შინაარსზე გადასვლა

ქსერქსე I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:28, 30 სექტემბერი 2021-ის ვერსია, 149.3.67.27 (განხილვა) (დამაბნევლად ეწერა. თითქოს კიროს მეორეს და დარიოს პირველს ჰყავდათ შვილი ატოსა :D)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ქსერქსე I
ძვ.-სპ. Xšayaršā, ბაბ. Ḫi-ši-ʾ-ar-šá/ši, ელამ. Ik-še-ir-(iš-)šá, არამ. Aḥašwērōš, ძვ. ბერძნ. Ξέρξης, ლათ. Xerxes
აქემენიანთა სპარსეთის მე-5 მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 486
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 465
წინამორბედი: დარიოს I
მემკვიდრე: არტაქსერქსე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 521 ან ძვ. წ. 519
დაბ. ადგილი: ირანი
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 465
მეუღლე: ამესტრისი
ვაშტი (სადავო)
ესთერი (სადავო)
შვილები: დარიოსი,არტაქსერქსე I; ჰისტასპი
დინასტია: აქემენიდები
მამა: დარიოს I
დედა: ატოსა
რელიგია: ზოროასტრიზმი
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ქსერქსე I (ძვ.-სპ. ხშაიარშან, ითარგმნება როგორც გმირების მეფე) — სპარსი მეფე, რომელიც ირანს ძვ. წ. 486–465 წლებში მართავდა. მეფე დარიოს I-ისა და ატოსას (კიროს II დიდის ქალიშვილის) შვილი.

სამეფო ტახტზე ავიდა ძვ. წ. 486 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 36 წლის ასაკში.

აქტიურად ებრძოდა ბერძნებს, მათთან გადაიტანა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა, თერმოპილეს, სალამინის, პლატეას და მიკალეს ბრძოლები.

ძველი ბერძენი ისტორიკოსის ქტესია კნიდოსელის მიხედვით სიცოცხლის ბოლო პერიოდში იმყოფებოდა სამეფო გვარდიის მთავარსარდლის არტაბანისა და საჭურის ასპამიტრის გავლენის ქვეშ. სავარაუდოდ, ქსერქსეს პოზიციები ამ პერიოდში შესუსტებული იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ ძვ. წ. 467 წელს სპარსეთში შიმშილობა მეფობდა, სამეფო ხაზინა ცარიელი იყო, ხორბლის ფასი შვიდჯერ იყო გაძვირებული. ძვ. წ. 465 წელს არტაბანმა და ასპამიტრიმ საკუთარ საძინებელში მოკლეს 55 წლის მეფე ქსერქსე. ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი მოკლეს თავის უფროს შვილ დარიოსთან ერთად.

ქსერქსეს სიკვდილის შემდეგ იმპერია თანდათან დასუსტდა და ძვ. წ. 331 წელს ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთი დაიპყრო.

1880—1890 წლებში ფრანგმა არქეოლოგებმა გათხარეს ქალაქი სუზა, სადაც ხდებოდა წიგნ „ესთერში“ აღწერილი მოვლენები. მათ აღმოაჩინეს ქსერქსეს სასახლე, რომელსაც დაახლოებით 1 ჰა ფართობი ეკავა. სასახლე სპარსეთის მეფეების ბრწყინვალებასა და დიდებულებაზე მეტყველებდა. ამ აღმოჩენებმა დაადასტურა წიგნ „ესთერში“ აღწერილი სპარსეთის სამეფოს მართვისა და სასახლის არქიტექტურასთან დაკავშირებული დეტალების სიზუსტე. პრაისი თავის წიგნში აღნიშნავს: „არ არსებობს ძველ აღთქმაში აღწერილი ამბავი, რომლის განვითარების ადგილის წარმოდგენაც ისე ცხადად და ზუსტად შეგვეძლოს გათხრების შემდეგ, როგორც შუშანის სასახლისა“

ლიტერატურა

  • Dandamaev, M. A. (1989). A political history of the Achaemenid empire. Brill Publishers, გვ. 373. ISBN 90-04-09172-6Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  • Macaulay, G. C. (2004). The Histories. Spark Educational Publishing. ISBN 1-59308-102-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 


მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ქსერქსე_I&oldid=175066“-დან