ჯაკარტა
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჯაკარტა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
გუბერნატორი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ადრეული სახელები | ბატავია | ||||
ფართობი | 750,28 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 4 მ | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 10 187 595 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 11 315,7 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTC+07:00]] | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | jakarta.go.id/web/ | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯაკარტა (1527 წლამდე – სუნდა კელაპა; 1619 წლამდე – ჯაიაკარტა; 1942 – წლამდე ბატავია) — ინდონეზიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. იგი ინდონეზიის მთავარი საზღვაო პორტი და კომერციული ცენტრია. მდებარეობს კუნძულ იავის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე ჩილივუნგი ერთვის იავის ზღვას. მოსახლეობა 10 187 595 კაცი (2011). რელიგიური შემადგენლობა: 85,5 % — მუსლიმანი, 5,2 % — პროტესტანტი, 4,8 % — კათოლიკე, 3,5 % — ბუდისტი, 1 % — ინდუისტი.
გეოგრაფია
ჯაკარტა მდებარეობს კუნძულ იავის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. იავის ზღვის ჯაკარტის ყურესთან. დედაქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი დაბლობია და მდებარეობს ზღვის დონიდან 8 მეტრზე. სამხრეთი ნაწილი შედარებით მთიანია. ქალაქში გაედინება დაახლოებით 13 მდინარე, რომელთა უმრავლესობა სათავეს იღებს მთაგორიან სამხრეთში და უერთდება იავის ზღვას. მათ შორის უდიდესი ჩილივუნგი ქალაქს ყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებად. ქალაქს ესაზღვრება აღმოსავლეთიდან დასავლეთი იავა და ბანტენი დასავლეთიდან. „ათასი კუნძულის“ არქიპელაგი, რომელიც ადმინისტრაციულად ჯაკარტის შემადგენლობაშია, მდებარეობს ქალაქის ძირითადი ნაწილიდან ჩრდილოეთით.
კლიმატი
ქალაქის კლიმატი ცხელი სუბეკვატორულია. ყველაზე ცხელი სეზონია ივნის-აგვისტო, წლის დანარჩენი პერიოდი კი ნალექიანია. ნალექების რაოდენობა იანვარში 400 მმ, ივნის-ივლისში 70 მმ. ტენიანობა 73 %. ნალექების საშუალოწლიური მაჩვენებელია დაახლოებით 2000 მმ.
ისტორია
ჯაკარტის ადგილზე მდებარე დასახლების პირველი ცნობილი სახელწოდებაა სუნდა კელაპა. ქალაქის ოფიციალურ დაარსების თარიღად ითვლება 1527 წლის 22 ივნისი (ამ დღეს აღინიშნება ქალაქის დღე), როდესაც დემაკის სასულთნოს ძალებმა მოიპოვეს გადამწყვეტი გამარჯვება პორტუგალიელებზე და აიღეს პორტუგალიის ფლოტის ადგილსამყოფელი სუნდა კელაპა. ქალაქს კი უწოდეს ჯაიაკარტა (გამარჯვების ქალაქი).
1619 წელს ქალაქს ალყა შემოარტყეს ინგლისელებმა, ხოლო მათი წასვლის შემდეგ გაანადგურეს ნიდერლანდელებმა. იან პიტერსონ კუნმა განადგურებული ქალაქის ადგილზე დააარსა ფორტი ბატავია, ნიდერლანდელების წინაპრების ბატაველების პატივსაცემად. ნიდერლანდებთან ვაჭრობის მეოხებით, XVII-XVIII საუკუნეებში აქ დიდი სიმდიდრე დაგროვდა. ინგლისელები ამ ქალაქს 1811 წლიდან დაეპატრონენ.
1942 წლიდან ქალაქს ეწოდება ჯაკარტა.
დემოგრაფია
ჯაკარტის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა. 1930-2006 წლებში მისი მოსახლეობის რაოდენობა 17-ჯერ გაიზარდა. 1950-იანი წლების დასაწყისში ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 823 ათას კაცს, ხოლო 1961 წელს – 2,9 მლნ. კაცს. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 10 187 595 კაცი, მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 14 469 კაცი/კმ².
წელი | მოსახლეობა (მლნ. კაცი) |
---|---|
1930 | 0,533 |
1960 | 2,9 |
1970 | 4,6 |
1980 | 6,5 |
2006 | 9 |
ადმინისტრაციული დაყოფა
ოფიციალურად ჯაკარტა წარმოადგენს არა ქალაქს, არამედ პროვინციას დედაქალაქის სტატუსით, ამიტომ ქალაქს მეთაურობს არა მერი, არამედ გუბერნატორი. როგორც პროვინცია ჯაკარტა იყოფა 6 საქალაქო მუნიციპალიტეტად (kota), რომელთაგან თითოეულს ხელმძღვანელობს მერი (walikota).
- ცენტრალური ჯაკარტა
- აღმოსავლეთი ჯაკარტა
- ჩრდილოეთი ჯაკარტა
- დასავლეთი ჯაკარტა
- სამხრეთი ჯაკარტა
- ათასი კუნძულის ოლქი
ღირსშესანიშნაობები
- ინდონეზიის ეროვნული მონუმენტი (1975)
- ეროვნული მუზეუმი (1778)
- ქალაქის ისტორიის მუზეუმი (1707)
- ვაიანგის მუზეუმი (1975)
- ხელოვნების ეროვნული გალერეა (1999)
- ისთიკლალის მეჩეთი (1978)
დაძმობილებული ქალაქები
- გერმანია, ბერლინი
- ჩინეთის დროშა ჩინეთი, პეკინი
- ესკიზის შექმნის შეცდომა: უნგრეთი, ბუდაპეშტი
- თურქეთის დროშა თურქეთი, სტამბოლი
- საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი, ჯიდა
- აშშ-ის დროშა აშშ, ლოს-ანჯელესი
- დიდი ბრიტანეთი, მანჩესტერი
- ფილიპინების დროშა ფილიპინები, მანილა
- ესკიზის შექმნის შეცდომა: ინდოეთი, ნავი-მუმბაი
- ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები, როტერდამი
- სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა, სეული
- იაპონიის დროშა იაპონია, ტოკიო
- ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა, ფხენიანი
რესურსები ინტერნეტში
- Official website Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Jakarta Official Travel Website Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- An Account of Exploring Jakarta by Bicycle Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- (ინდონეზიური) Resep masakan khas Jakarta Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|