ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება
ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება (აგრეთვე ცნობილი როგორც გეი ქორწინება) — ქორწინება ორ ადამიანს შორის, რომლებსაც ერთი და იგივე ბიოლოგიური სქესი ან გენდერული იდენტობა აქვთ.
2001 წელს ნიდერლანდები პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიან წყვილებს დაქორწინების იურიდიული შესაძლებლობა შეექმნათ. მას შემდეგ ასეთი ქორწინებები ოცდათექვსმეტმა სხვა ქვეყანამ დააკანონა. ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება ასევე ნებადართულია მექსიკაში და აშშ-ის ყველა შტატში.[1][2]
ერთი სქესის წყვილებს სამოქალაქო კავშირის, მაგრამ არა ქორწინების უფლება აქვთ 10-ზე მეტ ქვეყანაში. ამასთან, ისრაელი ცნობს სხვა იურისდიქციების მიერ ლეგალიზებულ ერთი სქესის ქორწინებებს, თუმცა თვითონ ის ასეთ ქორწინებებს არ ახორციელებს. ამჟამად, ამ სახის ქორწინებების ლეგალიზებაზე პოლიტიკური და იურიდიული დებატები მიმდინარეობს ოცამდე სხვა ქვეყანაში და აშშ-ის რამდენიმე შტატში.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების რიტუალებს ზოგიერთი რელიგიური ჯგუფიც ასრულებს, მათ შორისაა კვაკერები.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ოპონენტების მტკიცებით, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ქორწინება ადამიანის უფლებაა. მათი მოწინააღმდეგეები საკუთარ არგუმენტებს ამგვარი ქორწინებების სოციალურ შედეგებზე ამყარებენ (მათ შორის ბავშვების აღზრდა, ტრადიციები და რელიგიური მოსაზრებები).
მიმოხილვა
ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება ლეგალურია ნიდერლანდებში (2001),[შენიშვნა 1] ბელგიაში (2003), ესპანეთში (2005), კანადაში (2005), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (2006), ნორვეგიაში (2009), შვედეთში (2009), პორტუგალიაში (2010), ისლანდიაში (2010), არგენტინაში (2010), დანიაში (2012), ბრაზილიაში (2013), საფრანგეთში (2013), ურუგვაიში (2013), ახალ ზელანდიაში (2013),[შენიშვნა 2] ლუქსემბურგში (2015), აშშ-ში (2015),[შენიშვნა 3] ირლანდიაში (2015), კოლუმბიაში (2016), ფინეთში (2017), მალტაში (2017), გერმანიაში (2017), ავსტრალიაში (2017), ავსტრიაში (2019), ტაივანში (2019), ეკვადორში (2019), გაერთიანებულ სამეფოში (2020),[შენიშვნა 4] კოსტა-რიკაში (2020), ჩილეში (2022), შვეიცარიაში (2022), სლოვენიაში (2022), კუბაში (2022), მექსიკაში (2022), ანდორაში (2023), ესტონეთში (2024), საბერძნეთსა (2024) და ნეპალში (2024).
ქვეყნები ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების თარიღის მიხედვით
2001 | ესკიზის შექმნის შეცდომა: ნიდერლანდები (1 აპრილი) |
---|---|
2003 | ბელგიის დროშა ბელგია (1 ივნისი), ონტარიო (10 ივნისი), ბრიტანეთის კოლუმბია (8 ივლისი) |
2004 | კვებეკი (19 მარტი), მასაჩუსეტსი (17 მაისი), იუკონი (14 ივლისი), მანიტობა (16 სექტემბერი), ახალი შოტლანდია (24 სექტემბერი), სასკაჩევანი (5 ნოემბერი), ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი (21 დეკემბერი) |
2005 | ნიუ-ბრანსუიკი (23 ივნისი), ესპანეთის დროშა ესპანეთი (3 ივლისი), კანადის დროშა კანადა [მთელი ქვეყნის მასშტაბით] (20 ივლისი) |
2006 | ესკიზის შექმნის შეცდომა: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (30 ნოემბერი) |
2008 | კალიფორნია (16 ივნისი, გაუქმდა 5 ნოემბერს), კონექტიკუტი (12 ნოემბერი) |
2009 | ნორვეგიის დროშა ნორვეგია (1 იანვარი), აიოვა (27 აპრილი), შვედეთის დროშა შვედეთი (1 მაისი), კოკილის ინდიელთა ტომი (20 მაისი), ვერმონტი (1 სექტემბერი) |
2010 | ნიუ-ჰემფშირი (1 იანვარი), კოლუმბიის ფედერალური ოლქი (3 მარტი), მექსიკის ფედერალური ოლქი (4 მარტი), პორტუგალია (5 ივნისი), ისლანდია (27 ივნისი), არგენტინის დროშა არგენტინა (22 ივლისი) |
2011 | ნიუ-იორკი (24 ივლისი), სუკვომიშის ტომი (1 აგვისტო), ალაგოასი (7 დეკემბერი) |
2012 | კინტანა-როო (3 მაისი), დანიის დროშა დანია (15 ივნისი), სერჟიპი (15 ივლისი), ესპირიტუ-სანტუ (15 აგვისტო), კარიბის ნიდერლანდები (10 ოქტომბერი), ბაია (26 ნოემბერი), ბრაზილიის ფედერალური ოლქი (1 დეკემბერი), ვაშინგტონი (6 დეკემბერი), პიაუი (15 დეკემბერი), მენი (29 დეკემბერი) |
2013 | მერილენდი (1 იანვარი), სან-პაულუ (16 თებერვალი), სეარა (15 მარტი), ოტავის ტომი (მიჩიგანი) (15 მარტი), პარანა (26 მარტი), მატუ-გროსუ-დუ-სული (2 აპრილი), რონდონია (26 აპრილი), სანტა-კატარინა და პარაიბა (29 აპრილი), პოტავატომის ინდიელები (მიჩიგანი) (8 მაისი), ბრაზილიის დროშა ბრაზილია [მთელი ქვეყნის მასშტაბით] (16 მაისი), საფრანგეთის დროშა საფრანგეთი (18 მაისი), სანტა-ისაბელის ტომი (კალიფორნია) (24 ივნისი), კალიფორნია (28 ივნისი), დელავერი (1 ივლისი), მინესოტა და როდ-აილენდი (1 აგვისტო), ურუგვაის დროშა ურუგვაი (5 აგვისტო), ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია (19 აგვისტო), კოლვილის რეზერვაციის კონფედერაციული ტომები (ვაშინგტონი) (5 სექტემბერი), ნიუ-ჯერსი (21 ოქტომბერი), ჰავაი (2 დეკემბერი), ნიუ-მექსიკო [მთელ შტატში] (19 დეკემბერი) |
2014 | კუკის ოლქი, ილინოისი (21 თებერვალი), ინგლისის დროშა ინგლისი და უელსი (13 მარტი), სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები (13 მარტი), ორეგონი (19 მაისი), პენსილვანია (20 მაისი), ილინოისი [მთელ შტატში] (1 ივნისი), აკროტირი და დეკელია (3 ივნისი), ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია (3 ივნისი), პიუალუპის ინდიელთა ტომი (9 ივლისი), კოაუილა (17 სექტემბერი), ოკლაჰომა (6 ოქტომბერი), ვირჯინია (6 ოქტომბერი), იუტა (6 ოქტომბერი), ინდიანა (6 ოქტომბერი), უისკონსინი (6 ოქტომბერი), კოლორადო (7 ოქტომბერი), დასავლეთი ვირჯინია (9 ოქტომბერი), ნევადა (9 ოქტომბერი), ჩრდილოეთი კაროლინა (10 ოქტომბერი), ალასკა (12 ოქტომბერი), აიდაჰო (15 ოქტომბერი), არიზონა (17 ოქტომბერი), უაიომინგი (21 ოქტომბერი), სენტ-ლუისი, მისური (5 ნოემბერი), სენტ-ლუისის ოლქი, მისური (6 ნოემბერი), ჯექსონის ოლქი, მისური (7 ნოემბერი), დაგლასის ოლქი, კანზასი (12 ნოემბერი), სეჯუიკის ოლქი, კანზასი (12 ნოემბერი), ვინდ-რივერის ინდიელთა რეზერვაცია (14 ნოემბერი), სამხრეთი კაროლინა (20 ნოემბერი), კევენაუ-ბეის ინდიელთა საზოგადოება (13 დეკემბერი), შოტლანდიის დროშა შოტლანდია (16 დეკემბერი) |
2015 | ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი (1 იანვარი), მაიამი-დეიდის ოლქი ფლორიდა (5 იანვარი), ფლორიდა [მთელ შტატში] (6 იანვარი), ალასკის ტლინგიტისა და ჰაიდას ტომების ცენტრალური საბჭო (24 თებერვალი), პიტკერნის კუნძულები (15 მაისი), სილეტცის ინდიელების ტომთა კონფედერაცია (15 მაისი), გუამი (9 ივნისი), უისკონსინის ონეიდის ხალხი (10 ივნისი), ჩიუაუა (12 ივნისი), აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები [მთელი ქვეყნის მასშტაბით] (26 ივნისი), გერერო (10 ივლისი), ესკიზის შექმნის შეცდომა: ირლანდია (16 ნოემბერი), ორეგონის დიდი რონდის საზოგადოების ტომთა კონფედერაცია (18 ნოემბერი), ნაიარიტი (23 დეკემბერი) |
2016 | მოჰიკანი ინდიელების სტოკბრიჯ მანსის საზოგადოება (2 თებერვალი), გრენლანდია (1 აპრილი), კოლუმბიის დროშა კოლუმბია (28 აპრილი), ვაშინგტონის ტუალიპის ტომი (6 მაისი), სონორა (11 მაისი, გაუქმდა 18 მაისს), ხალისკო [მთელ შტატში] (12 მაისი), კამპეჩე (20 მაისი), კოლიმა (12 ივნისი), მიჩოაკანი (23 ივნისი), მორელოსი (5 ივლისი), კუნძული მენი (22 ივლისი), სან-პედრო-ჩოლულა, პუებლა (18 სექტემბერი), ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორია (13 ოქტომბერი), უისკონსინის მენომინის ინდიელთა ტომი (3 ნოემბერი), ჩეროკის ხალხი (9 დეკემბერი), გიბრალტარი (15 დეკემბერი) |
2017 | ამაღლების კუნძული (1 იანვარი), ფინეთის დროშა ფინეთი (1 მარტი), ოსეიჯის ხალხი (20 მარტი), პრერიის კუნძულის ინდიელთა საზოგადოება (22 მარტი), ფოლკლენდის კუნძულები (29 აპრილი), გერნზი (2 მაისი), ბერმუდის კუნძულები (5 მაისი), ჰო-ჩუნკის ხალხი (5 ივნისი), ფარერის კუნძულები (1 ივლისი), ჩიაპასი (11 ივლისი), პუებლა (1 აგვისტო), ტრისტანი-და-კუნია (4 აგვისტო), მალტა (1 სექტემბერი), გერმანია (1 ოქტომბერი), აკ-ჩინის ინდიელთა ტომი (25 ოქტომბერი), ქვემო კალიფორნია (3 ნოემბერი), ავსტრალიის დროშა ავსტრალია (9 დეკემბერი), წმინდა ელენეს კუნძული (20 დეკემბერი) |
2018 | პუებლა [მთელ შტატში] (16 თებერვალი), ჩიაპასი (11 მაისი), ოლდერნი (14 ივნისი), ჯერზი (1 ივლისი), ოახაკა (26 აგვისტო), ნებრასკის პონკას ინდიელთა ტომი (27 აგვისტო), ბერმუდა (23 ნოემბერი, გაუქმდა 14 მარტს, 2022) |
2019 | ავსტრიის დროშა ავსტრია (1 იანვარი), საკატეკასი, საკატეკასი (14 თებერვალი), კუაუტემოკი, საკატეკასი (1 მარტი), ვილანუევა, საკატეკასი (20 მაისი), სან-ლუის-პოტოსი (21 მაისი), ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი (24 მაისი), ნუევო-ლეონი (31 მაისი), იდალგო (11 ივნისი), სამხრეთი ქვემო კალიფორნია (29 ივნისი), მიგელ-აუსა, საკატეკასი (5 ივლისი), ეკვადორის დროშა ეკვადორი (8 ივლისი), ოგლალას სიუს ტომი (8 ივლისი), ბეი-მილსის ინდიელთა საზოგადოება (8 ივლისი), მდინარე კოლორადოს ინდიელთა ტომები (8 აგვისტო), აგუასკალიენტესი (16 აგვისტო) |
2020 | ჩრდილოეთი ირლანდია [საბოლოო იურისდიქცია გაერთიანებულ სამეფოში] (13 იანვარი), სარკი (23 აპრილი), კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა (26 მაისი), ფრესნილო, საკატეკასი (3 ივლისი), ტლასკალა (25 დეკემბერი) |
2021 | სინალოა (30 ივნისი), სონორა (22 ოქტომბერი), კერეტარო [მთელ შტატში] (13 ნოემბერი), გუანახუატო (20 დეკემბერი), საკატეკასი [მთელ შტატში] (30 დეკემბერი) |
2022 | იუკატანი (4 მარტი), ჩილეს დროშა ჩილე (10 მარტი), ნებრასკის ვინებაგოს ტომი (11 აპრილი), ჩიკასოს ხალხი (18 აპრილი), ვერაკრუსი (13 ივნისი), შვეიცარიის დროშა შვეიცარია (1 ივლისი), სლოვენიის დროშა სლოვენია (9 ივლისი), დურანგო (19 სექტემბერი), კუბის დროშა კუბა (27 სექტემბერი), ტაბასკო (27 ოქტომბერი), მეხიკოს შტატი (2 ნოემბერი), ტამაულიპასი (19 ნოემბერი), სენტ-რეჯისის მოჰავკის ტომი (21 დეკემბერი), გერერო [მთელ შტატში, საბოლოო იურისდიქცია მექსიკის დროშა მექსიკაში] (31 დეკემბერი) |
2023 | ესკიზის შექმნის შეცდომა: ანდორა (17 თებერვალი), ჩოქტაუს ხალხი (23 მაისი) |
2024 | ესტონეთის დროშა ესტონეთი (1 იანვარი), საბერძნეთის დროშა საბერძნეთი (16 თებერვალი), ნეპალის დროშა ნეპალი (27 აპრილი), ესკიზის შექმნის შეცდომა: არუბა (12 ივლისი), ესკიზის შექმნის შეცდომა: კიურასაო (12 ივლისი) |
2025 | ესკიზის შექმნის შეცდომა: ლიხტენშტაინი (1 იანვარი) |
შენიშვნები
- ↑ ნიდერლანდებში ლეგალურია, მაგრამ სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებზე არა.
- ↑ ახალ ზელანდიაში ლეგალური, მაგრამ მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე არა.
- ↑ აშშ-ში ლეგალურია, მაგრამ ზოგიერთი ტომების იურისდიქციაში არა.
- ↑ გაერთიანებულ სამეფოში ლეგალურია, მაგრამ ზღვისიქითა ტერიტორიებზე არა.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ 14-556 Obergefell v. Hodges (06/26/2015) - Supreme Court. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-26. ციტირების თარიღი: 2015-06-30.
- ↑ Supreme Court Ruling Makes Same-Sex Marriage a Right Nationwide
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted