შინაარსზე გადასვლა

აკაკი ვასაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:58, 17 სექტემბერი 2024-ის ვერსია, imported>Kober (ლიტერატურა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
აკაკი ვასაძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების სახელი აკაკი ვასაძე
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

აკაკი ალექსის ძე ვასაძე (დ. 6 აგვისტო, 1899, ქუთაისი — გ. 23 მარტი, 1978, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი.

ბიოგრაფია

აკაკი ალექსის ძე ვასაძე დაიბადა 1899 წელს ქუთაისში. 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1920 წელს დაამთავრა გიორგი ჯაბადარის დრამატული სტუდია თბილისში. 1916 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის თეატრში. 1921 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს გადიოდა პირველი რესპუბლიკის ჯარში. ასპინძის მე-9 ათასეულის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1921 წლის მარტის ბათუმის ბრძოლაში.

1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. 1935-1955 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968 წლებში იყო ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1969 წლიდან მოღვაწეობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ხოლო 1975 წლიდან — თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. მნიშვნელოვანი როლებია: რუსთაველის თეატრში – მენგო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო”), ახმა (ს. შანშიაშვილის „ანზორი”), ფრანც მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები”), იაგო (უ. შექსპირის „ოტელო”), კიკვიძე (ვ. დარასელის „კიკვიძე”, მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1942), დარისპანი („შემოდგომის აზნაურები”, დ. კლდიაშვილის მიხედვით), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის „სამშობლო”), შუისკი (ა. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე”, მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1946), პეპია (ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი”), აბდულ სადიქი (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები”, მისივე დადგმა, სტალინური პრემია, 1951) და სხვ.; ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში – ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი”), რიჩარდ III (უ. შექსპირის „რიჩარდ მესამე”), ნერონი (ლ. სანიკიძის „ნერონი”) და სხვ.; რუსთავის თეატრში – ისიდორე (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა”), მეფე ლირი (უ. შექსპირის „მეფე ლირი”, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, 1975), მაესტრო (ს. კვარონსკის „მაესტრო”), გიორგი (თ. ჭიკაძის „სურათები საოჯახო ალბომიდან”) და სხვ.; კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში – პასტორი მანდერსი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი”).

1926 წლიდან აკაკი ვასაძე ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ს. შანშიაშვილის „არსენა”, დ. ერისთავის „სამშობლო”, ჟ. პ. სარტრის „ედმონდ კინი”, ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი” და სხვ.

1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოშიც. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი („გიორგი სააკაძე“), მამასახლისი („მაგდანას ლურჯა“), ფარსმან სპარსი („დიდოსტატის მარჯვენა“).

ვასაძე იყო კორპორაცია „დურუჯის” დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. 1926 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა შოთა რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში, ხოლო 1939 წლიდან — საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში (1947 წლიდან — პროფესორი). იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს I-V მოწვევების დეპუტატი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არის აკაკი ვასაძის სახლ-მუზეუმი.

ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

ბიბლიოგრაფია

  • მოგონებები. ფიქრები, თბ., 1977.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში