შინაარსზე გადასვლა

პატარძეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
პატარძეული
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] კახეთის მხარე
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი პატარძეული
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მმართველი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე 800
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა 2829[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

პატარძეულისოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინეთზე, თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, საგარეჯოდან 8 კილომეტრი. სოფელში მდებარეობს გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი.

ისტორია

პატარძეულის მდებარეობა მეტად ხელსაყრელი იყო მეურნეობის მრავალი დარგის განვითარებისთვის. სოფელში უძველესი დროიდანვე მისდევდნენ მევენახეობა-მეღვინეობას, მემინდვრეობას. არსებობდა სარწყავი სისტემა. განთქმული იყო აქაური ხორბალი და მისგან გამომცხვარი პური. სოფლის მეურნეობაში დიდი ადგილი ეკავა მეცხვარეობას, მეფრინველეობას (სოფელში ამჟამადაც ფუნქციონირებს თანამედროვე მეფრინველეობის ფაბრიკა). პოპულარული ყოფილა ნადირობა. ამის დასტურად მიაჩნიათ კოდმანის კლდის ძირში ნადირობის წარმართული ღმერთის — კოპალეს სალოცავის და ნადირობასთან დაკავშირებული ქრისტიანი წმინდანის - ესტატეს სახელობის ეკლესიის არსებობა.

სოფელი საისტორიო წყაროებში პირველად XIV საუკუნეში მოიხსენიება. ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების გუჯრის მიხედვით, პატარძეულის დიდი ნაწილი საკათალიკოსო იყო. გვიანდელ შუა საუკუნეებში, როცა კახეთის სამეფო ცალკე პოლიტიკურ ერთეულად გამოიყო, სოფელში საკათალიკოსო ყმა-მამულების გარდა, ზოგჯერ მის ხარჯზეც. გაჩნდა სხვა ეკლესია-მონასტრებისა თუ ცალკეულ ფეოდალთა კუთვნილი ყმა-მამული. 1600 წელს, პატარძეულის ნინოწმინდის მონასტრისთვის ყმა-მამულები შეუწირავს ქეთევან წამებულს. პატარძეულშივე ჰქონია ყმა-მამული გარეჯის მონასტერს, აგრეთვე თავადებს: ჩოლოყაშვილებს, სოლოღაშვილებს და სხვა.

სოფელ პატარძეულის მოსახლეობა, რომელიც იყენებდა სოფელში არსებულ საფორტიფიკაციო ნაგებობებს (ბილანიშვილებისა და ფიცხელაურების კოშკები, პატარძეულის ციხე), ყოველთვის ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. 1616 წელს, შაჰ-აბასის გამანადგურებელი შემოსევის დროს, სოფლის მოსახლეობის ნაწილი აჰყარეს და ფერეიდანში გადაასახლეს, სადაც დღესაც არსებობს სოფელი პატარძეული. პატარძეული განსაკუთრებით ლეკთა დაუსრულებელი თარეშით ზარალდებოდა. ამის გამო XVII-XVIII საუკუნეებში სოფლის მოსახლეობის რაოდენობა ძალზე შემცირდა. ამ დროიდან დაიწყო აქ საქართველოს მთიანეთიდან მოსახლეობის გადმოსახლება და დამკვიდრება. ეპარქიულად პატარძეული ნინოწმინდის საეპისკოპოსოში შედიოდა. პატარძეულიდან გამოსული ლაშქარი რუსთაველი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ დგებოდა.

1905 წლის 20 მარტს ტყით სარგებლობის უფლების ჩამორთმევით უკმაყოფილო 10 ათასმა გლეხმა, თავი პატარძეულში მოიყარა. საერთო შეკრებაზე გლეხებმა წამოაყენეს მოთხოვნები, რომელთა შორის მთავარი იყო ტყის და მიწის საერთო სარგებლობაში გადაცემა და სასამართლოსა და სკოლებში ქართული ენის დამკვიდრება. შეკრებაზე გლეხებმა თვითმმართველობის ორგანოებიც აირჩიეს. შეშინებულმა თავადმა ჩოლოყაშვილმა თანხმობა განაცხადა ტყისა და მიწის გლეხებისათვის სარგებლობაში გადაცემაზე. ამოქმედდა არჩეული თვითმმართველობა, რომელიც გლეხების ინტერესებს იცავდა. მთავრობამ დამსჯელი ღონისძიების გატარება ვერ შეძლო.

პატარძეულიდან არიან გამოჩენილი მწიგნობრები — გრძელიძეები, Xl საუკუნის მოღვაწეები: ილარიონ თუალელი და არსენ ნინოწმინდელი, XX საუკუნის თვალსაჩინო მოღვაწე, პოეტი-აკადემიკოსი გიორგი ლეონიძე.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2829 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 3157 1522 1635
2014[1] 2829 1373 1456

სპორტი

პატარძეულში ფუნქციონირებს დიდი 10-ში მოასპარეზე რაგბის გუნდი პატარძეულის ვეფხვები.

ღირსშესანიშნაობები

არქიტექტურული ძეგლები

სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრებიდან და ციხესიმაგრეებიდან ძეგლის სტატუსი აქვთ[3]:

გარდა ამისა, ძეგლად ითვლება:

ძველ ნაგებობათაგან დღემდე მოღწეულია XVIII საუკუნის მრგვალი კოშკი, ციხის ნანგრევი და გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესია. ერთი კოშკი სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბილანიშვილების უბანში დგას. იგი საცხოვრებელ კომპლექსში შედიოდა. დღეისათვის მისი ხუთი სართულია შემორჩენილი. პირველის გარდა ყველა სართულზე სათოფუებია. მას ბილანიაანთ ანუ ბუტულაანთ ციხეს უწოდებენ. მეორე კოშკი სოფლის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში დგას, მთის ფერდობზე. ისიც სათავდაცვო-საცხოვრებელი დანიშნულებისაა. ორივე კოშკის შესასვლელი მეორე სართულზეა. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, გორაკზე მრიზიაანთ ციხის ნანგევია ამ ადგილზე აღმართული ძველი ციხესიმაგრე ერეკლე მეფეს განუახლებია XVIII საუკუნის შუა წლებში[4].

არქეოლოგიური ძეგლები

ცნობილი ადამიანები

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
  4. ზაქარაია პ., პატარძეულის კოშკები, ჟღერს ქვის ჰარმონია ტ. 14, გამომცემლობა „ციცინათელა“, 2007

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted