იმერეთის ოლქი
იმერეთის ოლქი (რუს. Имеретинская область) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1811-1841 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქუთაისი.
იმერეთის ოლქი ოლქი | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
საქართველოს გუბერნიისა და იმერეთის ოლქის რუკა 1823 წ. | ||||
დედაქალაქი | ქუთაისი | |||
ისტორია
იმერეთის ოლქი შეიქმნა იმერეთის სამეფოს გაუქმების შედეგად 1811 წლის 19 აპრილს. თავდაპირველად იყოფოდა 6 ოკრუგად[კ 1]:
- ქუთაისის ოკრუგი
- ვაკის ოკრუგი
- რაჭის ოკრუგი
- საჩხერის ოკრუგი
- ჩხერის ოკრუგი
- ბაღდათის ოკრუგი
იმერეთის ოლქის გაუქმება დამტკიცდა ნიკოლოზ I-ის ბრძანებით[1] 1840 წლის 10 აპრილს, ხოლო ძალაში შევიდა 1841 წლის 1 იანვრიდან. იმერეთის ოლქის ბაზაზე შეიქმნა ქუთაისის მაზრა, რომელიც საქართველო-იმერეთის გუბერნიის ნაწილს წარმოადგენდა.
ლიტერატურა
- Высочайше утвержденное положение о временном управлении имеретинской области. 19 апреля 1811г. ПСЗ-I.Т.31. № 24.597.
კომენტარები
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted