შინაარსზე გადასვლა

მიქაელ I (მთავარეპისკოპოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი მიქაელ Iქართლის ეპისკოპოსი (მთავარეპისკოპოსის ტიტულით) V ს-ის 50-იანი წლებიდან 60-იანი წლების ბოლომდე. ბიზანტიიდან მოწვეული ბერძენი. ვახტანგ გორგასლის აღმზრდელ-მასწავლებელი. მიქაელი იღვწოდა ქრისტიანობის განმტკიცებისათვის, ენერგიულად ებრძოდა ქართლში ფეხმოკიდებულ სხვადასხვა ერესს და მაზდეანობას. დაწვა ქართლის ეპისკოპოსის მობიდანის ერეტიკული წიგნები. მიქაელი არ ემხრობოდა ვახტანგ გორგასლის საეკლესიო-სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ზღუდავდა ეკლესიის დამოუკიდებლობას. მეფესა და მიქაელს შორის უთანხმოება ისე გამწვავდა, რომ განაწყენებულმა ეპისკოპოსმა მასთან საამბორებლად მისულ ვახტანგს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ კადნიერებისათვის მიქაელი ქართლიდან გააძევეს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა