ქისტაური
სოფელი | |||||
---|---|---|---|---|---|
ქისტაური Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ქისტაურის წმინდა ნინოს ეკლესია ჯაბა ლაბაძის ფოტო | |||||
| |||||
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} | ||||
[[მხარე (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მხარე]] | კახეთის მხარე | ||||
[[მუნიციპალიტეტი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted)|მუნიციპალიტეტი]] | ახმეტის მუნიციპალიტეტი | ||||
თემი | ქისტაური | ||||
შიდა დაყოფა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მმართველი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
დაარსდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
პირველი ხსენება | [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] | ||||
ადრეული სახელები | მუქუეთი | ||||
ფართობი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ცენტრის სიმაღლე | 540 მ | ||||
ოფიციალური ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
მოსახლეობა | 1729[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საფოსტო ინდექსი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
საავტომობილო კოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ||||
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქისტაური — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: არაშენდა, ახალშენი, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე). ზღვის დონიდან 540 მეტრი, ახმეტიდან 7 კილომეტრი, თბილისიდან 170 კმ. თელავიდან 27 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1729 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2284 | 1097 | 1187 |
2014[1] | ფაილი:Decrease2.svg 1729 | 856 | 873 |
ისტორია და ღირსშესანიშნაობა
სოფლის მახლობლად ადგილ ბადაანსა და კალაპნებში, მიწის ზედაპირზე მოპოვებულია შუა პალეოლითის ხანის სხვადასხვა ტიპის ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები და მათ საფუძველზე ნაკეთები იარაღი.
სოფელში მდებარეობს რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი.
სოფელი ქისტაური ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. იგი ღირსშესანიშნავია რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმით, საუკუნოვანი სკოლით, შრომითი და კულტურული ტრადიციებით. სოფელი მდებარეობს ალაზნის ველის დასავლეთით – ცივ-გომბორის მთების კალთების გაგრძელებაზე: კავკასიონის მთებისა და ცივ-გომბორის მთების განშტოების დასაწყისში. სოფლიდან იშლება ალაზნის ველის შესანიშნავი ხედი.
ქისტაური წარმოიშვა სოფელი მუქუეთის მიგრაციის შედეგად. მუქუეთის მიგრაციის მიზეზი იყო მოსახლეობაზე ლეკების ხშირი თავდასხმები, რაც გამანადგურებელი იყო სოფლისთვის. ცოცხლად გადარჩენილი მოსახლეობის ნაწილმა დატოვა სოფელი და გადაინაცვლა მუქუეთიდან 1 კმ-ის დაშორებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით (ტყესთან ახლოს, ტყე თავშესაფრად გამოადგებოდათ საჭიროების შემთხვევაში). გადმოცემის თანახმად, პირველი მოსახლეები ვინმე ქისტაურები იყვნენ, ამიტომ შეერქვა სოფელს ქისტაური.
ქისტაურის განვითარების ისტორია პირდაპირ კავშირშია არაგვის ერისთავების ისტორიასთან. სოფლის საგანმანათლებლო-კულტურულ განვითარებაზე განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა XIX საუკუნის პოეტისა და ერისკაცის რაფიელ ერისთავის პიროვნებამ და ოჯახმა.
რაფიელ ერისთავი იმ ზვიადი არაგვის ერისთავების შთამომავალია, რომელთა ფეოდალური სამფლობელო დიდ როლს თამაშობდა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიაში. XIX საუკუნის 50-იანი წლებისთვის ბეჟან ერისთავის მემკვიდრეობა საკმაოდ დიდი ორი შტო იყო ქისტაურში, გენერალი კიაზო ერისთავისა და დიდი პოეტისა და ერისკაცის რაფიელ ერისთავის ოჯახების სახით. ამ ორი პიროვნების თუ ოჯახის წყალობით დაუდგამს ფეხი ქისტაურის მიწაზე ბევრ უცხოელ თუ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მარი ბროსესა თუ აკაკი წერეთელს, ვაჟა-ფშაველასა თუ ილია ჭავჭავაძეს.
იმ დროისთვის, წლების მანძილზე ერისთავების სახლი ლიტერატურის მოყვარულთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. ამ ლიტერატურულ სალონში ხშირად იკრიბებოდნენ მაყაშვილები – იყალთოდან, ჩოლოყაშვილები – ახმეტიდან, სულხანიშვილები – აწყურიდან, „ცისკრის“ რედაქტორი ივანე კერესელიძე და სხვა.
ქისტაურში რაფიელ ერისთავს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები და მოღვაწეები, აქ ყოფილან ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვ. როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ტყეში იყო გასული და ბოლშევიკებს ეომებოდა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ის ერისთავებს სწვევია და საჭმელ-სასმელი წაუღია.
რაფიელ ერისთავის შემოქმედების ხალხურობამ, ქართული ზეპირსიტყვიერების საღამოებმა სოფელში, ამ განათლებულ ოჯახებთან ურთიერთობამ, გაშაირებებმა გლეხებთან, წარუშლელი კვალი დააჩნია იქაურ მკვიდრთ და მათ შთამომავალთ.
XX საუკუნე
1917-1921 წწ. რევოლუცია—სოფელი ქისტაური რევოლუციური იყო. მეორე მსოფლიო ომში წავიდა 489 კაცი, უკან დაბრუნდა 220 მათგანი. სოფელს მიგრაცია არ განუცდია, პირიქით XX საუკუნის 50-იან წლებში სოფელი გაიზარდა მთიანი სოფლებიდან ჩამოსახლებული ხევსურებით, ჩამოსახლება მოხდა ბაკანიდან, ახსაბრიდან და მთის სხვა სოფლებდან. არაბულები დასახლდნენ სოფლის თავში, ხოლო ქიბიშაურები და სხვა გვარის წარმომადგენლები სოფლის ბოლოში.
ქისტაურში კოლმეურნეობა შეიქმნა 1933 წელს. პირველი თავმჯდომარე იყო გიორგი ღადალაშვილი. 1972 წელს კოლმეუნრეობა გადაკეთდა მეურნეობად.
1940 წელს ქისტაურის მკვიდრმა სტახანოველმა მეაბრეშუმე ქალმა ოსანა აივაზაშვილმა აღმოაჩინა აბრეშუმის მურის მოყვანის ჩქაროსნული მეთოდი, რის გამოც სტალინური პრემიის ლაურეატობა მიიღო.
სწავლა-განათლება
მიუხედავად იმისა, რომ რაფიელ ერისთავი ბავშვობიდან წასული იყო სოფლიდან, იგი დღენიადაგ ზრუნავდა მასზე. 1886 წელს მან მიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქისტაურში სკოლის გახსნის თაობაზე. ამავე წელს ქისტაურში გაიხსნა ორწლიანი სასწავლებელი, რომელიც რამდენიმე წელში ოთხწლიანად გადაკეთდა და ეწოდა პირველი საფეხურის სკოლა, ხოლო 1933 წელს კოლმეურნე-ახალგაზრდობის შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა და იგი გადაიტანეს ერისთავების სასახლეში, რომელიც ეკუთვნოდა თავად კიაზო ერისთავს, სკოლა მოათავსეს მეორე სართულზე, პირველ სართულზე მდებარეობდა კიაზოს ცნობილი ღვინის მარანი.
1941 წელს სკოლა სრულ საშუალო სკოლად გადაკეთდა, რ. ერისთავის სახელი მიენიჭა და სკოლის ეზოში დაიდგა მისი ძეგლი.
1976 წელს ქისტაურის საშუალო სკოლასთან შეიქმნა ქიმიის სკოლა – კლუბი, რაიონის ქიმიით განსაკუთრებულად დაინტერესებული მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთათვის.
1984 წელს მოსწავლეთა კომიტეტის ინიციატივით სკოლაში გაიხსნა საბრძოლო დიდების მუზეუმი.
2007 წელს სკოლამ მოიპოვა გამარჯვება ნიკო ნიკოლაძის პროექტში „ღია სპორტული მოედნების მოწყობა“- კეთილმოეწყო სკოლის სპორტული მოედანი, შემოღობილ იქნა 1 ჰა ფართობი სპორტული მოედნისა.
ღირსშესანიშნაობები
- ბადაანი
- ერისთავების ციხე
- ქისტაურის ეკლესიები
- ქისტაურის ნათლისმცემლის ეკლესია
- ქისტაურის რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი
- ქისტაურის სამაროვანი
- ქისტაურის წმინდა ნინოს ეკლესია
- ციხიანხევი
გალერეა
-
რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
ქისტაურის ყველაწმინდა
ჯაბა ლაბაძის ფოტო -
ქისტაურის ხედი ალაზნის ვაკისა და კავკასიონის ფონზე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 537.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ თარგი:სახელმწიფო აღწერა 2002
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|