შინაარსზე გადასვლა

სენაკის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სენაკის რაიონი)
ადმინისტრაციული ერთეული
სენაკის მუნიციპალიტეტი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
[[მხარე]] სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ადმ. ცენტრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა 34 300[1] კაცი (2021)
სიმჭიდროვე 76,15 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,56 %
რუსები 0,15 %
სომხები 0,10 %
უკრაინელები 0,06 %
ასირიელები 0,06 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 99,10 %[3]
გაუქმდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სასაათო სარტყელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სენაკის მუნიციპალიტეტიმუნიციპალიტეტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს სენაკის მაზრის დაშლის შემდეგ. 1935-1989 წლებში ეწოდებოდა ცხაკაიას რაიონი. 2006 წლიდან ეწოდა სენაკის მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი სენაკი.

გეოგრაფია

სენაკის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მარტვილის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით აბაშის მუნიციპალიტეტი, ხოლო დასავლეთით ხობის მუნიციპალიტეტი. სენაკის მუნიციპალიტეტის ფართობია 520,7 კმ².[4][5]

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია კოლხეთის დაბლობსა და მთისწინეთს მოიცავს. მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია დაფარულია ტყეებით. სენაკის მუნიციპალიტეტი იშლება რიონისპირეთიდან და უნაგირას მთის ორივე კალთაზეა გადაჭიმული.

სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებს და სერებს. ეკის მთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 270 მ-მდეა. ჩრდილოეთით და დასავლეთით ეკის მთა დანაწევრებულია მდ. ცივისა და მისი შენაკადების მიერ სერებად და გორაკ-ბორცვებად.

ქალაქის მახლობლად არის შხეფის, კიკაჩონას, ხაბაზეთის, ზისხირის, სახარბედიოსა და საკირის მთები, შუშანიას სერი (მას კუნძულ მთას ეძახიან მკვიდრნი) და სხვა.

კირქვითა და ცარცით აგებულ ადგილებში მდინარეებმა და ნიაღვრის წყლებმა რელიეფის ჩამოთვლილ ფორმებთან ერთად შექმნეს ღრმა ხევები და ხეობები.

მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი არის კოლხეთის დაბლობის მნიშვნელოვანი უბანი, რომელიც დასერილია მდ. ცივისა და მდ. ტეხურის შენაკადებით. დაბლობის მაქსიმალური სიმაღლე 30 მ-ს აღემატება. იგი ჩრდილოეთისკენ მაღლდება და წყდება ეკის, შხეფის და ნოქალაქევის გორაკების სამხრეთ კიდესთან.

რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელს უწყობს მდინარეთა ქსელის სიხშირეს.

სენაკის მუნიციპალიტეტი მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, რომელთაგან აღასანიშნავია მინერალური და კარსტული მტკნარი წყაროები. თერმული მინერალური წყაროები გვხვდება სახარბედიოში, ლეძაძამეში, ზანაში, ნოქალაქევში, ფოცხოში, ახალსოფელში და სხვაგან.

მუნიციპალიტეტის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა +13,8 °C. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურა +4,9 °C-ია, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი, კი +23 °C. წელიწადში აქ საშუალოდ 1620 მმ ნალექი მოდის, აქედან მაქსიმუმი — სექტემბერში ხოლო მინიმუმი იანვარში.[4]

პოლიტიკა

საკრებულო

პარტია 2017[6] 2021[7] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 26 17თარგი:Efn                                  
  ნაციონალური მოძრაობა 4 12                        
  საქართველოსთვის 4        
  ევროპული საქართველო 2
  პატრიოტთა ალიანსი 1
სულ 33 33  

მოსახლეობა

მუნიციპალიტეტში 62 დასახლებული პუნქტია, აქედან 1 ქალაქია და 61 სოფელი. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა 2014 წლის მონაცემებით შეადგენს 39 652 კაცს, აქედან ქალაქად დასახლებულია 21 596 კაცი, მათ შორის 7120 დევნილია. სოფლად ცხოვრობს 18 056 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 76,15 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ²) აღემატება.[4]

რაიონი/მუნიციპალიტეტი[8] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
სენაკის 47 553 50 336 50 774 52 681 52 600 52 112 39 652 38 500 37 700 36 900

ეკონომიკა

სამუშაო ჯგუფის მიერ, მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო არის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები, საჯარო სამსახურები და ვაჭრობა. მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსავლებს ძირითადად უზრუნველყოფს: ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ქონების გადასახადი და მცირე მეწარმეობა. წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა (საკონსერვო, ღვინის და რძის ქარხნები, სხვა) და მრეწველობა (ხალიჩების ფაბრიკა, რკინა-ბეტონის კომბინატი, აგურის ქარხანა, სხვა).[4]

