The Concert for Bangladesh
All Things Must Pass | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:The Concert for Bangladesh (new).png | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
live — ჯორჯ ჰარისონი და მეგობრები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოცემის თარიღი |
20 დეკემბერი 1971 (აშშ) 7 იანვარი 1972 (ბრიტანეთი) 24 ოქტომბერი 2005 (რემასტერი) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა | 1 აგვისტო 1971 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანრი | როკ-მუსიკა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბლი |
Apple/EMI (აშშ) Epic/Sony Music (ბრიტანეთი) Apple/Rhino (2005 წლის ვერსია) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | ჯორჯ ჰარისონი, ფილ სპექტორი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯორჯ ჰარისონი და მეგობრები — ქრონოლოგია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Script error: No such module "Music ratings". The Concert for Bangladesh — ინგლისელი მუსიკოს ჯორჯ ჰარისონის და მისი მეგობრების საკონცერტო ალბომი, რომელიც ჩაიწერა ბანგლადეშისთვის დასახმარებელ საქველმოქმედო კონცერტზე, 1971 წლის 1 აგვისტოს. ომის შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ქვეყანაში, დაზარალდა უამრავი ბენგალელი. კონცერტი ითვალისწინებდა სწორედ მათ დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი დიდი საქველმოქმედო კონცერტი როკ-მუსიკის ისტორიაში. კონცერტიმას შემდეგ, რაც რავი შანკარის დახმარებით გაეცნო იმჟამინდელ აღმოსავლეთ პაკისტანში არსებულ სიტუაციას, ჰარისონმა ორგანიზება გაუწია ორ საქველმოქმედო კონცერტს. ამასთან, ჩაიწერა და წინასწარ გამოიცა სინგლი Bangladesh. ჰარისონთან ერთად ამ პროექტში მონაწილეობდნენ: ერიკ კლეპტონი, ბობ დილანი, ბილი პრესტონი, ბედფინგერი, ლეონ რასელი, შანკარი და რინგო სტარი. ჰარისონმა თავაზიანად შეეცადა ჯონ ლენონის და პოლ მაკ-კარტნის შემოერთება, მაგრამ მაკ-კარტნი თვლიდა, რომ The Beatles-ის გაერთიანებისათვის ჯერ ნაადრევია. ლენონს შეეძლო მონაწილეობის მიღება, მაგრამ ჰარისონს არ სურდა, რომ მასთან ერთად კონცერტზე იოკო ონოც მოსულიყო, ამიტომაც ლენონმა უარი თქვა გამოსვლაზე. 1 აგვისტოს გაიმართა ორი კონცერტი. ორივეს დიდი წარმატება ხვდა წილად, ამასთან, ორივე დიდი ინტერესით გაშუქდა. პირველივე დღეებში, შემოსული თანხის ნაწილი, 243,418.50 აშშ დოლარის ოდენობით, ჩეკის სახით გადაეგზავნა ორგანიზაციას UNICEF, რომელსაც უნდა ეზრუნა თანხის ბანგლადეშის მოსახლეობისათვის განაწილებაზე. ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ აქციაში, კმაყოფილი დარჩა. ფილმმა და ალბომმა ამ კონცერტის ჩანაწერით 15 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანეს ჯორჯს, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ თანხის ამოღება ბანკიდან არ ხორციელდებოდა. ალბომი1971 წლის შობისათვის ორმაგი ალბომი კონცერტის ჩანაწერით გამოვიდა შტატებში, ხოლო ბრიტანეთში - 1972 წლის იანვრის დასაწყისში. ალბომი მალე გაიყიდა. აშშ ჩარტებში მას #2 ადგილი ეკავა, ხოლო ბრიტანეთში - #1 და იგი იყო ჰარისონის მეორე #1 სოლო-ალბომი. ნამუშევრის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა 1973 წელს წლის ალბომის კატეგორიაში მიღებულმა გრემიმ. რადგან ბობ დილანს კონტრაქტი ლეიბლთან Columbia Records ჰქონდა გაფორმებული, ამ უკანასკნელმა, მისი მონაწილეობით ჩაწერილი სიმღერების დისტრიბუციისათვის სხვა ლეიბლებს ნება დართო, გამოეცათ ალბომი აუდიოკასეტის ფორმატში. დღესდღეობით ეს შეზღუდვა მოხსნილია. 1991 წელს ალბომი პირველად გამოიცა კომპაქტ დისკზე, რემასტერის სახით. 2005 წლის რემასტერს დაემატა ბობ დილანის რეპეტიციის ჩანაწერი და ოფიციალურად გამოიცა ფილმის DVD დისკი. პირველი გამოცემის გარეკანზე გამოსახული იყო მშიერი ბანგლადეშელი ლტოლვილი. ლეიბლები თვლიდნენ, რომ ეს მეტად დეპრესიული სურათია და საჭიროა გარეკანზე თავად ჰარისონის გამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბომი ცუდად გაიყიდება. ჰარისონის დაჟინებით, ბავშვის გამოსახულება მაინც დარჩა, მაგრამ ალბომის 2005 წლის გამოცემაზე ჰარისონის ფოტომ მაინც ჩაანაცვლა ძველი სურათი. ამასთან, DVD დისკის სპეციალურ გამოცემაზე ბავშვი მაინც იქნა გამოტანილი. რემასტერის და DVD დისკის გაყიდვიდან შემოსული თანხები ირიცხებოდა UNICEF-ში. სიმღერების სიაორიგინალური გამოცემაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 2005 წლის რემასტერი
შეტანილია 10 სიმღერა ორიგინალური გამოცემიდან (მხარე 1-3).
შეტანილია 9 სიმღერა ორიგინალური გამოცემიდან (მხარე 4-6) და ასევე: Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჩარტები და სერტიფიცირებებიყოველკვირეული ჩარტები
2005 წლის გამოცემა
წლის საბოლოო ჩარტები
სერტიფიცირებებიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
|
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- მუსიკის ინფოდაფები ტიპის უცნობი პარამეტრით
- Certification Table Entry usages for United States
- Pages using Certification Table Entry with unsupported award
- Badfinger
- ჯორჯ ჰარისონის ალბომები
- 1971 წლის საკონცერტო ალბომები
- 2005 წლის საკონცერტო ალბომები
- 2005 წლის ვიდეო ალბომები
- ალბომები ფილ სპექტორის პროდიუსერობით
- ალბომები ჯორჯ ჰარისონის პროდიუსერობით
- Apple Records-ის საკონცერტო ალბომები
- Rhino Records-ის საკონცერტო ალბომები
- საქველმოქმედო ალბომები