The Lamb Lies Down on Broadway
The Lamb Lies Down on Broadway | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:2Lamb74.jpg | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
studio — | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოცემის თარიღი | 29 ნოემბერი, 1974 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა | აგვისტო - ოქტონბერი, 1974, სტუდია Island Mobile, უელსი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბლი |
Charisma Atco | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | ჯონ ბერნსი; ჯენესისი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Script error: No such module "Music ratings". The Lamb Lies Down on Broadway — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის ორმაგი კონცეპტუალური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1974 წლის 29 ნოემბერს. ეს არის ჯგუფის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი და უკანასკნელი, ჩაწერილი პიტერ გებრიელის მონაწილეობით. ალბომში მოთხრობილია პუერტო რიკოელი ახალგაზრდის, რაელის სიურრეალისტური ამბავი, რომელიც ვითარდება ნიუ-იორკის ქუჩებსა და მიწისქვეშეთში. მიწისქვეშ რაელი აღმოაჩენს თავის გარდაცვლილ ძმა ჯონს. სხვადასხვა მოგზაურობისას იგი სიურრეალისტურ სამყაროში ამოჰყოფს თავს. საბოლოოდ, იგი საკუთარ ბედს შეეგუება და მოულოდნელად მიხვდება, რომ უკვე დიდი ხნის მკვდარია. ალბომის კონცეფცია პიტერ გებრიელს ეკუთვნის. დღემდე ეს მისი ტექსტობრივად ყველაზე რთული ნაწარმოებია. The Lamb Lies Down on Broadway ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კონცეპტუალურ ალბომად. დისკის გამოცემის შემდეგ მოეწყო მასშტაბური თეატრალიზებული ტურნე, რომლის დასრულებისას გებრიელმა განაცხადა ჯგუფიდან წასვლაზე. ჩაწერის ისტორიაალბომის ევოლუცია დაიწყო ჯერ კიდევ 1974 წლის მარტში. ამ პერიოდში ჯენესისი მოგზაურობდა საკონცერტო ტურნეთ შტატებსა და კანადაში, ალბომის Selling England by the Pound მხარდასაჭერად. ამერიკელი მსმენელები ცუდად იცნობდნენ ჯგუფის რეპერტუარს, ასე რომ ყოველი ახალი ქალაქის ათვისება ცალკე ამოცანას წარმოადგენდა. ტურის გრაფიკი იყო დაძაბული და მუსიკოსები დაღლილები იყვნენ. უკანასკნელი კონცერტები ჩატარდა ნიუ-იორკში და ამბობენ, რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდა ალბომის იდეის ჩასახვა. 1974 წლის ზაფხულში ჯენესისი შევიდა სტუდიაში და დაიწყო მუშაობა ყველაზე ამბიციურ სტუდიურ დისკზე. მუსიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ალბომი ასი პროცენტით კონცეპტუალური იქნებოდა[1], ხოლო მისი შემადგენელი ნაწილები პირდაპირ კავშირში იქნება სიუჟეტურ ხაზთან. განიხილებოდა ორი ვარიანტი. პირველი მაიკლ რეზერფორდის მიერ იქნა შემოთავაზებული - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ ალბომად გადაქცევა. პიტერ გებრიელს ეს იდეა არ მოეწონა, მას უკვე ჰქონდა თავისი სიუჟეტური ხაზი, რომელიც უამრავ სიურეალისტურ, აბსტრაქტულ თუ ალეგორიულ ელემენტს შეიცავდა, სადაც რეალური არარეალურს უერთდებოდა. საბოლოოდ, მუსიკოსები შეთანხმდნენ, რომ გებრიელის იდეა მნიშვნელოვანია. შემდეგ ადგილი ჰქონდა ლირიკის შექმნასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ გებრიელმა კვლავ დაარწმუნა კოლეგები - ამჯერად იმაში, რომ სჯობდა, ყველა ტექსტი მისთვის ენდოთ. თავის ინტერვიუებში იგი იხსენებდა:
გებრიელმა დაიწყო ტექსტების წერა და მუსიკალური ექსპერიმენტების ძიება. რეპეტიციები გადიოდა სტუდიაში Headley Grange, სადაც უფრო ადრე მუშაობდა ლედ ზეპელინი. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. ახალი მასალა იყო უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა ალბომების ვრცელი ეპიკური ნაშრომები, მაგრამ პიტერი მეტად უცნაური, გამუდმებით დაძაბული იყო. ნაწილობრივ ვიღაცამ ეს დააბრალა სტუდიის აურას - ლედ ზეპელინის გიტარისტი ჯიმი პეიჯი თითქოს თავის ოკულტურ წესებს იცავდა და უცნაურ ცდებს ატარებდა ამ სტუდიაში (თუმცა, არავის ეს არ დაუმტკიცებია). თავისი როლი ითამაშა მუდმივმა დაღლილობამ, ყველაფერთან ერთად პიტერის მეუღლე ჯილი ფეხმძიმედ იყო. ალბომზე მუშაობა უკვე მთელი ძალებით მიმდინარეობდა, როდესაც გებრიელს დაურეკა ჰოლიველმა რეჟისორმა უილიამ ფრიდკინმა. მას სურდა ისეთ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელსაც ჰოლივუდთან შეხება არ ჰქონია. პიტერთან დაკავშირების სურვილი გაუჩნდა ალბომის Genesis Live კონვერტზე გამოტანილი უცნაური ისტორიის წაკითხვის შემდეგ. მისი თქმით, ამან მისცა სიგნალი. თავდაპირველად პიტერმა უარი უთხრა თანამშრომლობაზე, მაგრამ რამდენიმე დღეში მისი ბერვები აღარ ძლებდა, იგი აბსოლუტურად არ აკონტროლებდა თავის თავს. