შინაარსზე გადასვლა

არამ-ხუტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არამ-ხუტუამირანის ორეული ამირანიანის მეგრული ვერსიით. ზოგიერთი მეცნიერის (ივ. ჯავახიშვილი) აზრით, „ამირანი“ „არამიდან“ მომდინარეობს. არამ-ხუტუს ხური-ურარტულ ონომასტიკასთან უნდა ჰქონდეს კავშირი (გ. ჟორდანია). მამაკაცის მეგრულ საკუთარ სახელს ხუტუ (ხუტა)-ხუთას-ს მოეპოვება შესატყვისი ხური-ურარტულ ტექსტებში) (ნუზის არქივი) და დასაშვებად არის მიჩნეული, რომ სახელი „ხუტუ“ ურარტელთა დედამიწის ღვთაება - ხუტუინისაგან წარმოდგება. რაც შეეხება „არამს“, იგი უკავშირდება ურარტელთა პირველი მეფის - არამეს სახელს. დასაშვებია იცის, რომ ურარტელმა ხალხმა თავისი გმირი მეფის სახელს დაუმატა „ხუტუ“ და ამით ღვთაებრივ სამყაროს დაუკავშირა.

ლიტერატურა