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

ნოქალაქევის ნაქალაქარი
ფაილი:Shkhepi fortress (2012).jpg
შხეფის ციხე
  • ნოქალაქევის ნაქალაქარი;
  • ნოსირის აბანო;
  • ნოსირის არქეოლოგიური ძეგლი, ძვ.წ. II-I ათასწლეულები
  • კოტიანეთის ციხე;
  • მენჯის ციხე (ნაწილობრივ გათხრილი);
  • შხეფის ციხე;
  • ეკის ნათლისმცემლის სახ. სამონასტრო კომპლექსი, XII ს;
  • ეკის ეკლესია, XIII ს;
  • ეკის ციხის ნანგრევები, XIII ს;
  • ციხეგოჯი არქეოპოლისის საქალაქო-თავდაცვითი კომპლექსი, ძვ. წ. III–ახ. წ. VIII ს;
  • ნოქალაქევის ორმოცმოწამეთა ეკლესია, VI ს;
  • გოგირდოვანი წყლების აბანო, VI-VII ს;
  • კოტიანეთის წმინდა გიორგის ეკლესია, XVIII ს;
  • კოტიანეთის ციხის ნანგრევები „არამიშ ნოხორი“, XVIII ს;
  • ძვ. სენაკის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ნანგრევები XVIII ს;
  • ძვ. სენაკის მაცხოვრის შობის სახ. ეკლესია, XVIII ს;
  • „ქუაშ ოხორის“ ციხე, XIII ს;
  • საგანგაშო კოშკი - ძველი სენაკი;
  • „ჯგემარიონის“ ეკლესიის ნანგრევები - შუა საუკუნეები - ლეძაძამეს თემი;
  • კვაუთის მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის ნანგრევები - შუა საუკუნეები;
  • მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ნაშთი - ლეძაძამეს თემი;
  • ჩიქოვანების აბანო - ლეძაძამეს თემი;
  • დადიანების საგვარეულო ნაგებობა - ლეძაძამეს თემი;
  • ანტიკური პერიოდის აბანო - ლეძაძამეს თემი;
  • შხეფის ციხის კომპლექსი (შუა საუკუნეები) - სენაკი, შხეფის უბანი;
  • ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესია - ზემო თეკლათის დედათა მონასტერი), XIX ს;
  • მთავარანგელოზის სახ. მენჯის ეკლესია, XIX ს - სენაკი, მენჯის უბანი;
  • „ნაოხვამუშ ეკლესია“, XIII ს - მენჯის თემი;
  • საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის სახ. ეკლესია, XIII ს - სენაკი, საკალანდარიშვილოს უბანი;
  • საკალანდარიშვილოს ციხის ნანგრევები, XIII ს - სენაკი, საკალანდარიშვილოს უბანი;
  • ნათლისმცემლის სახ. ტაძარი, XX ს;
  • „ხომონის გვირაბი“ - სენაკი, შეფის უბანი;
  • ხორშის მაცხოვრის სახ. ეკლესიის ნანგრევები, XIII ს - ხორშის თემი;
  • მთავარანგელოზის სახ. ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები) - ხორშის თემი;
  • საგანგაშო კოშკი - ხორშის თემი;
  • ნოსირის რომაული ტიპის აბანოს ნანგრევები, VI-VIII სს - ნოსირის თემი II ნორისის უბანი;
  • მაცხოვრის შობის სახ. ეკლესია, XXI ს - ნოსირის თემი;
  • წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ნაშთი, შუა საუკუნეები - გეჯეთის თემი;
  • მთავარანგელოზის სახ. ეკლესია - ფოცხოს თემი;
  • „ჯგემარიონის ეკლესია“ - ფოცხოს თემი;
  • წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ნაშთი - უშაფათის თემი;
  • მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის ნაშთი - უშაფათის თემი;
  • წმ. ბარბარეს სახ. ეკლესიის საძირკვლის ნაშთი, შუა საუკუნეები - თეკლათის თემი;
  • საგანგაშო კოშკი - მენჯის თემი.

აღნიშნული ძეგლებიდან ნოქალაქევს, ეკის ეკლესიას, შხეფის ციხეს, საკალანდარიშვილოს ციხესა[9] და ნოქალაქევის წმინდა ელენეს ეკლესიას[9] ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

შენიშვნები

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სქოლიო

  1. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  2. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  3. georgia-religion 2014
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-18. ციტირების თარიღი: 2014-11-30.
  5. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-11. ციტირების თარიღი: 2014-11-30.
  6. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 81-82. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
  7. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 100-102. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
  8. Georgia division
  9. 9.0 9.1 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება № 03/171, 2013 წლის 10 ოქტომბერი, ქ. თბილისი, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted