მიკოლაივის ოლქი
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
ადმ. ცენტრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
სალაპარაკო ენები |
უკრაინული ენა, რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
გაუქმდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
სასაათო სარტყელი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მიკოლაივის ოლქი (უკრ. Миколаївська область) — ოლქი უკრაინაში. შეიქმნა 1937 წლის 22 სექტემბერი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. შავიზღვისპირა დაბლობზე მდინარე სამხრეთ ბუგის ქვედა წელის აუზში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია მიკოლაივი. ოლქის ფართობია 24,600 კმ². 2006 წლის აღწერით, ოლქის მოსახლეობა შეადგენს 1,217,103 კაცს. მას ესაზღვრება: ოდესის, ხერსონის, კიროვოჰრადის და დნიპროპეტროვსკის ოლქები.
- დედაქალაქი - 1 (მიკოლაივი)
- რაიონები — 19;
- დასახლებები — 922;
- სოფლები — 896;
- ქალაქები — 26;
- სასოფლო საბჭოები — 287.
ისტორია
1937 წ. 22 სექტემბერს სსრკ-ს ცკ-მა მიიღო დადგენილება ხარკივის, კიევის, ვინიციის და ოდესის ოლქების შემცირების შესახებ. ოდესის ოლქი გაყოფილ იქნა ოდესისა და მიკოლაივის ოლქებად.
მიკოლაივის ოლქში შევიდა 3 საოლქო დაქვემდებარების ქალაქი — მიკოლაივი, ხერსონი და კიროვო (ახლა კიროვოჰრადი), ასევე 38 რაიონი, მათ შორის 29 რაიონი ოდესის ოლქიდან და 9 — დნიპროპეტროვსკის ოლქიდან.
1939 წ.10 იანვარს კიროვოჰრადის ოლქის შექმნისას, მის შემადგენლობაში მიკოლაივის ოლქიდან გადავიდა ქალაქი კიროვოჰრადი და 13 რაიონი.
ფაშისტური ოკუპაციის დროს მიკოლაივის ოლქი გაყოფილი იყო გერმანიასა და რუმინეთს შორის. დასავლეთის რაიონები შევიდნენ რუმინეთის დნესტრისპირეთის გუბერნიის გოლტიანსკისა და ოჩაკოვის პოვიტებში, რაიონები რომლებიც მდინარე სამხრეთ ბუგის აღმოსავლეთით იყო შევიდა მიკოლაივისა და ტავრიის გენერალურ ოლქებში.
1944 წ. 30 მარტს შეიქმნა ხერსონის ოლქი, რის გამოც ნიკოლაევის ოლქიდან გადავიდა ქალაქი ხერსონი და 13 რაიონი. ამავე დროს ოდესის ოლქიდან მიკოლაივის ოლქს გადაეცა 5 რაიონი.
1954 წ. 17 თებერვალს მიკოლაივის ოლქს კიდევ გადაეცა ოდესის ოლქიდან 5 რაიონი. სამმა შეიცვალა საზღვრები მიკოლაივის ოლქის შიგნით, ზოგი რაიონი ქრებოდა და ზოგი ახალი ჩნდებოდა.
რელიეფი
ღრმად ხმელეთში იჭრება დნეპრო-ბუგის, ბერეზანის და ტილიგულის ლიმანები. ოლქის ტერიტორიაში შედის კუნძული ბერეზანი და კინბურნი. ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია წარმოადგენს სტეპებს, დაბლობს რომელიც სამხრეთისაკენაა დახრილი. ჩრდილოეთ ნაწილში გადაჭიმულია პოდოლის მაღლობი (მდ. სამხრეთ ბუგის მარჯვენა სანაპიროს) და დნეპრის მაღლობი (მარცხენა სანაპირო).
მდინარეები და ტბები
ოლქის ტერიტორიაზე არსებობს 85 მდინარე მიახლოებით 10 კმ. მთავარი მდინარეა - სამხრეთ ბუგი და მისი შენაკადები: ინგული, კოდიმა, ჩიჩიკლია, სინიუხა, მერტვოვოდი, გნილი იალანეცი. მდინარე ინგულეცი და ვისუნი ეკუთვნიან დნეპრის აუზს. ბერეზანი - ჩაედინება ბერეზანის ლიმანში შავი ზღვის აუზში. მოწყობილია 1108 ხელოვნური ტბა და 44 წყალსაცავი.
ადმინისტრაციული მოწყობა
ოლქის შემადგენლობაში შედის 19 რაიონი, 5 საოლქო დაქვემდებარების ქალაქი, 4 რაიონული დაქვემდებარების ქალაქი, 17 სოფელი, 821 დასახლებული სასოფლო პუნქტი.
მოსახლეობა
2013 წლის 1 იანვარის მდგომარეობით მოსახლეობა შეადგენდა 1173,5 ათასი ადამიანს, მათ შორის 796,1 ათასი ქალაქის მოსახლეობაა, 377,4 ათასი — სოფლის მოსახლეობა. დემოგრაფიული პროცესების შედეგად ოლქის მოსახლეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემცირდა 4,7 ათასი ადამიანით. მათ შორის ბუნებრივი კლებით 3,8 ათასი ადამიანი, ხოლო მიგრაციით — 0,9 ათასი ადამიანი.
2012 წელს დარეგისტრირდა 13515 დაბადებული, რაც 486 ბავშვით მეტია 2011 წელთან შედარებით. ტრადიციულად ბიჭები მეტია, ვიდრე გოგონები, 100 დაბადებულ გოგოზე მოდის 109 ბიჭი.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|