შინაარსზე გადასვლა

ხაჭაპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
04:14, 31 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (დაარქივდა 1 წყარო და 0 წყარო მოინიშნა მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:ინფოდაფა კერძი

ხაჭაპურიქართული სამზარეულოს კერძი. ქართული ეროვნული ცომეული ნაწარმი, წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან.[1] არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: იმერული, აჭარული, მეგრული, გურული, სვანური, რაჭული, ხევსურული, თუშური. განსაკუთრებით ცნობილია იმერული ხაჭაპური. ხაჭაპურის ნაირსახეობას წარმოადგენს თუშური „კოტორი“.[2] როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. როგორც წესი, შიგთავსი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს, კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს.[1] ხაჭაპური ეროვნული საკვები კულტურის მონაპოვარია.[2]

2019 წლის 22 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[3] იმავე წელს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019“,[4] სადაც სხვა ქართულ კერძებთან ერთად ხაჭაპურიც წარადგინეს.[5]

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინიციატივით, 2020 წლის 27 თებერვალი გამოცხადდა „ხაჭაპურის ეროვნულ დღედ“[6], რათა აღინიშნოს საქართველოს ეროვნული ფასეულობის მატარებელი პროდუქტის მნიშვნელობა და ასევე ხელი შეუწყოს მის აღიარებას საერთაშორისო დონეზე.[7]

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ხაჭაპური — გასტრონომია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-07. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
  2. 2.0 2.1 ხაჭაპური — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
  3. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისათვის — „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-22. ციტირების თარიღი: 22 დლეკემბერი, 2019.
  4. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვა. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  5. საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (31 იანვარი, 2019). ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  6. 27 თებერვალი - ხაჭაპურის ეროვნული დღე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 2022-02-28.
  7. ხაჭაპური ეროვნული დღე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-15. ციტირების თარიღი: 2021-01-16.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ხაჭაპური&oldid=7293“-დან