ამურის ვეფხვი
ამურის ვეფხვი (ლათ. Panthera tigris altaica), აგრეთვე ცნობილი, როგორც უსურიული ვეფხვი და ციმბირული ვეფხვი — ვეფხვის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ქვესახეობა, რომელიც გვხვდება რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთსა და შესაძლოა ჩრდილოეთ კორეაში. წარსულში ბინადრობდა კორეის ნახევარკუნძულზე, თუმცა ამჟამად უმთავრესად გავრცელებულია სიხოტე-ალინის მთიან რეგიონსა და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პრიმორიეს მხარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამურის ვეფხვი გენეტიკურად ახლოს დგას გადაშენებულ თურანის ვეფხვთან. ძირითადად იკვებება იზუბრით, მუშკით, გორალით, ლოსით, ციმბირული შველით, ხალებიანი ირემით, გარეული ღორით და ზოგჯერ პატარა ზომის ჰიმალაიური დათვითა და მურა დათვით; აგრეთვე თავს ესხმის კურდღელს, მებულულესა და ორაგულს. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში. ამურის ვეფხვის ნახვა თბილისის ზოოპარკშიც იყო შესაძლებელი.
რესურსები ინტერნეტში
- 21st Century Tiger Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Amur Leopard and Tiger Alliance (ALTA) – Conservation of Amur tigers and leopards in the wild
- World Wide Fund for Nature: Amur tiger