რუსთავი (საფეხბურთო კლუბი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ფაილი:FC Metalurgi.png | |||
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი მეტალურგი რუსთავი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 2006 | ||
სტადიონი |
ფოლადის სტადიონი რუსთავი, საქართველო (ტევადობა: 4200) | ||
პრეზიდენტი |
![]() | ||
2015-2016 | ფაილი:Decrease2.svg მე-15, რეგიონალ ლიგის ცენტრალური ზონა | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
საფეხბურთო კლუბი მეტალურგი რუსთავი — საფეხბურთო კლუბი ქალაქ რუსთავში, თამაშობს რუსთავის ფოლადის სტადიონზე. დაარსდა „ოლიმპის“ სახელით 2006 წელს, თბილისის „თბილისის“ ბაზაზე. კლუბმა 2007 და 2010 წლებში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ისტორია
„ოლიმპის“ სახელით გუნდი ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბ „თბილისის“ ბაზაზე. დამფუძნებელმა თემურ უგულავამ კლუბზე უარი თქვა და საკონტროლო პაკეტი გადასცა თანადამფუძნებელ მამუკა გუგეშაშვილს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება კლუბის გასხვისების შესახებ.
„თბილისის“ შეძენის მსურველები მალე გამოჩნდნენ. ერთ-ერთი იყო ბათუმის „დინამოს“ ყოფილი სპონსორი, ინგლისელი -არაბი ალი პარი, რომელმაც ერთ-ერთი თბილისური გუნდის ბაზაზე შეექმნა ახალი კლუბი და „ოლიმპი“ დაარქვა.
როდესაც „თბილისის“ ბაზაზე ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე დაიწყეს საუბარი, მომავალ პრეზიდენტად ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურა დასახელდა, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებიდან ედუარდ შევარდნაძის და ლევან მამალაძის ყოფილი მეგობრის გაპრეზიდენტების წინააღმდეგ წავიდნენ და ამ გარიგებას საფრთხე დაემუქრა. ჯაფარიძეს საქმიდან გასვლა მოსთხოვეს, რასაც ალი პარის საქმიდან გასვლის გადაწყვეტილება მოჰყვა.
8 ივლისს რუსთავის „ოლიმპი“ უკვე ოფიციალურად დაფუძნდა. დაფუძნების დღეს დოკუმენტს ხელი სამმ მხარემ მოაწერა: საფეხბურთო კლუბმა „თბილისმა“, ფირმა „ფოლადმა“ და ინგლისელმა ბიზნესმენმა.
2005–2006 წლების სეზონში ს.კ. „თბილისმა“ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, შესაბამისად, რუსთავის „ოლიმპმა“ 2006 წლიდან დაიწყო საქართველის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოსვლა. პირველივე წელს, რევაზ ძოძუაშვილის მწვრთნელობის პერიოდში, გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2008–09 წლების სეზონში „ოლიმპი“ რუსთაველი ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მესამე ადგილის მფლობელი და საქართველოს თასის ფინალისტი გახდა.
კლუბის პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც ქალაქ რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით და შუამდგომლობით კლუბის ხელმძღვანელობამ მრავალი პროექტი განახორციელა. მათ შორის განსაკუთრებით გამოსაყოფია ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება.
2009 წლის ზეფხულში „ოლიმპს“, „ატლეტიკოს“ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ბრაზილიური კლუბის წარმოდგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა. მხარის გუბერნატორის, დავით კირკიტაძისა და ქალაქის მერის, მამუკა ჩიქოვანის რეკომენდაციებმა და შუამდგომლობამ საბოლოოდ დაარწმუნა ბრაზილიელები „ოლიმპთან“ პარტნიორული თანამშრომლობის სისწორეში და კონტრაქტიც გაფორმდა.
2009-10 წლების სეზონში „ოლიმპმა“ ისტორიაში მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, საქართველოს სუპერთასში კი თასის მფლობელ ვიტ ჯორჯიას აჯობა. 2011 წელს „მეტალურგმა“ ევროპის ლიგაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. პირველად სომხური „ბანანცი“ დაამარცხა (1:0, 1:1), შემდეგ ყაზახეთის „ირტიში“ სტუმრად (1:1, 2:0), თუმცა გაცილებით ძლიერ ფრანგულ „რენისთან“ ვერაფერს გახდა (2:5, 0:2).
2011-12 წლების სეზონში გუნდმა ჩემპიონატში მე-2 ადგილი მოიპოვა და ევროპის ლიგის საგზური გაინაღდა. უმაღლესი ლიგის 2011-2012 წლების სეზონში გუნდის ბომბარდირი გახდა დიმიტრი ტატანაშვილი 12 გოლით. საქართველოს თასსზე „მეტალურგმა“ საჩხერის „ჩიხურა“ (1:1, 2:0) და „ვიტ ჯორჯია“ (1:0, 1:2) დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში „ზესტაფონთან“ დამარცხდა – 1:1, 0:1.
2012-13 წლების სეზონში რუსთავის „მეტალურგმა“ არც თუ ისე კარგად ითამაშა, ყველაფერი კარგად დაიწყო, რუსთაველებმა ევროპის ლიგაზე ალბანური „ტეუტა“ გაანადგურეს (3:0, 6:1), თუმცა კენჭისყრამ ჩეხური „პლზენი“ არგო მეტალურგს, რომელთანაც ვერაფერს გახდა (1:3, 0:2). ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მეტალურგმა არასტაბილურად იასპარეზა და ქვედა ექვსეულში აღმოჩნდა. მეორე ეტაპზე რუსთაველებს ქულათა მარაგი საკმარისი ჰქონდა და უმოტივაციოდ დარჩენილმა დაამთავრა სეზონი მე-7 ადგილზე. ხოლო საქართველოს თასსზე „მეტალურგმა“ ნორმალური შედეგი აჩვენა, ბათუმის „დინამოსთან“ ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი გოლის წესით გამარჯვებას (2:1, 0:1) მოჰყვა ცხინვალის „სპარტაკის“ დამარცხება (2:1, 1:1). ნახევარფინალში გუნდს თბილისის „დინამო“ შეხვდა და უშანსოდ დამარცხდა (2:1, 5:0). პირველად ისტორიაში „მეტალურგი“ ევროპული ტურნირის გარეშე დარჩა.
2013-14 სეზონში გუნდმა დიდი ამბიციებით დაიწყო ჩემპიონატი, პირველ ეტაპზე 12 გუნდიან ჩემპიონატში მათ მე-4 ადგილი ეკავათ. ზამთრის სატრასფერო პერიოდში გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს და გაზახულზე გადახალისებული შემადგენლობით რუსთავმა ვერ შეძლო საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა და 45 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა. რუსთავის "მეტალურგი" ზედიზედ მეორედ ვერ გავიდა ევრო ასპარეზზე. საქართველოს თასის პირველ ეტაპზე მათ „გაგრა“ (3-1, 2-0) დაამარცხეს, 1/8 ფინალში „კოლხეთი 1913“ იგივე სხვაობით ( 2:0, 3:1 ) დაამარცხეს. 1/4 ფინალში კი ყველაზე არასასურველი ვიზავისტი „დინამო თბილისი“ შეხვდა და ვერაფერს გახდა ( 0:2, 1:4 ).
2014-2015 წლების სეზონზე „მეტალურგი რუსთავი“ საპლეი-ოფო მეთოთხმეტე ადგილას გავიდა, მაგრამ „ლოკომოტივთან“ შეხვედრა არ შედგა, ფინანსური პრობლემების გამო რუსთავულ კლუბს 2015-2016 წლების სეზონი რეგიონული ლიგის ცენტრალურ ზონაში მოუწია, სადაც 7 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა, ამის შემდეგ კლუბის საქმიანობა შეჩერდა.
