შინაარსზე გადასვლა

ნიამორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიამორი
ფაილი:Bezoarziege.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  თხა
სახეობა:  ნიამორი
ლათინური სახელი
Capra aegagrus (Erxleben, 1777)
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გავრცელება

ნიამორი (ლათ. Capra aegagrus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი.

მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვს, რომელთა სიგრძეა დაახლოებით 130 სმ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები.

გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში.

საქართველოში გვხვდება თუშეთსა და პირიქითა ხევსურეთში. XX საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა ადგილას. მაგალითად, 1960 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში ნიამორის რამდენიმე სული აღირიცხა, მაგრამ ადამიანების მიერ მათი სამიგრაციო დერეფნების ათვისების გამო ეს პოპულაცია ჩაკეტილი აღმოჩნდა, სისხლის განახლება ვეღარ ხორციელდებოდა, შემცირდა საკვები, გაიზარდა ბრაკონიერობა, ვეღარ გაუძლო შინაური საქონლის კონკურენციას და ამ ტერიტორიებიდან გაქრა. 2006 წელს პარკში ნიამორის რეინტროდუქციის პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სომხეთიდან შემოიყვანეს 3 ვაცი და 6 ნეზვი და სპეციალურ ვოლიერში მოათავსეს. სხვადასხვა მიზეზის გამო მათი რაოდენობა შემცირდა და 2011 წლისთვის 5 ინდივიდი შეადგინა.[1] 2017 წელს, ისტორიაში პირველად, ნიამორი ფოტოხაფანგის მეშვეობით დააფიქსირეს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში.[2]

ნიამორის ძირითადი ადგილსამყოფელი მთის ზედა სუბალპური მეჩხერი ტყით დაფარული მიუდგომელი კლდეებია. ვერტიკალური გავრცელება ზღვის დონიდან 1500 მ-დან 4200 მ-მდე აღწევს.

იკვებება ბალახეულობით, ბუჩქებით.

ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. ახურება ეწყებათ ნოემბერში და გრძელდება დეკემბრამდე. აპრილის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე შობს 1-2 თიკანს მეტად მიუვალ ადგილებში და აქვე რჩება, სანამ თიკნები კარგად მომაგრდებიან. სქესობრივ სიმწიფეს ნეზვები 1 წლის ასაკში აღწევენ, ხოლო ვაცები გამრავლებაში მონაწილეობენ 3-4 წლიდან. ცოცხლობს 12-15 წელი.

ბევრგან განადგურებულია. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. მასზე ნადირობა აკრძალულია. ბუნებაში ნიამორის კონკურენტებიდან აღსანიშნავია ჯიხვი და იშვიათად არჩვი, ხოლო მისი მტრებიდან ძირითადად მგელი, ფოცხვერი, მთის არწივი.

ლიტერატურა

თარგი:სწწ

  • ექვთიმიშვილი ზ., „მასალები ნიამორის გავრცელების შესწავლისათვის“, «საქ. სსრ მეც. აკად. ზოოლ. ინსტ. შრ.», გვ. 13, 1954
  • ჯანაშვილი ა., „საქართველოს ცხოვეთა სამყარო“, ტ. III, ხერხემლიანები. თბ., 1963
  • Соколов И. И. «Млекопитающие», т. I, в. 3, М.-Л., 1958
  • «Жизнь животных», т. 6. 1971

სქოლიო

  1. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე. matsne.gov.ge (19 ივლისი, 2012). ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2019.
  2. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად ნიამორი გამოჩნდა. imedinews.ge (12 აპრილი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-28. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2019.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ნიამორი&oldid=54177“-დან