შინაარსზე გადასვლა

სერხიო ბუსკეტსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სერხიო ბუსკეტს ბურგოსი (კატ. Sergio Busquets i Burgos; დ. 16 ივლისი, 1988, საბადელი) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ მაიამის „ინტერის“ საყრდენი ნახევარმცველი. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად.[1][2][3]

კარიერა

საკლუბო

ბუსკეტსი დაიბადა ბადია-დელ-ვალიესში, ბარსელონაში, კატალონიაში. 2005 წელს ის შეუერთდა „ბარსელონას“ ახალგაზრდულ კლუბს, სადაც 26 მატჩში გაიტანა შვიდი გოლი. ორი წლის შემდეგ ის მოხვდა „ბარსელონა B-ში“, რომელსაც წვრთნიდა ჟოზეპ გვარდიოლა, რომელიც დაეხმარა ფეხბურთელს მესამე დივიზიონში გადასვლაში. ბუსკეტსმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა ერთი გოლი.[4] იმავე სეზონში ბუსკეტის დებიუტი შედგა პირველ გუნდში კატალონიის თასზე, სადაც შეცვლაზე შემოვიდა. ის თამაშობს 16-ნომრიანი მაისურით სერხიოს სახელით, რაც ხშირად იწვევს დაბნეულობას.

2008 წლის 13 სექტემბერს შედგა ბუსკეტსის დებიუტი ლა ლიგაში, 90 წუთი ითამაშა სანტანდერის „რასინგის“ წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა ფრედ, 1–1.[5] 2008 წლის 22 ოქტომბერს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე „ბაზელთან“ სტუმრად გამართულ მატჩში მე-15 წუთზე გაიტანა მეორე გოლი, იმ მატჩში მისმა გუნდმა კი მოიგო 5–0.[6] 22 დეკემბერს ფეხბურთელს კლუბმა გაუხანგრძლივა კონტრაქტი 2013 წლამდე.[7][8]

2009 წლის 7 მარტს ბუსკეტსმა პირველი გოლი მიითვალა ლა ლიგაში ბილბაოს „ატლეტიკთან“ 2–0 მოგებულ მატჩში. ბუსკეტსმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მისმა გუნდმა დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2–0.

2010–2011 წლების სეზონში ბუსკეტსი კლუბში თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

2011 წლის 27 იანვარს ფეხბურთელმა კლუბთან გაახანგრძლივა კონტრაქტი 2015 წლამდე, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი კი განისაზღვრა 150 მილიონი ევროთი.[9]

სანაკრებო

2008 წლის 11 ოქტომბერს შედგა ბუსკეტსის დებიუტი ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში 2009 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიაში. მე-17 წუთზე მან გაიტანა გოლი, მისმა ნაკრებმა წააგო 1–2, მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება დარჩათ ესპანელებს (4–3).

2009 წლის 6 თებერვალს გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ინგლისთან 11 თებერვალს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის.[10] ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება კი მიეცა 2009 წლის 1 აპრილს თურქეთის ნაკრებთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. მან 16 წუთი ითამაშა სტამბოლში, სადაც მისმა გუნდმა მოიგო 2–1.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებში ჰყავდა გამოძახებული ვისენტე დელ ბოსკეს სამხრეთ აფრიკაში.

საკლუბო სტატისტიკა

კლუბი სეზონი ლიგა თასი ჩემპიონთა ლიგა სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ბარსელონა B 2007–08[11] ტერსერა დივიზიონი 23 2 23 2
2008–09[12] სეგუნდა დივიზიონი B 2 0 2 0
სულ 25 2 25 2
ბარსელონა 2008–09[13] პრიმერა დივიზიონი 24 1 9 0 8[georgian 1] 2 41 3
2009–10[13] 33 0 4 0 10[georgian 1] 0 5[georgian 2] 1 52 1
2010–11[13] 28 1 5 0 12[georgian 1] 0 1[georgian 3] 0 46 1
2011–12[13] 31 1 8 0 10[georgian 1] 1 3[georgian 4] 0 52 2
2012–13[13] 31 1 4 0 8[georgian 1] 0 2[georgian 3] 0 45 1
2013–14[13] 32 1 5 1 9[georgian 1] 1 2[georgian 3] 0 48 3
2014–15[13] 33 1 4 0 10[georgian 1] 0 47 1
2015–16[13] 35 0 5 0 9[georgian 1] 0 4[georgian 5] 0 53 0
2016–17[13] 33 0 5 0 8[georgian 1] 0 2[georgian 3] 0 48 0
2017–18[13] 31 1 7 0 10[georgian 1] 0 2[georgian 3] 0 50 1
2018–19[13] 35 0 6 0 12[georgian 1] 0 1[georgian 3] 0 54 0
2019–20[13] 33 2 2 0 7[georgian 1] 0 1[georgian 3] 0 43 2
2020–21[13] 17 0 0 0 4[georgian 1] 0 0 0 21 0
სულ 396 9 64 1 117 4 23 1 600 15
სულ ჯამში 421 11 64 1 117 4 23 1 625 17
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 მატჩები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე
  2. ერთი მატჩი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი და ერთი გოლი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშებაზე
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 მატჩები ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე
  4. ერთი მატჩი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ერთი მატჩი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე, ერთი მატჩი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშებაზე
  5. ერთი მატჩი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ერთი მატჩი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშებაზე

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მიღწევები

ბუსკეტსი რობინ ვან პერსისთან და ფაბრეგასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში 2011 წელს.

საკლუბო

ესპანეთის დროშა ბარსელონა:(32)

სანაკრებო

ესპანეთის დროშა ესპანეთის ეროვნული ნაკრები:(2)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Barcelona midfielder Sergio Busquets is among best in the world, says Terry Gibson. Sky Sports (11 November 2015). ციტირების თარიღი: 8 November 2019
  2. Casemiro: Spain's Busquets is world's best in my position (29 June 2018). ციტირების თარიღი: 8 November 2019
  3. Is it time to acknowledge Sergio Busquets as the best midfielder in the world? en (5 February 2016). ციტირების თარიღი: 15 June 2022
  4. 2007–08 Tercera División. Wikipedia (31 December 2009). ციტირების თარიღი: 31 December 2009.
  5. Racing Santander vs. Barcelona. Soccerway (13 September 2008). ციტირების თარიღი: 13 September 2008.
  6. Basel overwhelmed by five-star Barça. UEFA.com (22 October 2008). ციტირების თარიღი: 22 October 2008.
  7. Busquets thrilled to commit future to Barça. UEFA.com (22 December 2008). ციტირების თარიღი: 22 December 2008.
  8. Busquets signs new Barcelona contract. TribalFootball (23 December 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 23 December 2008.
  9. Busquets signs new Barca deal Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted; ESPNsoccernet, 27 იანვარი, 2011.
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. Sergio Busquets. blaugranas.com (16 ივნისი, 2018).
  12. Busquets: Sergio Busquets Burgos: 2008–09. BDFutbol. ციტირების თარიღი: 3 April 2017
  13. 13.00 13.01 13.02 13.03 13.04 13.05 13.06 13.07 13.08 13.09 13.10 13.11 13.12 Sergio Busquets. Soccerway. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2021

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ლა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

თარგი:ესპანეთის შემადგენლობა 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე თარგი:ესპანეთის შემადგენლობა 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე

თარგი:ავტორიტეტული წყაროები