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს გებრიელი მოულოდნელად შეახტა ველოსიპედს, გაიქცა უახლოესი სატელეფონო ჯიხურისკენ, დაურეკა ფრიდკინს, შემდეგ კი დაუბრუნდა კოლეგებს და აუწყა, რომ რამდენიმე თვე სცენარზე იმუშავებდა. მისივე თქმით, ეს იქნებოდა მცირე შესვენება, მაგრამ სხვებმა უარი უთხრეს, რაზეც პიტერმა განაცხადა, რომ ჯგუფიდან წავიდოდა. მაშინ ჯენესისის სხვა წევრებმა ისიც კი ივარაუდეს, რომ დარჩებოდნენ ინსტრუმენტულ კოლექტივად. საბოლოოდ, სიტუაცია განმუხტა Charisma Records-ის პროდიუსერმა ტონი სტრეტონ-სმითმა. მან ღიად განუცხადა ფრიდკინს, რომ მისმა პროექტმა შესაძლებელია დაასამაროს ეს ჯგუფი. ფრიდკინი გაოგნებული იყო და უბრალოდ თავს იმართლებდა იმით, რომ მხოლოდ რამდენიმე იდეა სჭირდებოდა და არა პიტერის აქტიური ჩართვა მის პროექტში. ამის შემდეგ ტონის რამდენიმე საათი დასჭირდა, რათა პიტერი ჯგუფში დაებრუნებინა. სარეპეტიციო სესიების მსვლელობისას მუსიკოსებს მრავალი იმპროვიზაციის საშუალება ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი იმპროვიზაციის შედეგი იყო „Fly On A Windshield“, ალბომის მეორე კომპოზიცია. ჩაწერისას ასეთი რამ მოხდა - მუსიკოსებმა სტუდიაში ჩააქრეს განათება. სტივმა და ტონიმ დაიწყეს ინსტრუმენტებით უცნაური ხმების შექმნა. მოულოდნელად გაისმა ჭექა-ქუხილის ხმა. ეს იმპროვიზაცია, ცნობილი როგორც „Evil Jam“, ალბომში „The Waiting Room“-ის სახეს ატარებს. მას შემდეგ, რაც მასალაზე მუშაობა დაასრულეს, ჯგუფმა უელსში ინსტრუმენტული ნაწილის ჩაწერა დაიწყო. ამ პერიოდში გებრიელს პირველი შვილი ეყოლა, რომელიც მოათავსეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. „უელსში ვიწერდით, ჩემი გოგონა კი სიკვდილ-სიცოცხლის პირას, პედინგტონში იმყოფებოდა. ამიტომ ხუთსაათიანი მგზავრობები მიწევდა. ძალიან მღლიდა. სხვები მითანაგძნობდნენ, მაგრამ ბოლომდე არ ესმოდათ. ჯგუფისთვის ყოველთვის მთავარი იყო ჩვენი ვალდებულებები. ჩვენი ცხოვრება იყო მუშაობა და არსებობის სხვა სახით გამოხატვა აღიქმებოდა, როგორც საშიში“. მას შემდეგ, რაც მუსიკალური ნაწილი ჩაიწერა, დარჩა ტექსტების დამატება. ჯგუფში არ მოსწონდათ, რომ პიტერი აგვიანებდა მათ მიტანას. ვინაიდან მასზე ზეწოლა ხდებოდა, ყოველივე აისახა საბოლოო ტექსტების ბუნდოვან ხასიათში - პიტერს არ ჰქონდა საკმარისი დრო, კონცეფციისთვის გადაეხედა. საბოლოო ჯამში, მხოლოდ „The Light Dies Down On Broadway“-ის ტექსტი დაწერეს ტონი ბენქსმა და მაიკ რეზერფორდმა. ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ მუშაობა Island Studios-ში, ნოტინგ-ჰილში გაგრძელდა. პიტერი შეხვდა ბრაიან ინოს, რომელსაც სთხოვა, ალბომის ჩაწერაში დახმარებოდა. უამრავი ექსპერიმენტის შემდეგ ალბომში მისი მონაწილეობით მხოლოდ ორი კომპოზიცია შევიდა - „In the Cage“ და „The Grand Parade of Lifeless Packaging“. საბოლოო ეტაპზე ალბომზე ლონდონში მუშაობდნენ. ფილ კოლინზი მასზე ღამით იჯდა და საბოლოო მიქსს ამზადებდა. ჩაწერის მიწურულს სტივ ჰეკეტმა ცერა თითზე ნერვი დაიზიანა, რის გამოც ინგლისში დაგეგმილი სამკვირიანი ტურნე გადაიდო. სიმღერების სია
დისკი 1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted დისკი 2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted პერსონალი
ტურნეჩარტები
სერტიფიცირებებიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
- Pages with script errors
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- მუსიკის ინფოდაფები ტიპის უცნობი პარამეტრით
- Certification Table Entry usages for Canada
- Certification Table Entry usages for France
- Certification Table Entry usages for United Kingdom
- Certification Table Entry usages for United States
- ჯენესისის ალბომები
- 1974 წლის ალბომები
- კონცეპტუალური ალბომები
- Atco Records-ის ალბომები
- Charisma Records-ის ალბომები
- როკ-ოპერები
- ალბომები Hipgnosis-ის გარეკანის დიზაინით
- ალბომები პიტერ გებრიელის პროდიუსერობით
- ალბომები ფილ კოლინზის პროდიუსერობით
- ალბომები ტონი ბენქსის პროდიუსერობით
- ალბომები მაიკ რეზერფორდის პროდიუსერობით