მოგადიშო
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მოგადიშო Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
რეგიონი | ბენადირის რეგიონი | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ფართობი | 91 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 2 120 000 კაცი (2015) | ||||
სიმჭიდროვე | 23 296,70 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3, ზაფხულში UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოგადიშო (სომალ. Muqdisho; არაბ. مقديشو; იტალ. Mogadiscio — შაჰის ქალაქი) — სომალის დედაქალაქი, ქვეყნის მთავარი საპორტო და უმსხვილესი ქალაქი. იგი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ფინანსური და კულტურული ცენტრია. მდებარეობს ბენადირის რეგიონში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. საუკუნეთა განმავლობაში დიდ როლს ასრულებდა, როგორც პორტი.
2015 წლის მონაცემების მიხედვით ქალაქის მოსახლეობა 2 120 000 ადამიანს შეადგენდა.[1] მთლიანი ფართობი კი 91 კმ²-ია.[1]
მნიშვნელობა
მოგადიშოს დასახელება მომდინარობს სპარსული სიტყვისაგან - Maq'ad-i-Shah (مقعد شاه), რაც ნიშნავს „ადგილს, სადაც იმყოფება შაჰი“. ეს ნათლად წარმოაჩენს სპარსულ გავლენას. ქალაქი ასევე ცნობილია, როგორც ჰამარი.
ისტორია
ადრეული პერიოდი და შუა საუკუნეები
ძველი ჩანაწერები მოწმობენ, რომ სამხრეთ სომალში და მათ შორის მოგადიშოს მიმდებარე ტერიტორიებზე მონადირე-შემგროვებელი ბუშმენთა ხალხი სახლობდა. შემდეგში მათ შეუერთდნენ მიწათმოქმედება-მესაქონლეობის მიმდევარი ქუშიტები, რომლებმაც ადგილობრივი არისტოკრატია ჩამოაყალიბეს.[2][3] IX საუკუნის ბოლოსა და X საუკუნის დასაწყისში რეგიონში დასახლება დაიწყეს არაბმა და სპარსმა ვაჭრებმა.[4]
თავის ოქროს ხანაში, შუა საუკუნეებში მოგადიშოს სომალელი არაბი მუზაფარების დინასტია მართავდა, რომლებიც აჯურანის სახელმწიფოს ვასალები იყვნენ.[5]
ევროპელთა ბატონობა
1500-იან წლებში მოგადიშო პორტუგალიის კონტროლ ქვეშ იყო. მერკატორ-ჰონდიუსის ატლასში (1607 წელი) მოგადიშო მოხსენებულია მაგადოხოს სახელით.
ზანზიბარის სულთანმა ქალაქი დაიპყრო 1871 წელს. 1800-იანი წლების ბოლოს სულთნის ხელდასმული პირისთვის აშენებული გარესას სასახლე დღეისათვის მუზეუმი და ბიბლიოთეკაა.
1892 წელს ზანზიბარის სულთანმა ქალაქი სარგებლობაში გადასცა იტალიას. იტალიამ გამოისყიდა ქალაქი 1905 წელს და მოგადიშო გახდა იტალიის სომალის დედაქალაქი. 1936 წელს მიმდებარე ტერიტორიები გადავიდა იტალიის კონტროლ ქვეშ.
როდესაც დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები მეორე მსოფლიო ომის დროს მოემართებოდნენ კენიიდან, 1941 წლის 26 თებერვალს მათ დაიკავეს ქალაქი. ბრიტანელები ქალაქს მართავდნენ 1952 წლამდე, მანამ, სანამ იტალიამ არ დაიბრუნა თავისი ყოფილი პროტექტორატი. 1954 წელს დაარსდა სომალის ეროვნული უნივერსიტეტი, 7 ფაკულტეტის (სამედიცინო, ვეტერინარული, გეოლოგიური, პედაგოგიური, იურიდიული, აგრონომიული და ჰუმანიტარული) შემადგენლობით. 1960 წელს სომალმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო მოგადიშო გახდა მისი დედაქალაქი.
მთავრობის ჩამოგდება და გაეროს ჯარების შემოსვლა
1990 წელს ამბოხებულთა ჯარი მოჰამედ ფარაჰ აიდიდის მეთაურობით შევიდა ქალაქში და დაიკავა იგი, რამაც აიძულა პრეზიდენტი მოჰამედ სიად ბარე გადამდგარიყო და გაქცეულიყო ნიგერიაში 1991 წელს. ამას მოჰყვა უნივერსიტეტის დახურვა.
1991-1992 წლების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა, გვალვისგან დაზარალებულმა ათობით ათასმა მშიერმა ადამიანმა გაანადგურა სომალის სოფლის რაიონები.
1992 წლის 9 დეკემბერს აშშ-ს სამხედრო კონტინგენტი გადაჯდა მოგადიშოს სიახლოვეს გაეროს სამშვიდობო ძალების გადასხმის მოსამზადებლად. მაგრამ სომალიში სამშვიდობო ოპერაცია დამთავრდა სრული კრახით იმასთან დაკავშირებით, რომ გაეროს ჯარმა 1993 წლის ზაფხულში დაიწყო უშუალო მონაწილეობა სამოქალაქო ომში. ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებამ და ადამიანების დანაკარგმა აიძულა ამერიკული ჯარი 1994 წელს დაეტოვებინა მოგადიშო, ხოლო 1995 წლის 3 მარტს სომალი დატოვეს უკანასკნელმა სამშვიდობოებმა სხვა ქვეყნებიდან. 1995 წლის ივნისში მოჰამედ ფარაჰ აიდიდმა საკუთარი თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიიღო მძიმე ჭრილობა ბრძოლაში და გარდაიცვალა.
ისლამური სასამართლოების კავშირი და ეთიოპიის შემოჭრა
2004 წელს სომალიში შეიქმნა ეგრეთ წოდებული გარდამავალი ფედერალური მთავრობა (გფმ), რომელიც აღიარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და აფრიკის კავშირმა, როგორც ლეგიტიმური. პრეზიდენტად აირჩიეს აბდულაჰი იუსუფ აჰმედი. დაპირისპირების ახალი მიმართულება გახდა გარდამავალი ფედერალური მთავრობის ბრძოლა გაძლიერებული ისლამური ორგანიზაცია - ისლამური სასამართლოების კავშირის (ისკ) წინააღმდეგ.
2006 წელს დაიწყო ახალი ბრძოლა მოგადიშოსთვის. 2006 წლის 5 ივნისს ისლამური სასამართლოების კავშირის რაზმებმა მთლიანად დაიპყრეს ქალაქი, ხოლო გარდამავალი ფედერალური მთავრობის ძალები გაიქცნენ ქალაქ ბაიდოაში. მაგრამ 2006 წლის 20 დეკემბერს გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარის მხარდასაჭერად კონფლიქტში აქტიურად ჩაერთო ეთიოპია. ეთიოპიის ჯარი უფრო მრავალრიცხოვანი და უკეთესად შეიარაღებული იყო და უკვე 27 დეკემბერს ეთიოპელებმა და საველე მეთაურების კავშირის ძალებმა უკან დაიბრუნეს მოგადიშო ისლამისტებისგან. ეთიოპელების ჩარევის შედეგად ისლამური სასამართლოების კავშირმა შეწყვიტა არსებობა, მაგრამ მის ნაცვლად გამოჩნდა კიდევ უფრო მეტად რადიკალური ორგანიზაცია - ჰარაკატ აშ-შაბააბი, რომელიც გადავიდა ბრძოლის პარტიზანულ მეთოდებზე ეთიოპელთა და სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ.
2007 წლის აგვისტოს დასაწყისში მოგადიშოში ჩამოვიდნენ „AMISOM“-ის სამშვიდობოები, მათი რაოდენობა თანდათან იზრდებოდა და 2012 წლისთვის მიაღწია 12 000 ადამიანს.
2009 წლის იანვარში ეთიოპიამ გამოიყვანა საკუთარი ჯარები მოგადიშოდან და დანარჩენი სომალიდან.
ბრძოლა გარდამავალ ფედერალურ მთავრობასა და აშ-შაბააბს შორის
2007-2011 წლებში ქალაქი იყო ბრძოლის არენა ეთიოპიის ჯარის მიერ მხარდაჭერილ გარდამავალ ფედერალურ მთავრობასასთან ერთად მებრძოლ აფრიკის კავშირის სამშვიდობოებსა და ორგანიზაცია აშ-შაბააბის რადიკალურ ვაჰაბისტებს შორის. მთავრობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკონტროლებდა მხოლოდ მთავარ სტრატეგიულ შენობებს (მთავრობის შენობას, აეროპორტს, საზღვაო პორტსა და ასე შემდეგ) და დედაქალაქის ტერიტორიის არაუმეტეს 40 %-ს, მაშინ როდესაც ისლამისტები აკონტროლებდნენ მოგადიშოს დიდ ნაწილს და თან მუდმივად ახორციელებდნენ ტერაქტებს და ცეცხლს უხსნიდნენ სამთავრობო ძალებსა და სამშვიდობოებს.
1990-იან-2000-იან წლებში მოგადიშო იყო მსოფლიოს ერთადერთი დედაქალაქი, სადაც გაერო ვერ ახორციელებდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარების უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო.
2010 წლის მარტში ქალაქის მმართველმა, აბდურისაკ მუჰამედ ნურმა, მოუწოდა დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქალაქი ახალი შეტაკებების გამო, რომელიც მიმდინარეობდა აშ-შაბააბის ისლამისტებსა და შარიფ შეიხ აჰმედის ზომიერი ისლამური მთავრობის მხარდამჭერებს შორის.[6] 2010 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 100 000-მა მაცხოვრებელმა დატოვა ქალაქი. ვაჰაბისტებმა დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი სომალის ტელევიზიის დიქტორებს.
დროის რაღაც მომენტში ისლამისტები ახლოს იყვნენ დედაქალაქის მთლიანად ხელში ჩაგდებასთან, მაგრამ სამშვიდობო კონტინგენტის რაოდენობის ზრდამ, საბრძოლო მოქმედებების წარმართვაში მისი გამოცდილების ამაღლებამ, ასევე სამთავრობო ჯარების რაოდენობის ზრდამ შეცვალა სიტუაცია.
2011 წლის აგვისტოსთვის „AMISOM“-მა და სამთავრობო ჯარებმა მთლიანად გაათავისუფლეს მოგადიშო ისლამისტებისგან. მაგრამ ქალაქის შემოგარენი მაინც რჩება აშ-შაბააბის ხელში, რომლებიც აქტიურად ცდილობენ დაკარგული პოზიციების აღდგენას.
2010 წლის ბოლოს ადმინისტრაციის შეცვლას ქალაქზე ფედერალური მთავრობის კონტროლის ზრდა მოჰყვა. 2011 წლის აგვისტოში, სამთავრობო ჯარებმა და „AMISOM“-ის ძალებმა წარმატებით განდევნეს აშ-შაბააბის რადიკალური ჯგუფი, რომლებიც მანამდე ჯერ კიდევ აკონტროლებდნენ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიას. ამას მოგადიშოში სწრაფად მოჰყვა ინტენსიური სარეკონსტრუქციო სამუშაოები.[7]
2011 წლის 4 ოქტომბერს ქალაქში მოხდა დიდი ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი.
მოგადიშო დღეს
2011 წლის აგვისტოში „AMISOM“-ის სამშვიდობოებმა შეძლეს დაემყარებინათ კონტროლი მთელ ქალაქზე. დღეისათვის ქალაქს აკონტროლებენ აფრიკის კავშირის სამშვიდობოები და სამთავრობო ძალები. მაგრამ მოგადიშოში მაინც მაღალია ტერაქტების ალბათობა, სამშვიდობოების პოზიციები ხშირად განიცდის დივერსიული ჯგუფების თავდასხმებს. ამავე დროს შეიძლება აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების დონე ქალაქში 2011-2012 წლების ბოლოს მნიშვნელოვნად გაიზარდა, სამოქალაქო ომის დროინდელ პერიოდთან შედარებით. ჰუმანიტარული ორგანიზაციების მოქმედების გამო, ქალაქის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის შემდეგ, სოფლად მცხოვრები ბევრი მოშიმშილე სომალელი ჩამოვიდა მოგადიშოში. 2011 წლის მაისში ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 1,8 მილიონიდან 2 მილიონამდე, სულ 8 თვის განმავლობაში.[8]
გეოგრაფია
მოგადიშო მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 9 მეტრ სიმაღლეზე.
მდინარე უები-შაბელე, რომელიც ეთიოპიიდან მოედინება, გადის ქალაქის სიახლოვეს, 30 კმ-ის მანძილზე ინდოეთის ოკეანედან და უხვევს სამხრეთ-დასავლეთით. მდინარე, რომელიც ჩვეულებრივ შრება თებერვალში და მარტში, გამოიყენება შაქრის ლერწმის, ბამბისა და ბანანის პლანტაციების მოსარწყავად.
კლიმატი
ეკვატორის მახლობლად მდებარე ქალაქისთვის, მაგადიშოს აქვს შედარებით მშრალი კლიმატი. იგი კლასიფიცირდება, როგორც ცხელი და ნახევრად მშრალი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით - BSh), ისევე როგორც სამხრეთ აღმოსავლეთ სომალის დიდ ნაწილი. ამის საპირისპიროდ, ზოგადად ჩრდილოეთ სომალის ქალაქებში არის ცხელი მშრალი კლიმატი (BWh).[9] ტემპერატურის წლიური ცვლილებაის მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა: აგვისტო ყველაზე გრილი თვეა, 3 გრადუსით გრილი აპრილზე. ძირითადად მთელი წლის განმავლობაში ცხელა. გვხვდება დომინანტული ნოტიო სეზონი (აპრილი-აგვისტოს პერიოდი), მეორე ნოტიო სეზონი (სექტემბერი-დეკემბერის პერიოდი) და მშრალი სეზონი (იანვარი-მარტის პერიოდი). მშრალი სეზონის დროს ნალექები პრაქტიკულად გამორიცხულია. ყველაზე მაღალი დაფიქსირებული ტემპერატურა შეადგენდა +36 °C-ს (დაფიქსირდა აპრილში), ხოლო ყველაზე დაბალი +15 °C-ს (დაფიქსირდა ივლისი).
დამეგობრებული ქალაქები
ქვეყანა | ქალაქი |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ყაზახეთი | ესკიზის შექმნის შეცდომა: ალმათი[10] |
თურქეთის დროშა თურქეთი | ფაილი:Emblem of Turkey.svg ანკარა[11] |
ლიტერატურა
- AARP (1975). Art and Archaeology Research Papers. AARP.
- Abbink, Jan (1999). The Total Somali Clan Genealogy: A Preliminary Sketch. African Studies Centre.
- Adam, Hussein Mohamed; Ford, Richard (1997) Mending rips in the sky: options for Somali communities in the 21st century. Red Sea Press. ISBN 978-1-56902-073-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Americana Corporation (1976). The Encyclopedia Americana: complete in thirty volumes. Skin to Sumac. Americana Corporation. ISBN 978-0-7172-0106-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ARR (1978). Arab Report and Record. Economic Features, Ltd..
- Bakr, Yahya Abu; Labib, Saʻad; Kandil, Hamdy (1985) Development of communication in the Arab states: needs and priorities. Unesco. ISBN 978-92-3-102082-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Bevilacqua, Piero; Clementi, Andreina De; Franzina, Emilio (2001) Storia dell'emigrazione italiana (Italian). Donzelli Editore. ISBN 978-88-7989-655-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Blair, Thomas Lucien Vincent (1965). Africa: a market profile. Praeger.
- De Sá, João (1898). A Journal of the First Voyage of Vasco Da Gama, 1497–1499. Asian Educational Services. ISBN 978-8120611368Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Encyclopædia Britannica, Inc. (1991). The New Encyclopædia Britannica: Marcopædia. Encyclopædia Britannica. ISBN 978-0-85229-529-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Encyclopædia Britannica (2002). Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica. ISBN 978-0-85229-787-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Eichstaedt, Peter H. (1 October 2010). Pirate State: Inside Somalia's Terrorism at Sea. Chicago Review Press. ISBN 978-1-56976-774-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Fage, John Donnelly; Oliver, Roland Anthony; Crowder, Michael (1984) The Cambridge history of Africa. From 1905 to 1940. Cambridge University Press. ISBN 9780521222150Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Fage, J. D.; Oliver, Roland Anthony (1986) The Cambridge History of Africa. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-22505-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Fitzgerald, Nina J. (2002). Somalia: Issues, History, and Bibliography. Nova Publishers. ISBN 978-1-59033-265-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Frankel, Benjamin (1 October 1992). The Cold War, 1945-1991. Gale Research International, Limited. ISBN 978-0-8103-8926-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Garlake, Peter S. (1966). The Early Islamic Architecture of the East African Coast. Institute, გვ. 10.
- Greystone (1967). The World and Its Peoples: Africa, North and East. Greystone Press.
- Hamilton, Janice (1 January 2007). Somalia in Pictures. Twenty-First Century Books, გვ. 28. ISBN 978-0-8225-6586-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Huntingford, George Wynn Brereton (1980). The Periplus of the Erythraean Sea. Ashgate Publishing, Ltd.. ISBN 978-0-904180-05-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Instituto di Zoologia (1966). Italian Journal of Zoology. Università di Firenze.
- Jama, Mohamed (1962). An Introduction to Somali History from 5000 Years B.C. Down to the Present Time.
- Kusimba, Chapurukha Makokha (1 January 1999). The Rise and Fall of Swahili States. AltaMira Press. ISBN 978-0-7619-9051-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Laitin, David D.; Samatar, Said S. (1987) Somalia: nation in search of a state. Westview Press.
- Lewis, I. M. (1965). The Modern History of Somaliland: From Nation to State. F.A. Praeger.
- Lewis, I. M. (1988). A Modern History of Somalia: Nation and State in the Horn of Africa. Westview Press. ISBN 978-0-8133-7402-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Lewis, I. M. (1 August 1998). Peoples of the Horn of Africa: Somali, Afar and Saho. Red Sea Press. ISBN 978-1-56902-104-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Metz, Helen Chapin (1993) Somalia: a country study, Thomas Leiper Kane Collection, Federal Research Division. ISBN 978-0-8444-0775-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- New People Media Centre (2005). New People. Nairobi, Kenya: New People Media Centre, Comboni Missionaries.
- Oliver, Roland Anthony; Fage, John Donnelly (1960) The Journal of African History. Cambridge University Press.
- Oliver, Roland Anthony (1977). The Cambridge History of Africa: From c. 1050 to c. 1600. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-22215-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Robertson, Esmonde Manning (1977). Mussolini as empire-builder: Europe and Africa, 1932-36. Macmillan.
- Royal Anthropological Institute (1953). Man. Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland.
- Rutherford, Ken (2008). Humanitarianism Under Fire: The US and UN Intervention in Somalia. Kumarian Press. ISBN 978-1-56549-260-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Rutter, Jill (2003). Supporting Refugee Children in 21st Century Britain: A Compendium of Essential Information. Trentham Books. ISBN 978-1-85856-292-6Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Sachs, Moshe Y. (1988). Worldmark encyclopedia of the nations. Worldmark Press. ISBN 978-0-471-62406-6Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Seddon, David (15 April 2013). A Political and Economic Dictionary of Africa. Routledge. ISBN 978-1-135-35555-5Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Shinnie, P.L. (1971). The African Iron Age.
- Subrahmanyam, Sanjay (29 October 1998). The Career and Legend of Vasco Da Gama. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-64629-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Venter, Al J. (1975). Africa Today. Macmillan South Africa. ISBN 978-0-86954-023-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Versteegh, Kees (2008). Encyclopedia of Arabic language and linguistics. Brill. ISBN 978-90-04-14476-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- Wiles, Peter John de la Fosse (1982). The New Communist Third World: An Essay in Political Economy. Croom Helm. ISBN 978-0-7099-2709-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
რესურსები ინტერნეტში
- Benadir Regional Administration - Transitional Federal Government of Somalia Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Mogadishu at Google Maps
- Mogadishu today
- Mogadishu in the past
- Benadir Regional Administration at Mogadishucity.net
- Chisholm, Hugh, ed. (1911). "Mukdishu" . Encyclopædia Britannica (11th ed.). Cambridge University Press.
- Black Hawk Down, The Philadelphia Inquirer
- PBS – Ambush in Mogadishu, PBS
- The Borneo Post - Book tells the truth on the ‘Black Hawk Down’ incident in Mogadishu The Borneo Post
- RojakDaily - 8 Things We Learned From Colonel Khairul Anuar, A Malaysian 'Black Hawk Down' Hero RojakDaily
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Demographia World Urban Areas. Demographia. ციტირების თარიღი: 19 March 2015.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ I.M. Lewis, Peoples of the Horn of Africa: Somali, Afar, and Saho, Issue 1, (International African Institute: 1955), p.47
- ↑ I.M. Lewis, The modern history of Somaliland: from nation to state, (Weidenfeld & Nicolson: 1965), p. 37
- ↑ Bevölkerung soll Mogadiscio verlassen 12 მარტი 2010 (გერმანული)
- ↑ Mulupi, Dinfin. Mogadishu: East Africa’s newest business destination?. ციტირების თარიღი: 26 June 2012.
- ↑ Voice of America: Life Returning to Normal in Mogadishu
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (direct: Final Revised Paper)
- ↑ (1973) USSR and Third World, Volume 3. Central Asian Research Centre, გვ. 209.
- ↑ Twin Cities of Ankara. Greater Municipality of Ankara. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 12 October 2014.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|