შინაარსზე გადასვლა

ზენონ იყალთოელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
17:54, 4 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (185.70.53.6-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა GiorgiXIII-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ზენონ იყალთოელიVI საუკუნის შუა წლებში იყალთოში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 16 (29) ოქტომბერი). დააარსა იყალთოს მონასტერი, დასაფლავებულია იქვე.

ცხოვრება

ზენონ იყალთოელის ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. გადმოცემით ცნობილია რომ ის იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და მოღვაწეობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.

ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის. ზენონ იყალთოელი იხსენიება ზედაზნელის ცხოვრებაში.

ხსენების დღე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ზენონ იყალთოელის ხსენების დღეს 29 ოქტომბერს [ძვ. სტ. 16 ოქტომბერი] აღნიშნავს.

ლიტერატურა