სტადიონი
რუსთავის „მეტალურგი“ საშინაო მატჩებს რუსთავის ფოლადის სტადიონზე ატარებდა. სტადიონი 4 200 მაყურებელს იტევს. ფოლადის სტადიონს საერთაშორისო თამაშებისთვისაც უმასპინძლია, მათ შორის საქართველოსა და იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი,რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
2007 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაჩემპიონებულმა „ოლიმპმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. 2009 წელს სტადიონზე მინდვრის საფარი შეიცვალა. უეფა-ს გრანტის გამოყენებით „ფოლადზე“ ბოლო თაობის ხელოვნური საფარი დაიგო. ახალი სტადიონი საქართველოს სუპერთასის მატჩით გაიხსნა, რომელშც „დინამოს“ და „ვიტ ჯორჯია“ მონაწილეობდნენ.
სახელწოდება
- 2003 – გორდა 2000 რუსთავი
- 2004 – რუსთავი
- 2006 – ოლიმპი რუსთავი (რუსთავი შეურთდა თბილისს, 2008 წელს თბილისი გამოეყო ოლიმპი რუსთავს)
- 2011 – მეტალურგი რუსთავი
ტიტულები
საქართველოს უმაღლესი ლიგა
- ჩემპიონი: 2007, 2010[1]
- მეორე ადგილი: 2012
- მესამე ადგილი: 1990, 1992, 2009, 2011
საქართველოს თასი
- ფინალისტი: 1994, 2009
საქართველოს სუპერ თასი
- ჩემპიონი: 2010
- ფინალისტი: 2007
- საბჭოთა კავშირის დროშა საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
- ჩემპიონი: 1959, 1979
- საბჭოთა კავშირის დროშა საქართველოს საბჭოთა თასი
- ჩემპიონი: 1974
ბომბარდირები
წელი | ფეხბურთელი | ქვეყანა | გოლები |
2014-15 | რევაზ ბარაბაძე | ![]() |
2 |
2013-14 | გიორგი ჩირგაძე | ![]() |
4 |
2012-13 | ირაკლი სიხარულიძე | ![]() |
7 |
2011-12 | დიმიტრი ტატანაშვილი | ![]() |
19 |
2010-11 | ირაკლი მოდებაძე | ![]() |
16 |
2009-10 | ანდერსონ აკინო | ესკიზის შექმნის შეცდომა: ბრაზილია | 26 |
2008-09 | გიორგი მეგრელაძე | ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო | 6 |
2007-08 | რევაზ ჯიქია | ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო | ? |
2006-07 | ვლადიმერ დვალიშვილი | ესკიზის შექმნის შეცდომა: საქართველო | ? |
სეზონები
სეზონი ლიგა ადგ. თ. მ ფ წ გტ გშ ქ თასი ევროპა შენიშვნები მწვრთნელი 2006-07 უმაღლესი ლიგა 1 26 19 6 1 57 9 63 1/16 ფინალი ოლიმპი რუსთავი 2007-08 უმაღლესი ლიგა 4 26 16 4 6 26 16 52 1/4 ფინალი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ოლიმპი რუსთავი 2008-09 უმაღლესი ლიგა 3 30 16 9 5 40 20 57 ფინალისტი ოლიმპი რუსთავი 2009-10 უმაღლესი ლიგა 1 36 25 7 4 69 26 79 1/16 ფინალი უეფა-ს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ოლიმპი რუსთავი თემურ მახარაძე 2010-11 უმაღლესი ლიგა 3 36 20 6 10 52 31 66 1/4 ფინალი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ოლიმპი რუსთავი 2011-12 უმაღლესი ლიგა 2 28 17 4 7 39 28 55 ნახევარფინალი უეფა-ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი მეტალურგი რუსთავი 2012-13 უმაღლესი ლიგა 7 32 12 8 12 29 35 44 ნახევარფინალი მეტალურგი რუსთავი 2013-14 უმაღლესი ლიგა 5 32 13 6 13 35 39 45 1/4 ფინალი მეტალურგი რუსთავი 2014–15 უმაღლესი ლიგა 14 30 6 8 16 25 46 26 დასაქვეითებელი პეი-ოფი, X 2015–16 რეგიონული ლიგა 14 30 6 8 16 25 46 26 კლუბმა შეწყვიტა ასპარეზობა გელა გომელაური
ევროპული რეკორდი
სეზონი | ჩემპიონატი | რაუნდი | ქვეყანა | კლუბი | შინ | გასვლითი |
---|---|---|---|---|---|---|
2007–08 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ყაზახეთის დროშა | სკ ასტანა | 0–0 | 0–3 |
2009–10 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | ფარერის კუნძულების დროშა | ტორშავნი | 2–0, | 2–0 |
2Q | პოლონეთის დროშა | ლეგია ვარშავა | 0–1 | 0–3 | ||
2010–11 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 2Q | ყაზახეთის დროშა | აქტობე | 1–1 | 0–2 |
2011–12 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | ესკიზის შექმნის შეცდომა: | სკ ბანანტსი | 1–1 | 1–0 |
2Q | ყაზახეთის დროშა | პავლოდარი | 1–1 | 2–0 | ||
3Q | ესკიზის შექმნის შეცდომა: | რენი | 2-5 | 0-2 | ||
2012–13 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | ალბანეთის დროშა | ტერუტა დიურესი | 6-1 | 3-0 |
2Q | ესკიზის შექმნის შეცდომა: | ვიქტორია პლჟენი | 1-3 | 0-2 |
მწვრთნელები
- ესკიზის შექმნის შეცდომა: გიორგი კიკნაძე (ივლისი 2006–იანვარი 07)
ანატოლი პისკოვეცი (სექტემბერი 2007–თებერვალი 08)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ხვიჩა ქასრაშვილი
- ესკიზის შექმნის შეცდომა: თეიმურაზ მახარაძე (ივლისი 2008–ოქტომბერი 10)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ნესტორ მუმლაძე (ოქტომბერი 2010–ნოემბერი 10)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: არმაზ ჯელაძე (ნოემბერი 2010–აგვისტო 11)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: კობა ჟორჟიკაშვილი (აგვისტო 2011–ოქტომბერი 12)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: გიორგი ყიფიანი (ოქტომბერი 2012– მაისი 2013)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: გელა სანაია (ივნისი 2013– დეკემბერი 2013)
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ვარლამ კილასონია (დეკემბერი 2013– )
სეზონები
ევროპული რეკორდი
სეზონი | ჩემპიონატი | რაუნდი | ქვეყანა | კლუბი | შინ | გასვლითი |
---|---|---|---|---|---|---|
2007–08 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | ყაზახეთის დროშა | სკ ასტანა | 0–0 | 0–3 |
2009–10 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | ფარერის კუნძულების დროშა | ტორშავნი | 2–0, | 2–0 |
2Q | პოლონეთის დროშა | ლეგია ვარშავა | 0–1 | 0–3 | ||
2010–11 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 2Q | ყაზახეთის დროშა | აქტობე | 1–1 | 0–2 |
2011–12 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | ესკიზის შექმნის შეცდომა: | სკ ბანანტსი | 1–1 | 1–0 |
2Q | ყაზახეთის დროშა | პავლოდარი | 1–1 | 2–0 | ||
3Q | ესკიზის შექმნის შეცდომა: | რენი | 2-5 | 0-2 | ||
2012–13 | უეფა-ს ევროპის ლიგა | 1Q | ალბანეთის დროშა | ტერუტა დიურესი | 6-1 | 3-0 |
2Q | ესკიზის შექმნის შეცდომა: | ვიქტორია პლჟენი | 1-3 | 0-2 |
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- მეტალურგის ოფიციალური საიტი
- პროფილი Transfermark-ზე
- პროფილი Soccerway-ზე
- პროფილი Uefa.com-ზე
- კომპანიის შესახებ
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|