ადგილის დედა
იერსახე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ადგილის დედა — ქართული წარმართული ღვთაება. ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთი. ფშავლებს და ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც – ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველს.
ლიტერატურა
- ოჩიაური თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 50.
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ბაკმი, 2007. — გვ. 13, ISBN 978-99940-27-10-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.