ხარულის ქედი
ხარულის ქედი | |
---|---|
ხარულის ქედი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | ყელი |
სიმაღლე | 3628 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
ხარულის ქედი — ქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ჯავის, გორისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტებში. წარმოადგენს კავკასიონის სამხრეთ ტოტს. გამოეყოფა მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედს მწვერვალ ლაღზწითთან. თითქმის მერიდიანული მიმართულებისაა. არის ერთი მხრივ, მდინარეების დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის, მეჯუდისა და ლეხურის, მეორე მხრივ, მდინარეების არაგვისა და ქსნის წყალგამყოფი. ბოლოვდება ზებეყურის ქედით.
ხარულის ქედის თხემზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განლაგებულია მწვერვალები: ყელი (3628 მ), ქნოღო[1] (3284 მ), გალავდური (3230 მ), წითელი ხატი (3026 მ), ძირისი (2594 მ), ცხრაწყარო (2347 მ), მთაწმინდა (2276 მ), ზემაკური (2118 მ). აგებულია იურული, ცარცული და პალეოგენური, უმთავრესად ტერიგენული ქანებით. ქედის ჩრდილოეთ, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მაღალ მონაკვეთზე არის ძველი გამყინვარების ნიშნები.
ქედის თხემის უმეტესი ნაწილი ალპურ სარტყელშია და მდელოს ბალახეულით არის შემოსილი, კალთები ტყიანია.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 440.
- მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.
სქოლიო
- ↑ ოსური გამოთქმით ”გნუხ”.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted