დოგუზაანი
დოგუზაანი — ნასოფლარი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. ჭურთის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1070 მ-ზე, დაბა ახალგორიდან 27 კმ-ში.
თარგი:საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
ისტორია
1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში (დორეთკარის სოფსაბჭო), ოლქის გაუქმების შემდეგ — მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის რაიონში (ლარგვისის თემი). 1989 და 2002 წლების აღწერებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა აღარ იყო. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სსიპ ახალგორის მუნიციპალიტეტის დარეგისტრირების დროისთვის (2006) დოგუზაანი დასახლებულ პუნქტებს შორის აღარ მოიხსენიება. 2008 წლიდან მოქცეულია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 603.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012. — გვ. ?.