ბრნოს ტრამვაი
ბრნოს ტრამვაი — ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სიდიდით მეორე ტრამვაის სისტემა ჩეხეთის რესპუბლიკაში. ტრამვაის ქსელი გარდა იმისა, რომ მოიცავს საკუთრივ ქალაქ ბრნოს, ასევე უკავშირდება მახლობელ ქალაქ მოდრჟიცეს. ლიანდაგების ჯამური სიგრძე 70,2 კილომეტრს აღწევს. ლიანდაგის სიგანე 1435 მმ-ია, ხოლო ძაბვა 600 V. 2013 წლის მდგომარეობით ბრნოში ტრამვაის 11 მარშრუტია და ექსპლუატაციაშია 314 ვაგონი. 2011 წელს ბრნოს ტრამვაის მიერ გადაყვანილი მგზავრების წლიურმა რაოდენობამ 194,293 მლნ შეადგინა. ბრნოს ტრამვაის ქსელს მართავს ბრნოს ტრანსპორტის სამმართველო, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება ბრნოს მუნიციპალიტეტსა და სამხრეთ მორავიის ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას.
ისტორია
ბრნოს ტრამვაის ისტორია 1869 წლიდან იწყება. ცხენის წევაზე მომუშავე ტრამვაიმ 1869-1900 წწ იარსება, ხოლო 1900 წლიდან მოხდა ქსელის ელექტროფიცირება.
მოძრავი შემადგენლობა
2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბრნოში ექსპლუატაციაშია 314 ტრამვაის ვაგონი:
სურათი | ტიპი | მოდიფიკაცია და ქვეტიპი | მიღების წლები (მთლიანად მიღებული) |
რაოდენობა (12. 6. 2023 მდგომარეობით) |
---|---|---|---|---|
Tatra T3M | Tatra T3 | Tatra T3G, Tatra T3R, Tatra T3P, Tatra T3R.EV, Tatra T3R.PV | 1967–2006 (1963–2006) |
46 |
Tatra K2 | Tatra K2R.03, Tatra K2R.03-P | 1967–1983 (1967–1983) |
2 | |
Tatra KT8D5 | Tatra KT8D5R.N2, Tatra KT8D5N | 1986–2003 (1986–2003) |
32 | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: | Tatra T6A5 | Tatra T6A5 | 1996 (1996) |
48 |
Škoda 03T | Škoda 03T | Škoda 03T | 2003–2006 (2003–2006) |
17 |
Tatra K3R-N | Tatra K3R-N | 2004–2006 (2004–2006) |
4 | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: | VarioLF | VarioLFR.E | 2006–2014 (2006–2014) |
32 |
Škoda 13T | Škoda 13T | Škoda 13T | 2007–2011 (2007–2011) |
49 |
VarioLF2R.E | VarioLF2 | VarioLF2R.E | 2008–2014 (2008–2014) |
32 |
ფაილი:EVO2 1822, Brno, Údolní 02.jpg | EVO2 | EVO2 | 2020–2023 (2020–2023) |
26 |
ფაილი:Škoda 45T 1760, Brno, Stará osada (cropped).jpg | Škoda 45T | Škoda 45T | 2022–2023 (2022–2023) |
5 |
ლიტერატურა
- Kolektiv: 80 elektrické dráhy v Brně, 50 let autobusové dopravy. Dopravní podnik města Brna, Technické muzeum v Brně, Brno 1980.
- Kolektiv: 120 let městské hromadné dopravy v Brně. Dopravní podnik města Brna, Brno 1989.
- Kolektiv: 130 let městské hromadné dopravy v Brně 1869 – 1999. Dopravní podnik města Brna, Brno 1999.
- Kolektiv: 100 let elektrické pouliční dráhy v Brně 1900 – 2000. Vojtěch Wolf – vydavatelství WOLF & Tramvajklub Brno, Ústí nad Labem 2000.
რესურსები ინტერნეტში
- ქალაქ ბრნოს ტრანსპორტის სამმართველო Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, dpmb.cz
- ბრნოს საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, bmhd,cz
- ბრნოს ტრამვაის კლუბი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, tramvajklub.info
- ბრნოს ელექტრო ტრანსპორტის სქემა (2012)
- ბრნოს ტრამვაის სქემა (2016)