შინაარსზე გადასვლა

დიონოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიონოსი (დიონისე))

დიონოსი, დიონისე — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1510-1511 წლებში.

ის მოიხსენიება 1511 წლით დათარიღებულ კახთა მეფის ავ-გიორგის მიერ მცხეთისათვის გაცემულ საბუთში, რომელიც მეფეს მის მიერვე მოკლული მამის, ალექსანდრე I-ის სულის მოსახსენებლად — სააღაპედ გაუცია. ავ-გიორგის მიერ ჩადენილი ცოდვის გამო კათოლიკოსი დიონოსი, მთავარეპისკოპოსი მალაქია და ამბა-ალავერდელი იოვანე „რჯულისა წესითა გამოენახენ“, რის საპასუხოდაც კახთა მეფე „პაპათაგან გაჩენილ“, ე. ი. მცხეთისათვის კახ მეფეთა მიერ შეწირულ კახურ მამულებს სითარხნის პირობით უმტკიცებს მცხეთის საკათოლიკოსო საყდარს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • მეტრეველი, როინ (2010). საქართველოს მეფეები და პატრიარქები. თბილისი: არტანუჯი. ISBN 978-9941-421-21-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=დიონოსი&oldid=2106“-დან