||
გამოცემის თარიღი | 12 მაისი, 1967 | ||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა | 23 ოქტომბერი, 1966 – 4 აპრილი, 1967 | ||||||||||||||||||||||||||
სტუდია | De Lane Lea, CBS და Olympic Studios, ლონდონი | ||||||||||||||||||||||||||
ჟანრი | როკი, ფსიქოდელიური როკი, მძიმე როკი, ბლუზი, რიტმ-ენდ-ბლუზი, ეისიდ-როკი | ||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | ||||||||||||||||||||||||||
ლეიბლი | Track | ||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | ჩეს ჩენდლერი | ||||||||||||||||||||||||||
The Jimi Hendrix Experience — ქრონოლოგია | |||||||||||||||||||||||||||
Script error: No such module "Music ratings". Are You Experienced — ინგლისურ-ამერიკული როკ-ჯგუფ The Jimi Hendrix Experience-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1967 წელს და უმალვე კომერციული და კრიტიკული წარმატება ჰქონდა. იგი ითვლება როკ-მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო სადებიუტო ალბომად. აღსანიშნავია ჯგუფის წამყვანი გიტარისტის, ჯიმი ჰენდრიქსის სიმღერების შექმნისადმი და ელექტრონული გიტარის ჟღერადობისადმი ნოვატორული მიდგომა, რომელმაც ჩამოაყალიბა ახალი მიმდინარეობდა ფსიქოდელიურ მუსიკაში და მძიმე როკში. 1966 წლის შუა პერიოდისთვის ჰენდრიქსისთვის რიტმ-ენდ-ბლუზის სფეროში მხარდამჭერი გიტარისტის სახით გამოსვლა შემოსავლის წყარო არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც უამბეს ჩეს ჩენდლერზე, რომელმაც The Animals დატოვა და დაინტერესებული იყო შემსრულებლების მენეჯმენტით და პროდიუსერობით, ჰენდრიქსმა მასთან და The Animals-ის ყოფილ მენეჯერ მაიკლ ჯეფერისთან კონტრაქტი გააფორმა. ოქტომბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც Decca Records-ისგან უარი მიიღო, The Experience-მა კონტრაქტი Track-თან გააფორმა, ახალ ლეიბლთან, რომელსაც მართავდნენ The Who-ს მენეჯერები კიტ ლამბერტი და კრის სტემპი. Are You Experienced და სინგლები, რომლებიც მანამდე გამოიცა, ჩაიწერა ხუთთვიან პერიოდში, 1966 წლის ოქტომბრიდან 1967 წლის აპრილამდე. ალბომი დაასრულეს 16 სესიის განმავლობაში, ლონდონის სტუდიებში De Lane Lea Studios, CBS და Olympic. იგი გაერთიანებულ სამეფოში გამოვიდა 1967 წლის 12 მაისს და ჩარტში 33 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, მეორე პოზიციაზე მოხვედრით. აშშ-ში დისკი 23 აგვისტოს, Reprise Records-ზე გამოვიდა და Billboard 200-ის მეხუთე პოზიციამდე ავიდა. ჩარტში იგი 106 კვირის განმავლობაში დარჩა, აქედან 27 კვირა საუკეთესო 40-ეულში გაატარა. აშშ ვერსიაში მოხვდა ჰენდრიქსის კარგად ცნობილი სიმღერები, მათ შორის - The Experience-ის პირველი სამი სინგლი, ბრიტანული გამოცემიდან ამოღებული, მაგრამ ბრიტანეთში პოპულარული „Purple Haze“, „Hey Joe“ და „The Wind Cries Mary“. 2005 წელს Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში ალბომმა #15 პოზიცია დაიკავა. ამავე გამოცემის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის“ სიაში ჯგუფის სიმღერებმა შემდეგი ადგილები გაინაწილეს - „Purple Haze“ (17), „Foxy Lady“ (153), „Hey Joe“ (201) და „The Wind Cries Mary“ (379). იმავე წელს Are You Experienced მოხვდა კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ არჩეული 50 საუკეთესო ალბომის სიაში, კულტურული მნიშვნელობის საფუძველზე და შეტანილი იქნა ეროვნული ჩანაწერების რეესტრში. რუბენ ჯექსონი, მწერალი და არქივარიუსი (ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი) წერდა: „იგი კვლავ აღსანიშნავი ალბომია, მასში აღრეული როკით, რიტმ-ენდ-ბლუზით, ბლუზით ...მუსიკალური ტრადიციით. მან შეცვალა მუსიკის სინტაქსი ...ჩემი აზრით, ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“.“[1] სიმღერების სიაAre You Experienced-ის 1967 წელს გამოცემის შემდეგ, გამოვიდა ალბომის ექვსი ვერსია, სიმღერების სხვადასხვა სიებით.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 1997 წლისთვის აშშ და ბრიტანულ ვერსიებში შედიოდა 17 სიმღერა, მათ შორის, ისეთები, რომლებიც არ გამოსულა ალბომის ორიგინალური ბრიტანულ/საერთაშორისო გამოცემებზე ან ჩრდილოეთ ამერიკაში გამოცემულ ვერსიებში. ამ გამოცემებში აგრეთვე შეტანილია The Experience-ის პირველი სამი სინგლი - „Stone Free", „51st Anniversary“ და „Highway Chile".Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ორიგინალური ბრიტანული და საერთაშორისო გამოცემაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ორიგინალური ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted პერსონალი
დამატებითი პერსონალი
სერტიფიცირებებიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
|
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- მუსიკის ინფოდაფები ტიპის უცნობი პარამეტრით
- Certification Table Entry usages for Italy
- Pages using Certification Table Entry with unsupported award
- Certification Table Entry usages for United Kingdom
- Certification Table Entry usages for United States
- 1967 წლის სადებიუტო ალბომები
- Barclay Records-ის ალბომები
- MCA Records-ის ალბომები
- Polydor Records-ის ალბომები
- ფსიქოდელიური როკ-ალბომები
- The Jimi Hendrix Experience-ის ალბომები
- Track Records-ის ალბომები
- ალბომები ჩეს ჩენდლერის პროდიუსერობით