Nine Muses (ჯგუფი)
„Nine Muses“ (კორ. 나인뮤지스, ინგლ. 9MUSES, ანუ — „9 მუზა“) — სამხრეთ კორეული გოგოების ჯგუფი, შემდგარი 8 წევრისგან და დაფუძნებული კომპანია Star Empire Entertainment-ის მიერ 2010 წელს. ჯგუფის წევრები არიან ჰიუნა, იერინი, სონა, კიუნრი, ჰემი, მინჰა, სოჯინი, გიმჯო. დებიუტი შედგა 2010 წლის 12 აგვისტოს მათი პირველი ალბომის Let’s Have a Party-ს გამოსვლით. როგორც იყო დაგეგმილი[1] პროდიუსერული სააგენტოთი 2014 წელს, 2015 წლის იანვარში ჯგუფმა გამოუშვა ახალი მინი-ალბომი და დაბრუნდა სცენაზე განახლებული შემადგენლობით და ახალი სტილით.
ისტორია
დებიუტამდე
Nine Muses მოსალოდნელი დებიუტის შესახებ გაცხადებული იყო 2010 წლის 26 მარტს. პირველი რელიზი 12 აგვისტოს შედგა. მათ ოფიციალურ დებიუტამდე, Nine Muses Seo In Young-თან ერთად გამოუშვეს საუნდტრეკი „Prosecutor Princess“-სთვის სახელწოდებით „GiveMe“. თავდაპირველად Nine Muses-ში იყო 14 პოტენციური წევრი, მაგრამ, როდესაც გამოცხადებული იქნა ჯგუფის სახელწოდება, კომპანიამ აირჩია 9 წევრი, რომლებიც უფრო იყვნენ მზად დებიუტისთვის.
2010: დებიუტი და „Let’s Have a Party“
Nine Muses-ს ოფიციარული დებიუტი შედგა 2010 წლის 12 აგვისტოს მათი პირველი ალბომის „Let’s Have a Party“-ის გამოსვლით. რომლის მთავარი სიმღერა იყო „No Playboy“. ამ სიმღერის კომპოზიტორები არიან Rainstone და Park Jin Young. 6 დეკემბერს 2010 წელი - გამოაცხადეს, რომ ჯგუფი ემზადება იაპონიაში გასავლისთვის. 26 დეკემბერს, Nine Muses წარმატებით გამოვიდა ექვსი სიმღერით Seoul Train-ზე, სადაც K-POP არტისტები და ჯგუფები გამოდიოდნენ თავიანთი იაპონელი ფანებისთვის.
2011: ცვლილებები შემადგენლობაში და „Figaro“
2011 წლის 9 ივნისს დამტკიცებული იქნა, რომ ჯგუფში დარჩა 7 წევრი. Star Empire Entertainment-მა თავიდან განაცხადა, რომ რანა და ბინი უწინდელივით ჯგუფის წევრებათ ითვლებიან, მაგრამ არ აპირებენ ღონისძიებებზე გამოსვლას. ამის მიუხედავად, შესვენებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, Star Empire-მ გამოაცხადა, რანა და ბინი ოფიციალურად ტოვებდნენ Nine Muses. გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებული იყო. როგორც რანას ასევე ბინსაც სურდა ინდივიდუალური მუშაობა. თუმცა ორივეს კვლავ ჰქონდათ გაფორმებული კონტრაქტი კომპანიასთან. 18 აგვისტოს ჯგუფმა გამოუშვა პირველი სინგლი „Figaro“ და თანდართული მუსიკალური ვიდეო.
2012: ახალი წევრები და „Sweet Rendezvous“
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c8/Nine_Muses_at_mini_album_WILD_launching_showcase_event_from_acrofan_%282%29.jpg/250px-Nine_Muses_at_mini_album_WILD_launching_showcase_event_from_acrofan_%282%29.jpg)
Nine Muses წარადგინეს თავიანთი ახალი წევრი კიუნრი აბუ-დაბიში გამოსვლის დროს, არაბთა გაერთიანებული საამიროები. 2012 წლის 1 იანვარს მათ გამოუშვეს სურათები მეორე სინგლისთვის „News“, რვავე წევრის ჩვენებით. Nine Muses გამოუშვეს ვიდეო სიმღერისთვის „News“ 10 იანვარს, ხოლო სინგლი ერთი დღით მოგვიანებით, 11 იანვარს. სიმღერის პროდიუსერი იყო Sweetune, რომელიც ასევე სიმღერა „Figaro“ დააპროდიუსერა. სიმღერამ ყურადღება მიიპყრო და Nine Muses-ს ფანები შემმატა. 20 თებერვალს Star Empire Entertainment-მა განაცხადა, რომ დადებითი განწყობის გამო ჯგუფი ახალი ტრეკით მარტში დაბრუნდებოდა. 6 მარტს გამოუშვეს თიზერი სიმღერისთვის „Ticket“ მათი მინი ალბომიდან „Sweet Rendezvous“. კლიპი სიმღერისთვის „Ticket“ გამოუშვეს 8 მარტს. 6 აპრილს, ინტერვიუში Ariran-სთვის, სერამ მინიშნებით თქვა, რომ ჯგუფი ემზადება მომავალში დაბრუნებისთვის ახალ და ბოლო წევრთან სონასთან ერთად. 25 მაისს მათ წარადგინეს 2 მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის მეომრების გასამხნევებლად „My Youth’s Allegiance“.
2013: „Dolls“, „Wild“, „Prima Donna“ და „GLUE“
მომდევნო სინგლი, „Dolls“, გამოშვებული იყო 2013 წლის იანვარში. მას დებიუტი ჰქონდა რიცხვი 35-ის ქვეშ GAON TOP100 Chart-ზე და რიცხვი 11-ის ქვეშ M!Countdown-ზე, მეშვიდე ადგილის მიღწევით. 2013 წლის 9 მაისს გამოქვეყნებული იყო მუსიკალური ვიდეო „Wild“. სინგლმა „Wild“-მა მიაღწია პირველ ადგილებს სხვადასხვა ონლაინ-ჩარტებში და დებიუტი ჰქონდა Gaon chart 2013-ზე 32-ე ადგილიდან, იმ დროისთვის როდესაც ფიზიკური მინი-ალბომი „Wild“ მოხვდა გაყიდვებში 16 მაისს, მე-4 ადგილის დაკავებით, და დღეისათვის ეს მათი ყველაზე დიდი მიღწევაა.
სანამ წევრები დაკავებულნი იყვნენ სოლო მოღვაწეობით და გამოსვლებით, გავრცელდა ჭორები შესაძლო ქვეჯგუფის შექმნის შესახებ. შემდეგი ჭორი იყო მათი სცენაზე დაბრუნების თარიღი. 2013 წლის 25 სექტემბერს ჯგუფის ტვიტერით გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ გოგოები დაბრუნდებიან 2013 წლის 14 ოქტომბერს. პირველი ნახევარფორმატული ალბომის სახელწოდებაა „Prima Donna“ და შედგება 11 სიმღერისგან. მთავარი სიმღერა „GUN“ კვლავ დაპროდიუსერებულია Sweetune-ს მიერ. ახალი ამბების საიტები წერდნენ, რომ Nine Muses თავიანთ დაბრუნების გამოსვლას 10 ოქტომბერს M!Countdown-ზე ჩაატარებენ, მაგრამ ალბომის რელიზი მაინც 14 ოქტომბერს შედგა.
2013 წლის 14 ნოემბერს ტვიტერში Nine Muses გამოქვეყნებული იყო მათი კულისების ფოტო „Gun“-ის ბოლო გამოსვლიდან M!Countdown-ზე, რომელთაც ეჭირათ წარწერები „Coming Soon“. ეს იყო მინიშნება იმისა,რომ ისინი მესამე ციფრული ალბომით ბრუნდებოდნენ. 26 ნოემბერს, ოფიციალური გვერდიდან Nine Muses Facebook-ში, გამოქვეყნებული იყო თიზერ სურათი ციფრით „25“, მათი მოსალოდნელი დაბრუნებისთვის ციფრული სინგლით „GLUE“ 2013 წლის 4 დეკემბერს.
2014: ეუნჯი, ლი სემი და სერა ტოვებენ ჯგუფს, კიონრი ახალ ტრიოს უერთდება
2014 წლის დასაწყისში ლი სემმა და ეუნჯიმ შეწყვიტეს სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოჩენა, სადაც მთელი ჯგუფი მონაწილეობდა. მოგვიანებით გამოაცხადეს, რომ ისინი ტოვებდნენ Nine Muses, რადგან გადაეწყვეტათ კარიერის გაგრძელება ჯგუფის გარეთ. მოგვიანებით ივნისში სერას კონტრაქტი ამოიწურა და მან გაგრძელება არ გადაწყვიტა. ამგვარად ჯგუფში 6 წევრი დარჩა. სერას წასვლამდე ჯგუფი Nine Muses დაბრუნება დაგეგმილი იყო 2014 წლის აგვისტოსთვის, მაგრამ ახალი წევრების ძებნის გამო გადაწყვიტეს თარიღის გადაწევა ნოემბრამდე. 22 აგვისტოს Star Empire Ent განაცხადეს, რომ კიონრი, კევინი (ZE:A), და ასევე სააგენტოს ტრეინი სოჯინი (Sojin) გაერთიანდებიან ახალი ტრიოს შექმნისთვის NASTY NASTY[2]. ტრიოს დებიუტი 3 სექტემბერს შედგა. სიმღერა „Knock“ მათი დაბრუნებისთვის დაწერილი იყო კომპოზიტორი Rado-ს მიერ.
2015: ახალი წევრები, მინი ალბომი „DRAMA“
9 იანვარს შუა ღამეს ჯგუფის ოფიციალურ ტვიტერის საიტზე გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია ჯგუფის დაბრუნების შესახებ მინი-ალბომით „DRAMA“[3]. მინი-ალბომი შედგება 9 ტრეკისგან. ალბომის მთავარი სიმღერა დაწერილია კომპოზიტორ ჯეონგ ჩანუკის მიერ (정창욱), მან ასევე დაწერა სიმღერა „Ping“ ჯგუფის პირველი სრულყოფილი ალბომისათვის. რამდენიმე დღეში, 15 იანვარს, ჯგუფის ოფიციალურ საიტზე დაიდო ინფორმაცია ახალი წევრების შესახებ: სოჯინი (Sojin) და გეუმჯო (Geumjo). სოჯინი ასევე ტრიო NASTY NASTY-ს წევრია (კიუნრისთან ერთად), გეუმჯო - კომპანიის თრეინი.
ჯგუფის შემადგენლობა
აქტიური შემადგენლობა
სასცენო ფსევდონიმი | სრული სახელი | დაბადების თარიღი | ||
---|---|---|---|---|
რომანიზაცია | ჰანგული | რომანიზაცია | ჰანგული | |
Hyuna (ჰიუნა) | 현아 | Moon Hyun-Ah | 문현아 | 19.01.1987 |
Erin/Euaerin (იერნი) | 애린/이유애린 | Lee Hye-Min | 이혜민 | 3.05.1988 |
Sungah (სონა) | 성아 | Son Seong-Ah | 손성아 | 8.07.1989 |
Kyungri (კიუნრი) | 경리 | Park Kyeong-Ree | 박경리 | 5.07.1990 |
Hyemi (ჰიემი) | 혜미 | Pyo Hye-Mi | 표혜미 | 5.04.1991 |
Minha (მინჰა) | 민하 | Park Min-Ha | 박민하 | 27.06.1991 |
Sojin (სოჯინი) | 소진 | Jo So-Jin | 조소진 | 11.10.1991 |
Geumjo (გიმჯო) | 금조 | Lee Geum-Jo | 이금조 | 17.12.1992 |
ჯგუფიდან წასულები
სასცენო ფსევდონიმი | სრული სახელი | დაბადების თარიღი | ||
---|---|---|---|---|
რომანიზაცია | ჰანგული | რომანიზაცია | ჰანგული | |
Rana (ანა) | 라나 | Kim Ra-Na | 김라나 | 26.06.1983 |
Bini (ბინი) | 비니 | Lee Hye-Bin | 이혜빈 | 13.11.1985 |
Jaekyung (ჯეკიუნი) | 재경 | Jeong Seo-Yeong | 정서영 | 9.09.1987 |
Lee Sem (ლი სემი) | 이샘 | Lee Hyeon-Ju | 이현주 | 5.05.1987 |
Sera (სერა) | 세라 | Ryu Se-Ra | 류세라 | 3.10.1987 |
Eunji (ეუნჯი) | 은지 | Park Eun-Ji | 박은지 | 27.09.1988 |
შემადგენლობა დროის მიხედვით
<timeline> ImageSize = width:530 height:300 PlotArea = width:435 height:225 left:70 bottom:65 Alignbars = justify DateFormat = mm/dd/yyyy Period = from:2010 till:2016 TimeAxis = orientation:horizontal format:yyyy
Colors =
id:Pre-debut value:teal legend:Pre-debut
Legend = orientation:horizontal position:bottom ScaleMajor = unit:year increment:1 start:2010 gridcolor:black
PlotData =
color:green width:10 textcolor:black align:left anchor:from bar:Euaerin from:08/12/2010 till:end bar:Hyemi from:08/12/2010 till:end bar:Minha from:08/12/2010 till:end bar:Hyuna from:10/14/2010 till:end bar:Kyungri from:08/12/2011 till:01/01/2012 Color:Pre-debut bar:Kyungri from:01/01/2012 till:end bar:Sungah from:04/18/2012 till:01/23/2013 Color:Pre-debut bar:Sungah from:01/24/2013 till:end bar:Sojin from:06/01/2014 till:01/11/2015 Color:Pre-debut bar:Sojin from:01/11/2015 till:end bar:Geumjo from:09/25/2014 till:01/11/2015 Color:Pre-debut bar:Geumjo from:01/11/2015 till:end bar:Sera from:start till:06/23/2014 bar:Sera from:start till:08/12/2010 Color:Pre-debut bar:LeeSem from:start till:01/28/2014 bar:LeeSem from:start till:08/12/2010 Color:Pre-debut bar:Eunji from:08/12/2010 till:01/28/2014 bar:Rana from:08/12/2010 till:02/11/2011 bar:Bini from:08/12/2010 till:02/11/2011 bar:Jaekyung from:start till:10/14/2010 bar:Jaekyung from:start till:08/12/2010 Color:Pre-debut
</timeline>
დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
- (14.10.2013) PRIMA DONNA
- მინი-ალბომები
- (08.03.2012) Sweet Rendezvous
- (09.05.2013) WILD
- (23.01.2015) DRAMA
- ფიზიკური სინგლები
სამხრეთ კორეაში ფიზიკური (ანუ გამოშვებული სიდი-დისკით ან სხვა გადამტანი საშუალებით) სინგლის სახელწოდებაა „single album“.
- (12.08.2010) Let’s Have A Party
- (24.01.2013) Dolls
- ციფრული სინგლები
- (18.08.2011) Figaro
- (11.01.2012) NEWS
- (04.12.2013) Glue
- კოლობორაციები
- (07.04.2010) Prosecutor Princess OST Part.2 (Seo In Young, Nine Muses)
- (30.11.2011) Star Empire (Park Jung Ah, Seo In Young, ZE:A, Nine Muses, Jewelry)
- (16.08.2012) MBC Music 'MM Choice' Part.3 (Nine Muses, Rhythm Power)
- (05.09.2012) That Woman Writes Lyrics, That Man Composes Music Season 2 OST (Tak Jae Hoon, Kim Jong Min, Nine Muses)
- სხვა
- (05.07.2012) TEAM SIII — Win The Day (Modu Aesseuri)
ჯილდოები
წელი | პრემიის სახელწოდება | კატეგორია | შედეგი |
---|---|---|---|
2010 | Korean Culture Entertainment Awards | New Generation Popular Music Teen Singer Award[4] | მოგებული |
Korean Beauty Design Expo | Beauty Popularity Star Award[5] | მოგებული | |
Mnet Asian Music Award | საუკეთესო ახალი სიმღერა/მუსიკალური კოლექტივი | ნომინირებული | |
2013 | Asian Model Festival Awards | ნომინირებული | |
KPOP+ Music Awards | Best Female Group[6] | მოგებული | |
Most Improved Artist[7] | მოგებული |
იხილეთ აგრეთვე
- seventeen (ჯგუფი)
- AOMG
- Illionaire Records
- EXO (ჯგუფი)
- 2NE1 (ჯგუფი)
- S.M.Entertainment
- CNBLUE (ჯგუფი)
- IKON (ჯგუფი)
- 2PM
- Bangtan Boys (ჯგუფი)
- Monsta X (ჯგუფი)
- G-Dragon (მომღერალი)
- Big Bang (ჯგუფი)
- Super Junior (ჯგუფი)
რესურსები ინტერნეტში
- Official Korean website Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Nine Muses to possibly add two new members before comeback
- ↑ http://www.allkpop.com/article/2014/08/nine-muses-kyung-li-and-zea-kevins-upcoming-project-trio-nasty-nasty-unveil-a-steamy-teaser-image (ინგლისური)
- ↑ https://twitter.com/9muses_/status/553204512769310720
- ↑ Победители 18th Korean Culture Entertainment Awards
- ↑ Nine Muses победили «Beauty Popularity Star Award»
- ↑ The 4th Annual KPOP+ Music Awards 2013: Таблица всех результатов
- ↑ The 4th Annual KPOP+ Music Awards 2013: Объявление результатов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2016-10-01.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted