შინაარსზე გადასვლა

მაქსიმე I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ვიკიციტატა
„ႵႤ: ႷႣ: ႻႪႰႭ: ႸႤ: ႠႴႾႦႧ: ႩႦႨ: ႡႲႨ: ႫႵႱႨႫႤ: ႠႬ:“
(ქრისტე ყოვლად ძლიერო შეიწყალე აფხაზეთის კათალიკოზი ბატონი მაქსიმე ამინ.)

მაქსიმე I (გვარად მაჭუტაძე; გ. 1656) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1639-1656 წლებში. ადრე იყო შემოქმედელი მღვდელთმთავარი, ნახსენებია შემოქმედის მონასტრის მთავარი ეკლესიის სამშენებლო წარწერაში. იბრძოდა ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ.

1634 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დადიანის ქორილში ამ უკანასკნელს ამალში ახლდნენ გურია-სამეგრელოს რჩეული თავადები და ეპისკოპოსები, მათ შორის მაქსიმე მაჭუტაძე. მაქსიმე გორში შეხვდა იტალიელი კათოლიკე მისიონერების, თეატინელთა მისიის წარმომადგენლებს, მათ პრეფექტს პიეტრო ავიტაბილეს და სთხოვა მისიონერები გაეყოლებინათ გურიაში ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. თანხმობის მიღების შემდეგ მან გურიაში ჩაიყვანა ქრისტეფორე კასტელი, პატრი ანტონიო ჯარდინა და ბერი კლაუდიო.[1]

მაქსიმე I-მა ოდიშის მთავარს, ლევან II დადიანს, აღადგენინა გაუქმებული ხობის მონასტერი, მოაწესრიგა ოდიშში თავად-აზნაურთა საწესო-საკათოლიკოსო გადასახადების აკრეფის საქმე. 1640 წელს მასპინძლობდა ელჩინისა და ზახარევის ელჩობას ლევან II დადიანთან, აგრეთვე ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობას იმერეთის მეფესთან 1650-1652 წლებში. მაქსიმე I-მა სამჯერ იმოგზაურა იერუსალიმში, სადაც დიდი შეწირულება გაიღო ქართული მონასტრებისათვის.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=მაქსიმე_I&oldid=2160“-დან