შინაარსზე გადასვლა

ხავიერ ბარდემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:37, 29 დეკემბერი 2020-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ხავიერ ბარდემი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების სახელი ხავიერ ანგელ ენსინას ბარდემი
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1990-დღემდე
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მეუღლე(ები) პენელოპე კრუსი
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2007 — მოხუცებისთვის ადგილი არ არის
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2007 — მოხუცებისთვის ადგილი არ არის
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2007 — მოხუცებისთვის ადგილი არ არის
სხვა ჯილდოები

ვოლპის თასი
2000 — სანამ დაღამდება

2004 — შინაგანი ზღვა
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ხავიერ ბარდემი (ესპ. Javier Bardem; 1 მარტი, 1969) — ესპანელი მსახიობი. არის ოსკარის, ოქროს გლობუსის, ბაფტას და გოიას ჯილდოების მფლობელი. ის პირველი ესპანელია, რომელიც ოსკარის ნომინანატი და გამარჯვებული გახდა.

ბიოგრაფია

ბარდემმა კარიერა დაიწყო მშობლიურ ესპანეთში. ორი ათეული როლის შესრულების შემდეგ ის საერთაშორისო დონეზე ცნობილი გახდა ჯულიან შნაბელის ფილმით „სანამ დაღამდება“, სადაც შეასრულა კუბელი ჰომოსექსუალი მწერლის, რეინალდო არენას როლი. ამ როლისთვის მან, პირველმა ესპანელთაგან, დაიმსახურა ოსკარის ნომინაცია, აგრეთვე მიიღო ვოლპის თასი. 2002 წელს მან მიიღო შეთავაზება სტივენ სპილბერგის ფილმში „განსკაუთრებული აზრი“ ვიტვერის როლზე. ეს იყო როლი აგენტისა, რომელიც პოლიციელის, ანდერტონის (ტომ კრუზი) დაჭერას ცდილობდა. ბარდემმა განაცხადა, რომ არ აპირებდა ტომ კრუზის დევნას და როლი კოლინ ფარელს დაუთმო.[1] 2004 წელს ბარდემმა მეორედ მიიღო ვოლპის თასი ფილმში „შინაგანი ზღვა“ შესრულებული როლისთვის. აქ იგი ასახიერებდა ტეტრაფლეგიით დაავადებულ რამონ სამპედროს. 2006 წელს მან ითამაშა მილოშ ფორმანის ფილმში „გოიას ლანდები“, სადაც მისი პარტნიორი იყო ნატალი პორტმანი. აგრეთვე შეასრულა ფლორენტინო არისას როლი გაბრიელ გარსია მარკესის რომანის ეკრანიზაციაში.

ბარდემის ყველაზე დიდი წარმატება იყო 2007 წელს ძმები კოენების ფილმში „მოხუცებისთვის ადგილი არ არის“ შესრულებული ანტონ ჩიგურის როლი. ამ როლისთვის მან მიიღო ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTAს ჯილდოები.

2008 წელს მონაწილეობა მიიღო ვუდი ალენის ფილმში „ვიკი კრისტინა ბარსელონა“,სადაც ითამაშა მომავალ მეუღლე პენელოპე კრუსთან ერთად. 2012 წელს მიიღო მონაწილეობა ჯეიმზ ბონდის სერიის ფილმში „სკაიფოლი“.

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991 მაღალი ქუსლები Tacones Lejanos ტელევიზიის თანამშრომელი
2000 სანამ დაღამდება Before Night Falls რეინალდო არენა
2002 ორშაბათები მზეზე Los lunes al sol სანტა
2004 შინაგანი ზღვა Mar adentro რამონ სამპედრო
2006 გოიას ლანდები Goya's Ghosts ძმა ლორენცო
2006 სიყვარული ჟამიანობის დროს Love in the Time of Cholera ფლორენტინო არისა
2007 მოხუცებისთვის ადგილი არ არის No country for old men ანტონ ჩიგური
2008 ვიკი კრისტინა ბარსელონა Vicky Cristina Barcelona ხუან ანტონიო
2010 ჭამე ილოცე შეიყვარე Eat Pray Love ფილიპი
2010 ბიუტიფულ Biutiful უქსბალი
2012 სკაიფოლი Skyfall რაულ სილვა
2013 მრჩეველი The Counselor რეინე

პირადი ცხოვრება

2007 წლიდან ბარდემი ურთიერთობაშია ესპანელ მსახიობ პენელოპე კრუსთან. ისინი 2010 წელს დაქორწინდნენ და ყავთ შვილი ლეო ენრიკას კრუსი. ამჟამად წყვილი მეორე ბავშვს ელოდება.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Trivia for Minority Report. Internet Movie Database (2002). ციტირების თარიღი: 29 March 2011.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში

თარგი:ავტორიტეტული წყაროები