ვინდჰუკი
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვინდჰუკი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
[[რეგიონი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|რეგიონი]] | კჰომასის რეგიონი | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ქალაქის მერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ფართობი | 645 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1628 მ | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 325 858 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 505,21 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | windhoekcc.org.na | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ვინდჰუკი (ინგლ. Windhoek, აფრ. Windhoek, გერმ. Windhuk) — ნამიბიის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. 2011 წლის აღწერით მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 325 858 ადამიანს.[1] იგი ქვეყნის მნიშვნელოვანი სოციალური, სამრეწველო და კულტურული ცენტრია. ნამიბიის ყველა სახელმწიფო ორგანოს, ეროვნული, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულების შტაბ-ბინა აქ მდებარეობს.
ისტორია
დასახლება ქალაქ ვინდჰუკის ადგილზე გაჩნდა 1800 წელს, რომლის პირველი მაცხოვრებლები იყვნენ ჰერეროს ტომის ადამიანები. შემდგომში მომავალ ქალაქს მართავდა ჰოტენტოტურ ენებზე მოლაპარაკე ნამას ხალხის ტომის ბელადი, რომელმაც ბრძოლაში გაანადგურა ჰერეროს ტომი XIX საუკუნეში. თუმცა ქალაქის დაარსების ოფიციალურ თარიღად მიიჩნევა 1890 წელი, როდესაც გერმანიამ მთელი რეგიონის ოკუპაცია განახორციელა 1885 წელს და იგი გამოაცხადა სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის ადმინისტრაციულ ცენტრად. ქალაქის დასახელება ითარგმნება, როგორც „ქარიანი ადგილი“. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ვინდჰუკი დაიპყრო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო ნაწილებმა. ქალაქი, ისევე როგორც მთელი ნამიბია, ერთა ლიგის მიერ გამოცხადდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამეურვეო ტერიტორიად. 1959 წლის 10 დეკემბერს გაიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების საწინააღმდეგო პირველი დემონსტრაცია. 1990 წელს ნამიბიის დამოუკიდებლობის მიღებამდე ვინდჰუკი იყო სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის რეგიონის, რომელსაც მართავდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება, დედაქალაქი.
ქალაქის სახელწოდება
სიტყვა „Windhoek“ წარმოიშვა აფრიკაანსის ენიდან და ნიშნავს „ქარიან ადგილს“ (გერმ. Windecke). ეს დასახელება პირველად, მრავალი გადარქმევის შემდეგ, გამოყენებული იქნა ნამას ხალხის მეექვსე ბელადისადმი მიწერილ იონკერ აფრიკანერის წერილში.
ადრე, ამ ტომის ენაზე, ვინდჰუკს ერქვა ǀAi-ǁGams („ცხელი წყარო“). ქალაქს ეს სახელი იმის გამო დაერქვა, რომ მის სიახლოვეს მდებარეობდა გეოთერმალური წყარო. ამ მიზეზის გამო ჰერეროს ენაზე მას დაარქვეს Otjomuise („ორთქლის ადგილი“).[2]
კოლონიალური დრო
კოლონიალურ დროს ნამიბიის თანამედროვე დედაქალაქის სახელწოდება შეიცვალა სამჯერ. თავიდან ჯეიმზ ედვარდ ალექსანდერმა მას დაარქვა „Queen Adelaide’s Bath“ („დედოფალ ადელაიდას ყურე“), მოგვიანებით კარლ უგო ჰაანმა ქალაქს დაარქვა Barmen („ბარმენი“), შემდეგ იოზეფ ტინდალმა მას უწოდა Concordiaville („კონკორდიავილი“).[3]
გეოგრაფია
ქალაქი მდებარეობს კჰომასის რეგიონის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1628 მეტრ სიმაღლეზე.
ქალაქის ტერიტორიის გაფართოებას, ფინანსურ შეზღუდვებთან ერთად, აქვს გეოგრაფიული შეზღუდვები. ვინდჰუკი სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი მიმართულებით შემოფარგლულია კლდოვანი, მთიანი რაიონებით, რომლებიც ახალი მიწების ათვისებას ართულებენ. სამხრეთი მხარე მოუხერხებელია სამრეწველო განვითარებისათვის მიწისქვეშა წყლიანი ჰორიზონტების არსებობის გამო. მხოლოდ ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ბრაკვოტარის რაიონის ტერიტორიაა ვინდჰუკის გაფართოების ერთადერთი შესაძლო ადგილი.[4]
კლიმატი
ქალაქი მდებარეობს ნახევრადუდაბნოს კლიმატურ რეგიონში. ზაფხულის თვეებში დღისით მშრალი სიცხეებია, ღამით კი გრილა. დღის მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულში — 31 °C-ია. ზამთარში (ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეები) როგორც წესი მოდის მცირე რაოდენობის წვიმა. მინიმალური ტემპერატურა მერყეობს 5 °C-დან 18 °C-მდე. ღამეები გრილია, მაგრამ ტემპერატურა იშვიათად ეცემა ნულს ქვემოთ და თითქმის არასოდეს არ მოდის თოვლი. დღის მაქსიმალური ტემპერატურაა — დაახლოებით 20 °C.
წლის საშუალო ტემპერატურა — 19,47 °C, შედარებით მაღალია ქალაქისთვის, რომელიც მდებარეობს ტროპიკული ზონის საზღვრის ასეთ სიმაღლეზე. ეს განპირობებულია თბილი ჩრდილოეთის ჰაერის ნაკადის დომინირებით და მთებით, რომლებიც ქალაქის სამხრეთით მდებარეობენ და საიმედოდ იცავენ ვინდჰუკს სამხრეთის ცივი ქარებისაგან.
ნალექების წლის საშუალო რაოდენობა — დაახლოებით 330 მმ, საშუალებას არ იძლევა ქალაქში ბაღებისა და მწვანე ნარგავების განვითარებისათვის ინტენსიური ხელოვნური მორწყვის გარეშე. ქალაქის რაიონში ჭარბობს სტეპების მცენარეულობა მრავალრიცხოვანი ბუჩქებით. ხშირად ხდება გვალვები.
ეკონომიკა
ვინდჰუკი — ქვეყნის მსხვილი სამრეწველო და კულტურული ცენტრია, სატრანსპორტო კვანძია, რომელიც მდებარეობს რკინიგზის და საავტომობილო გზების გადაკვეთაზე და ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი „ჰოსია კუტაკო“.
ქალაქში თავმოყრილია კვების, სამკერვალო, ხისდამმუშავებელი, ავეჯის დამამზადებელი, მანქანათმშენებლობის საწარმოები. ვინდჰუკი — კარაკულის ტყავით ვაჭრობის მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ცენტრია.
ღირსშესანიშნაობები
გერმანული მმართველობის პერიოდიდან შენარჩუნებულია ლუთერანული ვინდჰუკის ქრისტეს ეკლესია და გერმანული ფორტი, ხოლო მთების მწვერვალებზე, რომლებიც გარს არტყავენ ვინდჰუკს — სამი ნეოგოთიკური სტილის XIX საუკუნის ბოლოს-XX საუკუნის დასაწყისის ციხე-სიმაგრე. უფრო თანამედროვე ნაგებობებიდან აღსანიშნავია ეროვნული მუზეუმი, ხელოვნების ეროვნული გალერეა, ბიბლიოთეკა, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ზოოპარკი, ქვეყანაში ერთადერთი ბოტანიკური ბაღი. XXI საუკუნის დასაწყისში ნამიბიის დედაქალაქში გაიხსნა პირველი ეროვნული უნივერსიტეტი.
სპორტი
ქალაქში არსებობს 2005 წელს აშენებული საფეხბურთო სტადიონი.[5] მას ჰქვია სემ ნუიომას სახელობის სტადიონი, რომლის ტევადობაა — 10 300 ადგილი. ის მდებარეობს კატუტურას გარეუბანში. მშენებლობის ღირებულებამ შეადგინა 64 მილიონი აშშ დოლარი (დაახლოებით € 5,5 მილიონი). 2008 წლიდან სტადიონი, რომელიც დღეისათვის ქვეყანაში ყველაზე თანამედროვეა, ასევე აღიჭურვა ხელოვნური საფარით. 2009 წლის 8 ივნისს სტადიონი ხელახლა გაიხსნა რემონტის შემდეგ.[6]
ქალაქში რამდენიმე სპორტული კლუბია.
ნამიბიის ნაკრები კრიკეტში თავისი საშინაო თამაშების უმრავლესობას ატარებს Wanderers Cricket Ground-ის სტადიონზე,[7] ასევე ზოგიერთ სხვა სტადიონებზე.[8][9]
დამეგობრებული ქალაქები
- გერმანიის დროშა ბერლინი, გერმანია (2000 წელი)
რესურსები ინტერნეტში
- Official homepage of the City of Windhoek - Windhuk
- Die Republikein, Namibian newspaper in Afrikaans
- Allgemeine Zeitung Namibias, Namibian newspaper in German
- The Namibian, newspaper in English
- Confidente, Namibian newspaper Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Citypopulation
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Dierks, Klaus. The History of ǁKhauxaǃnas. Introduction.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-16. ციტირების თარიღი: 9 July 2010.
- ↑ New Era, 10 Feb 2010: Windhoek’s battle for land, by Desie Heita
- ↑ Namibia Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted WorldStadiums.com
- ↑ AZ-Artikel zur Stadionsanierung. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-08. ციტირების თარიღი: 2016-03-27.
- ↑ Wanderers Cricket Ground, Windhoek, CricketArchive, http://www.cricketarchive.com/Archive/Grounds/19/1344.html Retrieved 26 September 2011.
- ↑ United Ground, Windhoek, CricketArchive, http://www.cricketarchive.com/Archive/Grounds/19/1343.html Retrieved 26 September 2011.
- ↑ Trans Namib Ground, Windhoek, CricketArchive, http://www.cricketarchive.com/Archive/Grounds/19/1341.html Retrieved 26 September 2011.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|