ლუკას ვასკესი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ლუკას ვასკეს იგლესიასი (ესპ. Lucas Vázquez Iglesias; დ. 1 ივლისი, 1991, კურტისი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.
კარიერა
საკლუბო
ლუკას ვასკესი დაიბადა 1991 წელს, კურტისში. თავდაპირველად, საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ გუნდში დაიწყო, 2000 წელს. იგი 2007 წელს ჩაირიცხა მადრიდის რეალის აკადემიაში, 16 წლის ასაკში. მისი დებიუტი „რეალის“ C გუნდში 2010-2011 წლების სეზონში შედგა. ლუკასმა ამ სეზონში 14 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.[1] ამის შემდეგ, ის რეალ მადრიდ კასტილიაში გადაიყვანეს, სადაც მისი დებიუტი 2012 წლის 17 აგვისტოს შედგა „ვილიარეალთან“ გამართულ მატჩში,[2] ხოლო პირველი გოლი 15 ოქტომბერს, „ლას პალმასთან“ შეხვედრაში გაიტანა.[3] საერთო ჯამში, ვასკესმა სამი სეზონი ითამაშა კასტილიის შემადგენლობაში და 92 მატჩში 15 გოლი გაიტანა.
2014 წლის 19 აგვისტოს ლუკას ვასკესი ერთწლიანი იჯარით წავიდა „ესპანიოლში“..[4] ლა ლიგაში მისი დებიუტი 30 აგვისტოს შედგა „სევილიის“ წინააღმდეგ.[5] ამ მატჩში ლუკასი შეცვლაზე შემოვიდა. „ესპანიოლში“ საკუთარი სადებიუტო გოლი მან 5 ოქტომბერს „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიტანა.
2015 წლის 30 ივნისს ლუკას ვასკესი მადრიდის რეალში დაბრუნდა.[6] მისი დებიუტი უკვე ძირითად გუნდში 12 სექტემბერს საკუთარი ყოფილი გუნდის, ესპანიოლის წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა, სადაც რეალმა 6-0 იმარჯვა.[7] სადებიუტო გოლი ლუკასმა 30 დეკემბერს სანტიაგო ბერნაბეუზე რეალ სოსიედადის წინააღმდეგ გაიტანა, როცა ქარიმ ბენზემას ნაცვლად შეცვლაზე შემოვიდა.[8] 2015-2016 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში ვასკესმა 7 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. „ატლეტიკოსთან“ გამართულ ფინალურ მატჩში, იგი მეორე ტაიმში ჩაერთო, კვლავ ბენზემას ნაცვლად. მატჩში გამართულ პენალტების სერიაში ლუკასი პირველი იყო, რომელმაც პენალტი შეასრულა და გატანაც მოახერხა.[9]
ლუკასმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო 2016 წლის უეფას სუპერთასის მატჩში სევილიას წინააღმდეგ. აღნიშნულ მატჩში სწორედ მან გაუკეთა საგოლე გადაცემა სერხიო რამოსს. სწორედ ამ გოლით მოახერხა რეალმა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა.[10]. 26 ოქტომბერს ლუკას ვასკესმა რეალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, 2021 წლამდე.[11]
სანაკრებო
ლუკას ვასკესს არ უთამაშია ესპანეთის არც ერთ ახალგაზრდულ ნაკრებში. 2016 წლის 17 მაისს, როცა ვისენტე დელ ბოსკემ დაასახელა ესპანეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრო 2016-სთვის, ლუკასს, ისევე როგორც საულ ნიგეზსა და სერხიო რიკოს, არც ერთი მატჩი არ ჰქონდა იქამდე ნაკრებში ჩატარებული.[12] იგი საბოლოო 23 ფეხბურთელშიც მოხვდა.[13] ლუკასის დებიუტი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შედგა საქართველოს ნაკრებთნ გამართულ ამხანაგურ მატჩში, რომელშიც ესპანეთი 0-1 დამარცხდა.[14]
ლუკასმა ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა ევრო 2016-ზე. იგი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 71 წუთზე ჩაერთო მატჩში, ალვარო მორატას ნაცვლად.
ტიტულები
ესკიზის შექმნის შეცდომა: რეალ მადრიდი: (12)
- ესპანეთის ლა ლიგა (2): 2016–17, 2019–20
- ესპანეთის სუპერთასი (2): 2017, 2020
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (3): 2015–16, 2016–17, 2017–18
- უეფა-ს სუპერთასი (2): 2016, 2017
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (3): 2016, 2017, 2018
რესურსები ინტერნეტში
- პროფილი რეალ მადრიდის ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ Fourteen players score for Castilla. Real Madrid C.F (27 February 2012). ციტირების თარიღი: 24 May 2013.
- ↑ Acedo, Diego. (17 August 2012) Cavenaghi toma los mandos del 'Submarino' Spanish. Marca. ციტირების თარიღი: 24 May 2013.
- ↑ El 'loco' Castilla enajena a Las Palmas Spanish. Marca (15 October 2012). ციტირების თარიღი: 20 August 2014.
- ↑ Lucas Vázquez jugarà cedit a l'Espanyol Catalan. RCD Espanyol (19 August 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 20 August 2014.
- ↑ El Sevilla impone su oficio ante el Espanyol es. Marca (31 August 2014). ციტირების თარიღი: 3 June 2015.
- ↑ Official announcement: Lucas Vázquez. Real Madrid C.F (2 July 2015). ციტირების თარიღი: 2 July 2015.
- ↑ Un histórico Ronaldo lidera la goleada al Espanyol Spanish. La Liga (12 September 2015). ციტირების თარიღი: 12 September 2015.
- ↑ Real Madrid 3–1 Real Sociedad. BBC Sport (30 December 2015). ციტირების თარიღი: 30 December 2015.
- ↑ Spot-on Real Madrid defeat Atlético in final again. UEFA.com (28 May 2016). ციტირების თარიღი: 29 May 2016.
- ↑ Carvajal wonder goal wins Super Cup for Madrid. UEFA.com (9 August 2016). ციტირების თარიღი: 27 October 2016.
- ↑ Official announcement: Lucas Vázquez. Real Madrid C.F (26 October 2016). ციტირების თარიღი: 26 October 2016.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
- Pages with script errors
- დაბადებული 1991
- ესპანელი ფეხბურთელები
- მადრიდის რეალის ფეხბურთელები
- 2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ესპანიოლის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- დაბადებული 1 ივლისი
- 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები