ვანდას ტბა
ვანდას ტბა (ინგლ. Lake Vanda) — ტბა ანტარქტიდაში, რაიტის ხეობაში ვიქტორიას მიწის ტერიტორიაზე, მიეკუთვნება როსის ტერიტორიას, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ახალი ზელანდია. ტბას აქვს 5 კმ სიგრძე და მისი მაქსიმალური სიღრმე შეადგენს 69 მეტრს.[1] ფართობი — 5,2 კმ², მაქსიმალური სიგრძე — 8 კმ, მაქსიმალური სიგანე — 2 კმ, საშუალო სიღრმე — 30,8 მ. ტბის ნაპირთან ახალ ზელანდიას 1968 წლიდან აქვს პოლარული სადგური. ვანდა არის ჰიპერდამარილიანებული ტბა, ათჯერ უფრო მეტად მინერალიზებული, ვიდრე ზღვის წყალი[2] და უფრო მეტად მარილიანი ვიდრე მკვდარი ზღვის წყალი და ალბათ კიდევ უფრო მარილიანი, ვიდრე ჯიბუტიში მდებარე ასალის ტბის წყალი, რომელიც ანტარქტიკის ფარგლებს გარეთ ყველაზე მლაშე ტბად ითვლება. ვანდას ტბა ასევე მერომიკტიკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ღრმა წყლები არ ერევიან ნაკლებ სიღრმეზე მყოფ წყლებთან.[3] არსებობს სამი სხვადასხვა წყლის ტემპერატურა წყლის შესაბამისი სიღრმეების მიხედვით, ტბის ფსკერზე არსებული 23 °C-დან შუა ფენის 7 °C-მდე და ტბის ზედაპირზე 4-6 °C-მდე.[4] ეს მხოლოდ ერთი ყინულისაგან თავისუფალი ტბაა ტრანსანტარქტიკული მთების ხეობებში არსებულ მრავალრიცხოვანი მლაშე ტბებიდან. ანტარქტიდაში ყველაზე გრძელი მდინარე ონიქსი მიედინება დასავლეთით მატერიკის სიღრმეში და ჩაედინება ვანდას ტბაში. მდინარის შესართავთან მდებარეობს მეტეოსადგური.
ვანდას ტბა | |
---|---|
Landsat-ის თანამგზავრის ფოტოსურათი Landsat-ის თანამგზავრის ფოტოსურათი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | ანტარქტიდა |
სიგრძე | 8 კმ |
სიგანე | 2 კმ |
ფართობი | 5,2 კმ² |
მოცულობა | 160 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 30,8 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 69 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ტბა მთელი წლის განმავლობაში დაფარულია გამჭვირვალე 3,5–4 მეტრი სისქის ყინულის ფენით. ყინულის ზედაპირი თოვლით არ არის დაფარული და იმყოფება „ღრმა ბზარებით და ხაზებით დასერილ“ მდგომარეობაში.[4]
ვანდას ტბაში და მდინარე ონიქსში არც ერთი სახეობის თევზი არ დაცურავს, მიკროსკოპული სახის სიცოცხლე, ისეთები, როგორიცაა ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, რომელსაც მოსდევს წყლის გაფერადება არ დაფიქსირებულა. ბუნებაზე მავნე ზემოქმედების საფრთხის გამო, რომელიც შეიძლება მოყვეს კვლევებს სამეცნიერო დაივინგი შეზღუდულია ტბის ზედა ფენაში მუშაობისას (30 მეტრზე ზემოთ) და დისტანციური მართვის წყალქვეშა აპარატის გამოყენება არ დაიშვება.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 4.0 4.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted