შინაარსზე გადასვლა

სკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:51, 10 ნოემბერი 2024-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (// რედაქტირება Wikiplus-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Nullabor plain from the indian pacific.jpg

სკრები, სკრაბი (ინგლ. scrub) — ქსეროფილური ბუჩქნარი ავსტრალიის მშრალ რაიონებში. მასში გაბატონებულია ან ბუჩქისებრი ევკალიპტები (მალი-სკრები), ან აკაციები (მელგა-სკრები და ბრიგელოუ-სკრები), კაზუარინები, პარკოსანთა და მირტისებრთა ოჯახების ნახევრად ბუჩქები. ბუჩქების სიმაღლე 2 მ აღწევს. სკრების მცენარეებს ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული აქვთ მონაცისფრო-მწვანე ფოთლები. ზოგჯერ ფოთლები გადაქცეულია ფილიდიუმებად (აკაციების) ან ეკლებად. სკრებში ბალახოვანი მცენარეები ძალიან ცოტაა; გვხვდება კორდოვანი მარცვლოვანები, ერთწლოვანი უკვდავები, მლაშობურები, ზოგიერთი სუკულენტი.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=სკრები&oldid=130808“-დან