შინაარსზე გადასვლა

საქართველოს მწვანეთა პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს მწვანეთა პარტია
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ხელმძღვანელობა
ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე
ისტორია
დაფუძნდა 10 დეკემბერი, 1989
პოზიციები
იდეოლოგია მწვანე პოლიტიკა
მწვანე კონსერვატიზმი
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპის მწვანეთა პარტია[1]
საერთაშორისო აკრედიტაცია გლობალური მწვანეები[2]
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
ფერები     
შტაბ-ბინა ს. კანდელაკის ქ. 55, თბილისი, საქართველო
http://greensparty.ge

საქართველოს მწვანეთა პარტია —მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომლის ძირითადი პრინციპებია: ეკოლოგია, დემოკრატია, არაძალადობა.

ისტორია

1988 წლის მაისში „რუსთაველის საზოგადოებაში“ შეიქმნა „მწვანეთა მოძრაობის“ პირველი სეგმენტი-ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის თავმჯდომარედ ზურაბ ჟვანია აირჩიეს. 1990 წელს ჩამოყალიბდა მწვანეთა პარტია. პარტიის დამფუძნებლები იყვნენ: ზურაბ ჟვანია, გრიგოლ თუმანიშვილი, გიორგი ბარამიძე, რევაზ ადამია და ა.შ. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მწვანეები გაერთიანდნენ ბლოკ „თავისუფლება“-ში, მაგრამ ვერ გადალახეს ბარიერი. 1992 წლის არჩევნებში მწვანეებმა პარლამენტში გაიყვანეს 11 კაცი. 1993 წელს მწვანეთა პარტიის წევრები შეუერთდნენ მოქალაქეთა კავშირს. მწვანეთა პარტიიდან მოქალაქეთა კავშირის დაფუძნებაში მონაწილეობდნენ: ზურაბ ჟვანია, რევაზ ადამია, გიორგი ბარამიძე, ლევან მამალაძე, ზურაბ ნოღაიდელი და ა.შ.[3]

2008 წელს შეიქმნა პარტიის ახალგაზრდული ფრთა - საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, რომლებმაც მოგვიანებით, 2011 წელს, იდეოლოგიური უთანხმოების გამო, დატოვეს პარტია და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ.

2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიამ მიიღო 0,63%. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო 1305 ხმა (0,07%).[4]

2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[5]

პოლიტიკური პლატფორმა

მწვანეთა პარტია მიზნად ისახავს ისეთი საზოგადოების შექმნას, „რომელშიც ყოველი ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება ჯანსაღი, სუფთა და უსაფრთხო გარემოთი, რომელიც ჰარმონიულად შეუხამებს ურთიერთს ამჟამინდელი და მომავალი თაობების ინტერესებსა და მოთხოვნილებებს, საზოგადოება, რომელიც ორიოდ ათწლეულში არ ამოწურავს საუკუნეებისთვის განკუთვნილ რესურსებს, რომელშიც ადამიანი კი არ იარსებებს სახელმწიფოსთვის, არამედ სახელმწიფო – ადამიანისათვის, სადაც ყოველ მოქალაქეს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება; საზოგადოება, რომლისთვისაც თითოეული ადამიანის სიცოცხლე უდიდესი ფასეულობა იქნება“.[6]

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted